x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით"-დავით ბერძენიშვილი
image

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტვ პირველის ეთერში საპატრიარქო და თავად პატრიარქი სტალინისტებად მოიხსენია.



"მარტო მატრონას ხატს და რუსულ პოსტსაბჭოთა ნარატივს კი არ იცავენ, ისინი სტალინს იცავენ და სტალინისტები არიან. სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით, ეს სიახლე ხომ არ არის? ივანიშვილი, რომელიც არ იყო მაინც და მაინც სტალინისტობაზე შემჩნეული, დასჭირდა, გაუჭირდა და ამიტომ ლაპარაკობენ აი ჩვენ ქართველობას ვიცავთო. ქართველობას იცავენ უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ. რუსეთთან ერთად არიან ეკლესიურადაც“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.



ადრე გამოვაქვეყნეთ საქართველოს კათალიკოს პატრიარქის 2013 წლის ინტერვიუს ფრაგმენტები, სადაც ის სტალინზე საუბრობს, მაშინ ილია მეორე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა რუსეთის პატრიარქსა და რუსეთის პრეზიდენტს.



“მან შესანიშნავად იცოდა ქართული ენა, ქართული სიმღერები, საგალობლები. როდესაც ის გარდაიცვალა, მე სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი. და ჩვენ ყველანი ვიდექით სააქტო დარბაზში და ვტიროდით, როდესაც მას ასაფლავებდნენ.



სტალინის პიროვნებაზე ჩვენ ბევრს გვიამბობდა ჩვენი რექტორი კონსტანტინ რუჟიცკი, რაც მას გაგებული ჰქონდა უწმინდესი პატრიარქი ალექსი პირველისგან. ალექსი I, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, განსაკუთრებული ადამიანი იყო, დიდ კულტურითა და სულიერებით. ის ძალიან აფასებდა და უყვარდა სტალინი.



ერთხელ, როდესაც სტალინმა ის მიიღო, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, მიმართა მათ: “რაში გჭირდებათ დახმარება?” და მათ უპასუხეს, რომ მადლობელი იყვნენ იმისთვის, რომ მან ნება დართო გაეხსნათ ტაძრები. მან კი უპასუხა: “არა, ეს საკმარისი არ არის. გახსენით სასულიერო სემინარიები და აკადემიები”. ეს თვითონ მან თქვა. ის ხომ თავად იყო სემინარიელი. მან იცოდა სასულიერო განათლების ფასი, სტალინი გამორჩეული პიროვნებაა. ასეთები იშვიათად იბადებიან. მან იცოდა რუსეთის მნიშვნელობა, გლობალური მნიშვნელობა."

3
120
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
120
  
22 იანვარი, 1:57
37-ში ესეთ ტიპებს ხვრიტავდნენ, სწორსაც შვებოდნენ.
22 იანვარი, 0:00
ამ ნაბოზარს ის გაუტყდა პიდარასტებით ბოლომდე, რომ ვერ შეავსო საპატრიარქო და სტალინისტები ჩაგრავენ ამათ მოდგმას ;)
21 იანვარი, 15:26
ბერძენიშვილო შენისთანა პიდარასტტებს ისევ სტალინისტები ჯობიან.
0 1 3