x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
გია კორკოტაშვილი: "იღუპება ქვეყანა და თუ ღმერთი გწამთ გატოკდით ქართველებოოოოო!.."
image
"ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა, მინდა ჩემი ნაფიქრი გაგიზიაროთ! თავმოყვარეობა და ღირსება არ მაძლევს უფლებას როგორც ბევრ თქვენთაგანს ესე უყურო, როგორ გვწოვენ სისხლს ხან ერთი ვამპირი და ხან მეორე. განსხვავება ისაა, რომ პირველი მშიშარა ნაგლი იყო, მეორე გაყინული სახით უემოციოდ გვისრულებს.
უბედურება ისაა, რომ თუ ხმას არ ამოვიღებთ და არ ვიმოქმედებთ ეს “დაჩმორება" გაგრძელდება ჩვენს საბოლოოო გამოსირებამდე!
ყველა ალბათ იმას იტყვის, ეგ ჩვენც ვიცით, შე კაი კაცო, საშველი რა არისო!
ზოგს მიშა უყვარს, ზოგს ბიძო, ზოგს კიდევ თავისი ფეტიში ჰყავს. იმ საზოგადოებამ, ვისაც არ გვეპიტნავება არცერთი, სავარაუდოდ, ელექტორატის მინიმუმ 50%-ია. ხო არ მოვგროვებულიყავით და ჩვენი აზრი გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის?
ამ 50%-ში ძალიან ბევრი ადამიანია ჭკვიანი, პროფესიონალი, ვაჟკაცი, პატრიოტი და ამ ხალხის ძალისხმევა ხომ არ მიგვემართა ქვეყნის კეთილდღეობისათვის, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება სრულ იგნორს უკეთებს, იმიტომ რომ ყეყეჩი და გაუნათლებელი, ამპარტავანი ხალხითააა გატენილი ხელისუფლება!
თუ ჩვენ არ ჩავერთვებით ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში ეს ტრაგიკომედია გაგრძელდება უსასრულობამდე! გულწრფელად გეუბნებით, რომ იღუპება ქვეყანა და თუ ღმერთი გწამთ გატოკდით ქართველებოოოოო!" - გია კორკოტაშვილი
გაზიარება
0
191
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0