x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რას უმალავენ ქალები კაცებს?!
სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.


საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება.



image





მამაკაცისთვის, ქალზე წვდომის კონცეფცია საკმაოდ სუბიექტურია. ქალს მარტივად შეუძლია ტანზე მომდგარი მომხიბვლელი კაბით მივიდეს ოფისში სამუშაოდ და წამიერად მოინადიროს ბევრი თანამშრომელი მამრის გული და გახდეს ადვილად მისაწვდომი; ასევე, შეიძლება იყოს ქალის კატეგორია, მივიდეს ოფისში სამუშაოდ და გახდეს იქ მყოფი ყველა მამრისთვის მეგობრული და მხიარული თანამშრომელი.



რას უმალავენ ქალები კაცებს?!




ბრიტანელმა სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ ყველა ქალს აქვს მინიმუმ სამი საიდუმლო თავისი პარტნიორისგან. ამის შესახებ იუწყება The Sun.


კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა ნახევარი საიდუმლოდ ინახავს სილამაზის ყველა პროცედურას, რათა შექმნას სხვებისთვის მათი სხეულის „ბუნებრივი სილამაზის“ ილუზია. მაგალითად, ათი ქალიდან ერთმა აღიარა, რომ რეგულარულად იშორებს თმას სახესა და ფეხის თითებზე.


გამოკითხულთა 17 პროცენტი არასოდეს ეუბნება მამაკაცებს, რამდენს ხარჯავენ რეალურად ტანსაცმელში, 14 პროცენტი არ ამხელს რეალურ წონას და 13 პროცენტი არ აღიარებს, რამდენი ყოფილი ჰყავდა; 6 პროცენტს ფარულად არ მოსწონს დედამთილი, 4 პროცენტი კი ურთიერთობს ყოფილ მამაკაცებთან.


გამოკითხულთა სამი მეოთხედი თვლის, რომ ტყუილი მათ ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაში ეხმარება, დანარჩენს კი სძულს, როცა პარტნიორები საიდუმლოს ინახავენ ერთმანეთისგან.




0
51
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0