x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"უბრალოდ რუსების მონები ხართ და ვერ ბედავთ საკუთარი ღირსების დაცვას, მეტი რაღა დასტური გინდა, მამავო " - ილია ჭიღლაძე

image

"იმედის ფეკალიზაციაში ჩართვისას დეკ. ანდრია ჯაღმაიძეს განუცხადებია, რითი ამტკიცებენ რომ საქართველოს საპატრიარქოზე და ეკლესიაზე რუსეთის ეკლესიას და საპატრიარქოს დიდი გავლენა აქვსო. მოიწიე აქ მამა ანდრია, ეს ყველაფერი კარგად იცი, მაგრამ მაინც მისმინე და ხალხს ნუ აბრიყვებ, აი, რითი მტკიცდება:
image

1. თავად შენ და შენი უფროსი, შიო მუჯირი, ისევე როგორც ილია შიოლაშვილი, რუსეთიდან მოვლენილები და იქ გაწვრთნილები ხართ;
image
2. 2017 წელს თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოთრეულმა ილარიონ ალფეევმა ილია მეორეს განუცხადა, რომ აფხაზეთის საკითხზე ორმხრივი რუსულ-ქართული კომისიების ქართული მხარის ხელმძღვანელად მეუფე შიოს ვისურვებდითო, ამ დირექტივიდან ორ თვეც არ იყო გასული, მთლად მოსაყდრედ მოგვევლინა ეს არარაობა, რუსული ეკლესიის მმართველობის მიერ პროტექცირებული მუჯირი, რომელსაც არავითარი დამსახურება ქართული ეკლესიის და ქართველი ერის წინაშე არ აქვს, და ოცწლიანი ეპისკოპოსობის მანძილზე სენაკი-ჩხოროწყუს ეპარქიის მოსახლეობამაც კი ვერ გაიცნო, ხოლო ქართველი ერისთვის იყო სრულიად უცნობი და უფერული პიროვნება;
image
3. საქართველოს საპატრიარქო ჩუმადაა და არ რეაგირებს მოსკოვის საპატრიარქოს შეჭრაზე ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, ცხინვალის ეპარქიაში და სომხეთში, რომელიც კანონიკურად ეკუთვნის საქართველოს საპატრიარქოს, ამ ეპარქიებში მოსკოვის საპატრიარქო აშენებს ეკლესიებს, ძველი ქართული ისტორიული ტაძრები, მათ შორის ილორი და დრანდა გაარუსეს, გადაღებეს და თქვენი რეაქცია ნულია! ათზე მეტი მღვდელი აკურთხა და დაადგინა რუსულმა ეკლესიამ აფხაზეთში და თქვენ ჩუმად ხართ ამაზე! გუნდიაევმა ცხინვალზეც გაავრცელა საეკლესიო იურისდიქცია და დაადგინა მღვდელი. აგზავნის მისალოცებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტების სახელზე მათი “დამოუკიდებლობის” დღეების და ინაუგურაციების აღსანიშნავად. თქვენ ვერ ბედავთ შენიშვნის და პროტესტის მიცემას! ხოლო ნორმალური ეკლესია ამის გამო ევქარისტიულ კავშირს გაწყვეტდა რუსულ ეკლესიასთან, თქვენ კი მონურად იტანთ და დუმილით ხელს უწყობთ ოკუპანტ კირილ გუნდიაევს და ქება-დიდების დითირამბებსაც საკმაოდ უმღერით!
image
4. კრეტის მსოფლიო მართლმადიდებლურ კრებაზე მოსკოვის საპატრიარქო არ წავიდა და თქვენც ამიტომ აღარ წახვედით, თუმცა მანამდე მიდიოდით და ხელიც მოაწერა შიოლაშვილმა კრების დოკუმენტებს, რადგან გუნდიაევმაც იგივე ქნა; ამით მახვილი ჩაარტყით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პირველობას და უპირატესობას მოსკოვის დავალებით, რომელსაც თავად სურს პირველობა და უფროსობა მართლმადიდებლობაში;
image
5. ქართული ტაძრები გადავსებულია რუსი წმინდანების (საროველი, მატრონა, ქსენია, რადონეჟელი და ა.შ) ხატებით, სამაგიეროდ ვერ ნახავ გრიგოლ ხანცთელის, ექვთიმე და გიორგი ათონელების, გობრონის, შუშანიკის, ქეთევანის და ა.შ. ხატებს. რუსულმა იდეოლოგიზირებულმა საეკლესიო ლიტერატურამ წალეკა ქართული ეკლესია და მრევლი. ამის აპოთეოზი იყო მატრონა-სტალინ-ინაშვილის უზარმაზარი ხატის სამებაში წამოჭიმვა პუტინის აგენტურის (ინაშვილ-თარხანა) მიერ.
image
6. ქართული ეკლესია ვერ და არ განიწმინდა რუსული ლიტურგიკული სიმახინჯეებისგან (მაგ. ცისკრის ლოცვის საღამოს ჩატარება მწუხრთან, დიმიტრი დონელის შაბათის აღნიშვნა, ლიტურგიის ეპიკლიზაში სულთმოფენობის ტროპრის ჩამატება და ა.შ.), რითაც ქართული ღვთისმსახურება დაშორდა ორგინალს და პირველწყაროს (ანუ ბერძნულს და ძველქართულს) და რუსული დამახინჯების ასლი გახდა;
image
7. მსოფლიო პატრიარქი დროებით საქართველოს პატრიარქს იხსენიებს მე-9 ადგილზე, თქვენ კი მისგან მოითხოვთ მე-6 ადგილს, მოსკოვის პატრიარქის შემდგომ. რატომ?! რა პრინციპით აკუთვნებს საქართველოს საპატრიარქო მოსკოვის პატრიარქს მე-5 ადგილს, ხოლო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მე-6 ადგილს? რატომ არ მოითხოვთ მე-5 ადგილს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის პატრიარქების შემდგომს? რატომაა საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოსკოვის პატრიარქი უპირატესი პატივის მქონედ აღიარებული, ვიდრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი? რუსული ეკლესიის ავტოკეფალია და პატრიარქის ტიტული უფრო ძველია, ვიდრე საქართველოსი?! არა, უბრალოდ რუსების მონები ხართ და ვერ ბედავთ საკუთარი ღირსების დაცვას მათგან.
მეტი რაღა დასტური გინდა, არ კმარა მამავო Andria Jagmaidze?"-წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
0
352
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0