x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ნოდარი განიცდიდა, თუმცა ხელმოწერას არ ნანობდა"-რის გამო ჩაირბინა შავმა კატამ ედუარდ შევარდნაძეს და ნოდარ დუმბაძეს შორის
image

25 იანვარს (1928) წელს დაიბადა საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ამავე 1928 წელს დაიბადა მწერალი ნოდარ დუმბაძე, ისინი გარდა იმისა, რომ თანატოლები იყვნენ და ორივე ერთი კუთხიდან -გურიიდან იყვნენ, ისინი მეგობრობდნენ კიდეც, თუმცა ნოდარის სიკვდილის წინ მათ შორის შავმა კატამ ჩაირბინა, თუ რა იყო ამის მიზეზი, ეკა სალაღაიას მონათხრობიდან გაიგებთ.



ერთ-ერთ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძე წერს: მეგობრების ძალიან ვიწრო წრე მყავს და მათ შორის ერთ-ერთი, ნოდარ დუმბაძეაო. სხვათა შორის, შევარდნაძესთან მეგობრობის გამო, ქართველი ინტელიგენციის შევარდნაძისადმი უარყოფითად განწყობილი ნაწილი ნოდარს კიცხავდა. ამ ორ ადამიანს გურული იუმორი აკავშირებდა. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ შევარდნაძემ იგი სიკვდილს გადაარჩინა. კერძოდ, მეორე ინფარქტის დროს, რომელიც მას გულრიფშში დაემართა და სოხუმის საავადმყოფოში იწვა, კრემლიდან ჩამოუყვანა ექიმთა ჯგუფი, რომლებმაც ნოდარი გადაარჩინეს. ასე უმეგობრა მან.

დედა ენის ძეგლის დადგმა ნოდარის რჩევით მოხდა. ედუარდ შევარდნაძის ცეკას მდივნობის პერიოდში, ასეთი მაგალითი არაერთია. თუმცა, ბოლოს მათ შორის გათიშვა მოხდა.




ახალგაზრდების მიერ 1983 წელს თვითმფრინავის გატაცებასთან დაკავშირებით. როდესაც დაისვა ამ ბიჭების შეწყალების საკითხი, მაშინ ქართული ინტელიგენცია ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი ამართლებდა, მეორე და დიდი ნაწილი შევარდნაძეს ადანაშაულებდა და მოითხოვდა, რომ ამ ბიჭებისთვის დახვრეტის მუხლი მოეხსნათ.

image

შედგა მხარდამჭერთა სია. ეს სია უკვე სასიკვდილო სარეცელზე მყოფ ნოდარსაც მიუტანეს. ამ დროს ლეჩკომბინატში ნოდართან ერთად შევარდნაძის ძმაც იწვა სამკურნალოდ. როდესაც ედუარდი ძმის მოსანახულებლად დადიოდა, ნოდართანაც შეივლიდა ხოლმე. მაგრამ, როცა ნოდარმა აღნიშნულ სიას თავისი ხელისმოწერა შემატა, ედუარდს ის აღარ მოუნახულებია. ამას ნოდარი განიცდიდა, თუმცა ხელმოწერას არ ნანობდა. რა თქმა უნდა, ის უკვე განწირული იყო სასიკვდილოდ, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ამ ამბავმა დააჩქარა ნოდარის აღსასრული.

ნოდარის დამ, ლეილამ, რომელიც კარდიოლოგია, მიამბო: სიკვდილის წინ ნოდარს წაუმღერია „ხომ დაგამარცხე, სიკვდილო…” საქმე ისაა, რომ როდესაც ამ სიტყვებს მღეროდა, მონიტორზე მისი გული უკვე გაჩერებული იყო.”)

2
460
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
460
  
28 იანვარი, 10:48
შევარდნაძე დაიბადა 1925-ში და რომ არ წასულიყო ომში ამიტომ შეუცვალეს დაბადების თარიღი,1967-ში რომ ვერ ჩავაბარე უმაღლესში დავიწყე მუშაობა ავტო-ფარეხში ძველ ავტოსადგურის გვერდით სადაც ჩვენთან მოყვანეს მთავრობის მანქანა 25-25 ნომრით რომელიც ეკუთვნოდა შევარდნაძეს,,1970-ში ჩაუშვა მჟავანაძე მოსკოვში და დანიშნეს საქართველოს"უფროსად",1978-ში მოუწყო პატარიძეს აცტო-ავარია კახეთის გზატკეცილზე და მოკლა,ხოლო 1984-ში ისეთივე ავარია მოუწყო დიღომი-საბურთალოს ამოსასვლელთან მეორე პატარიძეს საგზაოს მინისტრის მოადგილეს,ჩემს მეგობარს რომ ვმუშაობდით მანამდე მარნეულში,რომ ვთხოვე პატარიძეს გავეშვი მთაში საგზაოში სამუშაოდ ცხვრების და საქონლების სატარებელ გზების სამუშაოზე,გაარკვია რომ იქ არაფერი კეთდებოდა და შევარდნაძე იღებდა 95-ათას მანეთს წელიწადში,ამიტომ მოკლა ეს ადამიანი,ხოლო თვითმფრინავის"გამტაცებლები" შეეძლე გაეშვა და არ მოეწყო მათი დახვრეტვა,თანაც დახვრიტა უდანაშაულო მამაო,1987-ში ხელი მოეწერა ს.ს.რ.კ.-ს დაშლას მალტაზე გემზე რეიგანს+გარბაჩოვს შორის სადაც ესწრებოდა შევარდნაძეც,ხოლო 1993-ტი წლის აფხაზეთის ომში რომ ვაპირებდი წასვლა ჩემმა სიძემ შინაგან საქმეთთა მინისტრის მოადგილემ გივი კვანტალიანმა გამაფრთხილა რომ ეს ომი იყო შეთანხმებული რუსეთს+ამერიკას+შევარდნაძეს შორის,ხოლო 1995-ში შემოიყვანა სოროსი და გაახსნევინა იეღოველთა სექტა,მტერი მართლმადიდებლობის და ბევრი ქართველები გახდნენ იეღოველთა სექტის წევრები,და დღესაც ნიუ-იორკში 86 ავენიუზე და 11 სტრიტის გადაკვეთაზე იეღოველთა სექტანტთა"სალოცავში" დადიან ქართველებიც ხოლო ქართველი ქალები არიგებენ სექტანტთა სარეკლამო ბარათებს,ასე რომ შევარდნაძე იყო სატანა=666 და ჯოჯოხეთშია მისი სული.
25 იანვარი, 22:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 2