x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკაში მამაკაცმა საოლქო საბჭოს სხდომა სატანისადმი ლოცვით გახსნა
image

შეერთებულ შტატებში ერთმა კაცმა საოლქო საბჭოს სხდომა სატანისადმი მიმართვით დაიწყო.




აშშ-ში სატანისტმა საოლქო საბჭოს სხდომა ლოცვით გახსნა. ამის შესახებ Daily Mail წერს.


სამშაბათს, 16 იანვარს, ორგანიზაცია Reno Satanic-ის წევრი, ჯეისონ მილერი გამოცხადდა რაიონული საბჭოს სხდომაზე ვაშოს ოლქში, შტატ ნევადაში და სიტყვით გამოსვლის დროს დაიწყო ლოცვა, რომელიც დასრულდა სატანისადმი მიმართვით.



„ჩვენი გარდაუვალი თავისუფლებისთვის, აქ და ახლა არის ჩვენი სიხარულის დღე. აქ და ახლა არის ჩვენი შესაძლებლობა. მოდით გამოვიყენოთ ეს დიდებული დღე და იდუმალი ღამე ბუნების სამყაროს საოცრებების აღსანიშნავად, რადგან ჩვენ ყველანი ვართ მისი უსაზღვრო საიდუმლოებების ნაწილი. ვუთხრათ უძლეველი მზის სულს, რომელიც გვაძლევს სინათლეს და ცოდნას-დიდება, სატანას“-დაასრულა კაცმა ლოცვა.


ამის შემდეგ საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა კლარა ანდრიოლამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ბედის ირონიით, სწორედ 67 წლის ანდრიოლამ გამოიჩინა ინიციატივა, რომ საოლქო ადმინისტრაციის სხდომები ლოცვით გაეხსნათ.


როდესაც ჯეისონ მილერმა საუბარი დაასრულა, ოთახში დაბრუნდა და განაცხადა, რომ არანაირად არ უჭერდა მხარს მომხსენებელს. მან ასევე სთხოვა იურისტებს, გაერკვნენ, რამდენად კანონიერია ასეთი გამოსვლები სამთავრობო დაწესებულებებში.


ოლქის პროკურორის თანაშემწემ ნეიტ ედვარდსმა კომენტარი გააკეთა ანდრიოლას თხოვნაზე. მან აღნიშნა, რომ ეს ინციდენტი პირველი არ არის; მთელი ქვეყნის მასშტაბით, სატანისტების ჯგუფები სხდომის დაწყების წინ რეგისტრირდებიან.რათა ლოცვა წაიკითხონ.


„ქვეყნის პრეცედენტული სამართალი და ქვეყნის ფედერალური კანონი ისეთია, რომ (...) თუ რთავთ ნებას ლოცვით დაიწყონ გამოსვლა, ნებისმიერს უნდა მისცეთ უფლება დარეგისტრირდეს. ასე რომ, ეს ერთგვარი კომპრომისია“, - დასძინა ედვარდსმა.

1
79
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
79
  
25 იანვარი, 22:21
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1