x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მოწყობილობა, რომელიც წარსულში ჩახედვის საშუალებას იძლევა და იესოს ნამდვილი ფოტო

უძველესი დროიდან მოყოლებული, დროში მოგზაურობის თემისადმი ინტერესი, ერთნაირად აღელვებდა და აკვირვებდა საზოგადოებას. ალბათ, თითოეულ ჩვენგანს სურს, წარსულში ან მომავალში მოხვედრა, რომ ნახოს, თუ რა მოხდა რეალურად, ან რა მოხდება მომავალში? ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ბევრს არა აქვს, უფრო სწორედ, ალბათ, აქამდე, ამის ბედნიერება ერთეულებს თუ ჰქონიათ... და სწორედ, ამ მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფში შედის კათოლიკე მარჩელო პელეგრინო ერნეტი. მან მოწყობილობა შექმნა, რომელიც წარსულში ჩახედვის საშუალებას იძლევა.


image


ეს ერთგვარი დროის მანქანა იყო, რომელსაც შემქმნელმა ქრონოვიზორი დაარქვა. როგორც მარჩელო ამტკიცებდა, მისი მეშვეობით, მან იესო ქრისტეს ცხოვრების მომენტების დანახვა შეძლო. ამჟამად ხელსაწყო გასაიდუმლოებულია და ვატიკანის საცავში ინახება.

ერნეტი ღრმად პატივცემული კათოლიკე იყო და მთელი თავისი ცხოვრება ეკლესიას მიუძღვნა. ის ასევე იყო ეგზორცისტი, მუსიკოსი და ადამიანი, რომელიც ძალიან ღრმად სწავლობდა ბიბლიას.


image


მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, მან განაცხადა, რომ მკვლევართა ჯგუფთან ერთად, «დროის მანქანა» შეიქმნა და მას ქრონოვიზორი დაარქვა. სამეცნიერო ჯგუფში კი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა, იმ დროს ცნობილი ფიზიკოსები და რაკეტების მშენებლები შედიოდნენ, – სულ 12 ადამიანი.


image


ერთ–ერთი მათგანის თქმით, ეს მოწყობილობა ტელევიზორს ჰგავს და გადამრთველი პანელის მეშვეობით, ერნეტი აკვირდებოდა მომენტებს იესო ქრისტეს ცხოვრებიდან, უყურებდა ციცერონის და თვით, ნაპოლეონის გამოსვლებს.

იმის დასამტკიცებლად, რომ ის არ ცრუობდა, მან ქრონოვიზორის საშუალებით გადაღებული, იესოს ფოტოებიც კი წარმოადგინა.


ფოტო ქრონოვიზორიდან
image


ცნობილ იტალიურ ჟურნალში – La Domenica del Corriere–ში 1972 წელს ქრონოვიზორით გადაღებული ფოტო გამოქვეყნდა... და ხმა, ამ სასწაულის შესახებ, მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ვატიკანი რაღაც წარმოუდგენელს ფლობდა. მაგრამ, ეს ფოტო მაშინვე გააკრიტიკეს, რადგან ის ცნობილ ნახატს ძალიან ჰგავდა.



image


შემდეგ რა მოხდა?


ერნეტის რეპუტაცია შეილახა და ხალხს ქრონოვიზორის არსებობის აღარ სჯეროდა. მაგრამ, ერნეტმა მაშინვე უარყო ჭორები და თქვა, რომ ეს მისი ფოტო არ იყო, რადგან მოწყობილობა ასეთ მკაფიო სურათებს გადაღების შესაძლებლობას არ იძლეოდა. ხოლო ის, რომ ეს ფოტო, მის მიერ გადაღებულ ფოტოდ გამოაცხადეს, ბლეფი იყო და მეტი არაფერი.


image


ერნეტის მეგობარმა, ფრანსუა ბრუნემ კი განაცხადა, რომ რეალური სურათები მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა, რადგან რომის პაპმა პიუს XII ჩათვალა, რომ ასეთ კვლევები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

ქვემოთ კი, ქრისტეს კიდევ ერთი ფოტოა, რომელიც, თითქოს, ერნეტმა გადაიღო. თუმცა, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს? – მხოლოდ ვარაუდი შეიძლება.


image


პრესაში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, ერნესტმა «ქრონოვიზორის» პროექტი დახურა, ხოლო ხელსაწყო ნაწილებად დაშალა. მაგრამ ბევრმა, მისი გარემოცვიდან, ეს არ დაიჯერა. სავსებით შესაძლებელია, რომ აპარატი დღესაც ვატიკანშია და მას იყენებდნენ კიდეც.

მარჩელო პელეგრინო ერნეტი 1992 წელს გარდაიცვალა და ამ საოცარი გამოგონების საიდუმლოც თან წაიღო...


image

სხვა სიახლეები:


* ძველი რომაული ფეხსაცმლიდან – თავის ტვინზე ოპერაციამდე: საოცარი ისტორიული არტეფაქტები

* გამოცანები, რომლებსაც თქვენი ჩიხში შეყვანა შეუძლია (პასუხები აქვს)

* ყველაზე უცნაური საქორწილო სამოსი და სიძე–პატარძლები მსოფლიოში (15 ფოტო)

* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ



0
501
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
501
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0