x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
”ადვილია მოკვდე მეგობრისთვის, მაგრამ რთულია იპოვო ისეთი მეგობარი რომლისთვისაც ღირს სიკვდილი"
image

27 იანვარს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა "სიცილის დედოფალს" მზია კვირიკაშვილს, შეგახსენებთ იუმორისტი 2010 წლის 28 ივლისს გარდაიცვალა, ღიძლის კიბოთი, 61 წლის ასაკში.


დღეს გთავაზობთ მისი მეგობრის, პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიას ემოციურ წერილს მზია კვირიკაშვილისადმი მიძღვნილს:


”ადვილია მოკვდე მეგობრისთვის, მაგრამ რთულია იპოვო ისეთი მეგობარი რომლისთვისაც ღირს სიკვდილი..” – დიახ, მე მყავდა ასეთი მეგობარი ქაბატონი მზის სახით, მაგრამ სამწუხაროდ სიკვდილმა წამართვა.. არვიცი როგორ შემიძლია, ან რა ენით ავღწერო ის ურთიერთობა და მეგობრობა რაც ჩვენ გვქონდა?! ეს ხომ დაუწერელი და აუხსნელია ძვირფასო მეგობარო?.. იცი ასე მგონია დედამიწაზე შენ მყავდი ერთი ვისაც მე ვუყვარდი, ვისაც ჩემი ისე ესმოდა და სჯეროდა, როგორც ამას ნამდვილად ვიმსახურებდი და აი გავიდა წლები და შენ წახვედი, მე კი დავრჩი!.. დავრჩი და დღემდე გეძებ და იცი ძალიან მჭირდები, შენი სიცილი და შენი ღიმილი მჭირდება, შენ რომ იცოდი. შენი შემოძახილი ”იკოო!.. წინ მიზნისკენ, შემართებითო..” ასეც ვიქცევი მაგრამ, შენ რომ იყო ალბათ ძალიან ძლიერი ვიქნებოდი, ალბათ არა, ნამდვილად ძლიერი ვიქნებოდი!.. იცი როგორ მენატრები? ამას ვერ ავხსნი, ვერ დავწერ, ვერ მოვყვები, სულის ბოლო ამოსუნთქვა რომ, მჭირდეს ისე მენატრები. ხშირად როცა ჩემი მობილური რეკავს სულ ვფიქრობ და მახსენდება რომ, დღე არ გავიდოდა არ დაგვერეკა ერთმანეთისთვის და არ ”გვეღადავა” ეხლა კი 4 წელი გავიდა და მე შენ დამტოვე და არა მარტო მე, შენ დატოვე სრულიად საქართველო და შენი გულთბილი მაყურებელი, რომლებსაც ძალიან, ძალიან უყვარდი. იცი? მე ბედნიერი ვარ, რომ შენ მაფასებდი, შენ გიყვარდი და შენ ერთს ზუსტად ვიცი გტკიოდა ჩემზე გული, რა ვიცი ალბათ არ ვიყავი ცუდი თუ არა ამას არ დავიმსახურებდი, დღეს კი უშენობა მე ძალიან მიჭირს.


არის წუთები რომ, ყველგან გეძებ და გეძახი. მახსოვს შენი ტკივილიანი წუთები, როდესაც ხელში გვადნებოდი და შენ მაინც ომახიანად გვახარხარებდი. მახსოვს ის წამები, როცა მე დაგემშვიდობე და შენ უკვე ღონემიხდილი ვეღარაფერის თქმას ვერ ახერხებდი, კარებში გასვლისას როგორ მესაუბრებოდა შენი თვალები ”იკო მშვიდობით!.. ღმერთო!.. როგორ მტკივა. რატომ ქენი ასე? ჩემო უტკბილესო!.. ჩემო უერთგულესო!.. 27 იანვარი ხომ შენი დაბადების დღეა. რომელსაც მუდამ ერთად ავღნიშნავდით. ეხლა კი შენი დაბადების დღე განუყოფელი ნაწილია ჩემი, რომელსაც მე სამწუხაროდ უშენოდ, მხოლოდ შენს ფოტოებთან ერთად ავღნიშნავ სრულიად მარტო, შენს საყვარელ გვირილებთან ერთად. მე შენ და ყვავილები!.. არა და ადრე ხომ ყველაფერი სხვანაირად იყო?

