x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანელი ექიმები გულძმარვის საწინააღმდეგო მარტივ მეთოდს გვთავაზობენ

image

ბრიტანელი დიეტოლოგები გულძმარვის საწინააღმდეგო მარტივ მეთოდს ურჩევენ პაციენტებს.




საღეჭი რეზინი და მარტივი სუნთქვის ვარჯიში დაგეხმარებათ გულძმარვის სწრაფად მოხსნაში, ამბობენ დიეტოლოგი ტომ მეთიუ და ფიზიოთერაპევტი ნელ მიდი. ექსპერტთა რჩევებს The Sun-ი აქვეყნებს.


მეთიუმ განმარტა, რომ გულძმარვა ხდება მაშინ, როდესაც კუჭის მჟავა საყლაპავში ბრუნდება და იწვევს გაღიზიანებას. მისი თქმით, ეს მაშინ ხდება, როდესაც საყლაპავ მილსა და კუჭს შორის მდებარე კუნთი გამართულად არ მუშაობს და საკვებს ვერ იჭერს. მეორე შესაძლო მიზეზი, განაგრძო მეთიუმ, არის ზედმეტი ჭამა. მკერდში უსიამოვნო წვის შეგრძნების აღმოსაფხვრელად დიეტოლოგი პაციენტებს საღეჭ რეზინას ურჩევს.



ბანანი ან ჭიქა წყალი ერთი კოვზი სოდის დამატებით - დაგეხმარებათ მდგომარეობის მყისიერად შემსუბუქებაში.ამბობს დიეტოლოგი


ფიზიოთერაპევტმა ნელ მიდმა გულძმარვის შემსუბუქების კიდევ ერთი ეფექტური გზა შემოგვთავაზა - სუნთქვითი ვარჯიში. პირველ რიგში, თქვენ უნდა ამოისუნთქოთ, ამბობს ის. მან განმარტა, რომ ამის შემდეგ უნდა ჩაისუნთქოთ ცხვირით, რათა მუცლის მოძრაობა შესამჩნევი იყოს.


„მერე ამოისუნთქეთ რაც შეიძლება მეტი ჰაერი და შეიკავეთ სუნთქვა. საჭიროების შემთხვევაში, ცხვირ-პირზე ხელი აიფარეთ. ეცადე, რაც შეიძლება დიდხანს არ ისუნთქო“, - გვირჩევს ნელ მიდი.


ექიმმა განმარტა, რომ ეს ვარჯიში ჭიმავს დიაფრაგმას, ხსნის წნევას საყლაპავზე და ხელს უწყობს საკვების უკან კუჭში დაბრუნებას.

1
355
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
355
  
2023, 31 დეკემბერი, 22:53
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1