x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა სიხშირით უნდა ვიცვალოთ საცვალი?
image

წამყვანმა ბრიტანელმა დერმატოლოგებმა ანიუ მეთილმა, სარა რობერტსმა და არჩიტ აგარვალმა დაასაცელეს საცვალის(ტრუსის) გამოცვლის ოპტიმალური სიხშირე. შესაბამისი რეკომენდაცია გამოცემა Daily Mail-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.



ექიმების თქმით, მამაკაცებს საცვლების ყოველდღე და არც დღეგამოშებით გამოცვლა არ სჭირდებათ. თუმცა, ეს რეკომენდაცია არ ვრცელდება ქალებზე.


„მინიმალური აქტივობისა და ოფლიანობის გარეშე სიტუაციებშიც კი, საცვლის ყოველ მეორე დღეს გამოცვლა შეიძლება მისაღები იყოს“, - განაცხადა მეთილმა.



ექსპერტების აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ქალებს აქვთ უფრო მოკლე ურეთრა, ვიდრე მამაკაცებს. ეს მათ სასქესო ორგანოებს უფრო მგრძნობიარეს ხდის ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა ბაქტერიული ვაგინოზი და სოკოვანი ინფექციები.


„ვულვა შეიცავს ნაკეცებს, რომლებიც უფრო მეტად ინარჩუნებენ ტენიანობას და ბაქტერიებს, ვიდრე მამაკაცთა სასქესო ორგანოები“, - დასძინა აგარვალმა.


გამოცემის თანამოსაუბრეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ადამიანებს, რომლებიც აქტიურად არიან დაკავებული სპორტით და ცხოვრობენ ცხელ კლიმატში.


„მათ, ვინც ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას ეწევა ან ბევრს ოფლიანობს, ვურჩევთ საცვლების უფრო ხშირად გამოცვლას. ცხელ და ნოტიო კლიმატში, ჰიგიენა კარგად რომ დავიცვათ, შეიძლება საცვლების გამოცვლა დღეში ერთჯერ მეტადაც კი დაგჭირდეთ“, - დაასკვნა აგარვალმა.




პარალელურად რუსმა მეან-გინეკოლოგმა და მამოლოგმა ელენა დრიგინკინამ ქალების ჯანმრთელობისათვის ყველაზე სახიფათო საცვალის სახეობა დაასახელა.. ექიმმა ურჩევს ქალებს ტანგის მოცილებას, რადგან ის არა მარტო დისკომფორტს იწვევს, არამედ რაც მთავარია, ხელს უწყობს არასასურველი მიკროორგანიზმების ანუსიდან საშოში გადატანას.

0
296
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0