სულს უშენობით დაღლილს დაქანცულს, გულის კარებთან დაუკვნესია ..

განა შემიძლია შენი ასეთი დიდი ადამიანობის დავიწყება? ეს ფოტო სწორედ მაშინა გადაღებული როცა მე სიკვდილს ვებრძოდი და შენ კი ჩემთვის მხურვალედ ლოცულობდი.

image


მინდა უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა გამოვთქვა შენს მიმართ, როგორც ღირსეული და საამაყო საქართველოს ლეგენდარული შვილი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, იუმორისტი, არა ერთ გზის სხვა და სხვა წოდებების ლაურეატი იუმორის ჟანრში. შენ იყავი ქართული საზოგადოების ნამდვილი ღირსების ორდენოსნი ‘’სიცილისა და ღიმისლის დედოფლად’’ წოდებული ქალბატონი მზია კვირიკაშვილი. მახსოვს როცა გაგიცანი გაცელებით პატარა ვიყავი და ისიც კარგად მახსოვს როცა მეუბნებოდი ნუ მეძახი ქალბატონოსო. მინდა გითხრა რომ, ყოველი გავლილი დღე შემიძლია ისე გავიხსენო თითქოს ეს იყო გუშინ, არასოდეს დამავიწყდები. ჩემს ოჯახში მუდამ ანთია შენთვის ერთი სანთელი. მინდა დიდი პატივითა და ამავე დროს ღრმა მწუხარებით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრო შენ შვილს დიტო კაციაშვილს, შენს დას, ქაბატონ ვიოლეტა კვირიკაშვილს და აფსოლუტურად ყველა შენი ოჯახს წევრებს და რათქმაუნდა სრულიად საქართველოს. შენი სახით ჩვენ დიდი ადამიანი, ღირსეული ქალბატონი და საპატიო ლეგენდა დავკარგეთ. მინდა ამ წერილით საზოგადოებას კიდევ ერთხელ და მარად შევახსენო შენი უკვდავი იუმორი და პატივი მივაგო შენს წმიდა და სპეტაკ სულს. მახსოვს ხშირად ხუმრობდი, ჩემი დაბადების დღე კურიოზულია რადგან ამ დღეს ასევე ნინოობა და მე კი მზია შემარქვესო, ჩემო ძვირფასო!.. ჩვენ შენს მეგობრებს, შენს ერს და შენს ოჯახს მუდამ გვემახსოვრები, უკვდავი იქნება შენი სახელი და შენით ჩვენ მუდამ ვიამაყებთ. ო ღმერთო!.. რამდენი რამე დამრჩა შენგან გასახსენებელი. არშემიძლია არგავიხსენო ის ავბედითი დღე როცა მე მოულოდნელად გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოში გონდაკარგული წამიყვანეს, თურმე გეგონა მოვკვდი და იქვე რეანიმაციაში მწოლიარეს ჩემთან შემოსულხარ და მხურვალედ გიტირია, მერე კი იმ დღეს ჩემი ტანსაცმელიც კი წაგიღია სამების საკათედრო ტაძარში და მამაოსთვის გითქვამს ”გთხოვ გადამირჩინე ამის პატრონი ამ წუთას რეანიმაციაშია და სიკვდილს ებრძვისო”.

არასოდეს დამავიწყდები, შენ მუდამ ჩემს გულში ხარ, იქ სადაც მუდამ მყავდი

image

როგორი საოცარი მეგობრობა შეგეძლო მზია, დიდთან დიდი იყავი, პატარასთან პატარა, რომელი ერთი გავიხსენო, სწორედ ამიტომაც მტკივა გული. ვინც საუკეთესო მეგობარი იყო ზუსტად ის წამართვა უფალმა. რამდენი დღე და ღამე გვიხარხარია, ბევრჯერ სიხარულთან ერთად ტკივილიც გვქონია, შენი ცრემლები სამწუხაროდ მხოლოდ მე მინახავს, დიახ გითქვამს კიდევაც ”რაოდენ საინტერესოა იკა ეს ცხოვრება არა? ხალხს რომელსაც მთელი სულით და გულით ცრემლებამდე ვაცინებ და მუდამ იუმორი მაკერია პირზე ამ დროს კი ნეტავ იცოდნენ მათ თუ რამხელა სევდას დაატარებს ჩემი გულიო”, ჩემო ერთგულო!.. არასოდეს შევეგუები იმ აზრს რომ შენ აღარ ხარ, შენ არ მომკვდარხარ, გარდაიცვალე!!!.. იცი ისიც კი მახსოვს მოსკოვში ყოფნისას პატარა ბავშვივით კოვზით, რომ მაჭმევდი საჭმელს და მეხუმრებოდი, იცოდე რომ დავმოხუცდები მერე უკან დამიბრუნებ ამაგსო. არა და მეკი როგორ მინდოდა მოვსწრებოდი იმ დღეს, როცა შენ ასაკში შესულს მართლა მოვიდოდი შენთან და ანალოგიურად გაჭმევდი საჭმელს.. ეჰ, რამდენი რამე მაქვს გასახსენებელი ჩვენი მეგობრობის 10 წლიანმა ისტორიამ ისე მალე ჩაიფრინა თითქოს დღეს იყო ყველაფერი. მახსენდება ერთად ყოფნა ისრაელში, თურქეთში, უკრაინში, რუსეთში, ბელორუსიში, საფრანგეთში, საბერძნეთში.. ყველგან კურიოზები და ხარხარი გვახლდა თან.. აბა განა შეიძლება ასეთი ურთიერთობის მერე არმტკიოდეს შენზე გული და სხვებივით მეც ვთქვა აფსუს გარდაიცვალა საწყალიო? მხოლოდ ამ სიტყვებით არ შემიძლია შენი გახსენება სამწუხაროდ. შენი ყველა ჩანაწერი, სუვენირი თუ დისკი რაც კი ჩვენს მეგობრობას მახსენებს და ის ურიცხვი ფოტო ვიდეოები, რომლებსაც ჩვენი ”წანწალის” დროს ვიღებდით ყველაფერი შენახული მაქვს, როგორც ძვირფასი ნივთი და ღირებული ამ ქვეყანაზე, იცი ამ წერილს როცა ვწერდი დიდხანს ვფიქრობდი, უფროსწორად ვფიქრობდი საჯაროდ გამომექვეყნებინა თუ არა, რადგან ხომ იცი საზოგადოება ჭრელია და ყველა ჩვენსავით ვერ გაიგებს, ხომ გაგიგია ”კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა ისევე როგორც მოსაუბრეო” მეშნია შენს სახელს უნებურად ჩრდილი არ მივაყენო, მაგრამ დიდია უფალი და მან, შენ და მე ხომ ვიცით, რომ მხოლოდ რწფელი გული და შენდამი დიდი მეგობრობის მონატრება მაკეთებინებს ამას და უბრალოდ მინდა საზოგადოებას გავაცნო ის ერთი და ლამაზი ისტორია რომელიც ჩვენს მეგობრობას ასე მტკიცეს და შეურყევს ხდიდა.

როს არ ვიქნები! მაშინ მიხვდები რად კივის გული, როს არ ვიქნები! პატივს მიაგებ დაკარგულ წამებს.როს არ ვიქნები! მაშინ მიხვდები რა არის სევდა და დაიტირებ სიყვარულით დანამულ თვალებს. როს არ ვიქნები! მაშინ შეგიპყრობს სიცოცხლის შიში. როს არ ვიქნები! მაშინ მიხვდები ტკივილის მიზეზს. როს არ ვიქნები! სევდით შეხედავ დაშვებულ ფარდას, თავს ჩაღუნავ და დაიტირებ დაფერფლილ მიზნებს, ჩემს სამარესთან გაირინდები, როს არ ვიქნები! როს არ ვიქნები!!! ავტ – მზია კვირიკაშვილი

ჩემს ოჯახშიც მუდამ ანთია შენთვის, ერთი მარადიული სანთელი

image

მახსოვს მეუბნებოდი ამ ფოტოებს როცა აღარ ვიქნები მერე გამოაქვეყნეო, მე კი ხშირად გსაყვედურობდი, შენ დიდხანს იქნები, წინ დიდი სიცოცხლე გაქვსთქო, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა და სწორედ ამიტომ დღეს გადავწყვიტე გამოვაქვეყნო ჩემი გულის ნადები და ყველა ის ფოტო-ვიდეო ექსკლუზივი რაც საზოგადოებას აქამდე არ უნახავს. ალბათ ესეც ერთგვარი შვება ჩემთვის, იცი როცა შენ გარდაიცვალე, როგორც წესი ყველა შენს ოჯახს უსამძიმრებდა, შეძლებისდაგვარად ყველა უთანაგრძობდა და ამშვიდებდა შენებს, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მე ალბათ ვერავინ მომისამძიმრებდა და მანუგეშებდა შენს წასვლას სწორედ იმიტომ, რომ ამის საშუალებას სტატუსი არ მაძლევდა, მე ხომ შენთვის უბრალოდ მეგობარი ვიყავი, მაგრამ სინამდვილეში კი ჩემს გულში ისევე იწვოდა ცეცხლი როგორც შენს შვილში, დაში და სხვა ოჯახის წევრის გულებში..

“ცხოვრება ტრაგედიაა, კომედიური წუთშესვენებით”, – უზომოდ მენატრები, გესმის? .. მენატრები მე შენ.

image

ვიცი გჯერა შენ ჩემი და ამას ალალად გეუბნები. მეტიც.. გამოდიოდნენ ტელევიზიით ისეთი ცნობილი სახეები რომლებზეც ჩვენ ხშირად გვისაუბრია და მწუხარებით გიხსენიებდნენ შენ, მე კი ამ დრო გულში მეღიმებოდა, რადგან შენ ხომ სწორედ მაგ ხალხზე ჭეშმარიტად ბევრი გაგინდვია ჩემთვის. ჩვენ ხომ საიდუმლო სკივრი ვიყავით ერთმანეთის და სწორედ რომ, ზედმიწევნით ყველა ვიცოდი ვინ რა დამსახურებული იმუნიტეტით სარგებლობდა შენს წინაშე.. იყვნენ ისეთებიც რომლებიც ზუსტად იმ ლექსებს კითხულობდნენ რომელიც სინამდვილეში შენ ბევრჯერ ჩემს თვალწინ ექსპრონტად ჩემთვის დაგიწერია და გიჩუქნია, ისინი კი უსირცხვილოდ გაიძახოდნე ქალბატონმა მზიამ დამიწერა და მაჩუქა სამახსოვროდო, არა და ყველა დედანი ხომ მე მაქვს დღემდე სათუთად შემონახული. გახსოვს მეუბნებოდი ”ეს ცხოვრება ჭაობია იკა, სადაც გამარჯვებისთვის კლავენ დამარცხებულსო”, სწორედ, რომ მათი გამოსვლისას ის გამარჯვება უფრო ჩანდა ზოგიერთებში, რადგან დღეს შენს მერე სცენაზე გამოსულებს აღარ გადაფარავს შენთვის საპატიოდ მოძვნილი საათნახევრიანი აბლოდისმენტები. თუნდაც ამის ნათელი მაგალითია ის რომ, როცა შენი გარდაცვალებიდან შემდეგი სეზონის იუმორინა გაიხსნა სამწუხაროდ ისიც არ ინებეს, რომ წუთიერი დუმილი მიეგოთ შენთვის.. არა და როგორ მახსოვს მოსკოვში ყოფნისას ბატონი ბაღაშვილის ზარი, გეხვეწებოდა დაბრუნდი, შენ რომ არ ხარ ხალხი არ დადის იუმორინაზე იმ დოზითო.

ეს იმ ურიცხვი ლექსებიდან ერთერთის დედანია, რომელიც დაბადების დღეზე პერსონალურად მე დამიწერე და მომიძღვენი. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი რამ. დღეს კი ზოგიერთი შენი კოლეგა უსირცხვილოდ გამოდის ტელევიზიით და სათავისოდ ისაკუთრებს, თითქოს შენ მათ დაუწერე პირველი.

image

ეჰ ჩემო საყვარელო მზია, სათქმელი და მოსაყოლი კიდევ ბევრი მაქვს შენთვის, მაგრამ ხომ გაგიგია თევზმა თქვა ”სათქმელი ბევრი მაქვს მაგრამ რომ გავაღო წყლით ამევსება პირიო”, ხო და მაგ თევზის არიყოს რა აზრი აქვს რამის თქმას? გამიგია ” ვინც ჩაფსმა იცის მან უკეთ შეშრობაც იცისო”. საქართველოში ჩასულს შენს საფლავზე ამოვედი, შენი საყვარელი გვირილები ამოგიტანე, მანდ კი დარაჯმა მითხრა აქ მხოლოდ ოჯახის წევრები და რიგითი საზოგადოება მინახავს ხშირად, რომლებსაც სასმელები და ყვავილები ამოაქვთ ქალბატონი მზიას საფლავზე და რატომღაც იშვიათად ვამჩნევ ვინმე ამოსულიყო მისი კოლეგაო.. ხედავ? აი ჯერ კიდევ როდის გეუბნებოდი ყველა ვინც გიცინის შენი მოყვარე არაათქო? თუმცა ეს შენ ჩემზე უკეთ იცოდი და ბევრი და ბევრი ძვირფასო!.. მოკლედ ეხლა დაგემშვიდობები თითქოს ასე მგონია მართლა ჩემს წინ ზიხარ უწინდელივით და გულმოდგინედ უსმენ ჩემს საუბარს, მოდი სიზმარში მაინც ხშირად მოდი ძვირფასო.. შენ ხომ მპირდებოდი მუდამ შენთან ვიქნები მეო? ხო და ეხლა შეასრულე შენი პირობა და სიზმარდ მაინც მოდი იმაზე მეტჯერ ვიდრე მოდიხარ ჩემთან, მე შენ გელოდები საყვარელო!.. ეხლა კი შენისნებართვით საზოგადოებას ვანახებ ყველა იმ ფოტო – ვიდეო ესქკლუზივებს რაც კი ჩვენ ერთად გადაგვიღია და ასევე შევეცდები გავიხსენო ის განვლილი ისტორია ფოტოებთან დაკავშირებით რაზედაც ჩვენ ბევრჯერ გვიხარხარია. აბა დროებით, ნათელი და სანთელი შენ იმ ქვეყნად, მსუბუქი იყოს შენთვის ქართული მიწა. დამილოცნია ის დღე როცა შენ გაჩნდი ამ ქვეყანაზე!.. მიყვარხარ და უსაშველოდ მენატრები ჩემო დიდო და ერთგულო ლეგენდარულო მეგობარო!. ღრმა პატივისცემითა და შენდამი სამუდამო სიყვარულის გრძნობით მოსიარულე – სიკვდილის ბოლომდე, შენი ერთგული მეგობარი, ვიცი ჩვენ ერთმანეთს იქაც შვეხვდებით!… ვიცი რომ შენ მე იქ მელოდები, ჩვენ იქაც სამაგალითო და ეტალონი მეგობრები ვიქნებით!.. მიყვარხარ!. შენი იკა.


image

0
236
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0