x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ის ვინც პატივს არ სცემს საკუთარი აკვნის ენას, ვერ იქნება სახელმწიფო ენის პატივისმცემელი და კარგი ქართველი
image
ვიცი არაპოპულარულ თემას ვეხები, მაგრამ მე მაწუხებს ჩემი ენის ბედი, ენისა რომელიც ქრება ეტაპობრივად.


სამწუხაროდ ბევრს ჰგონია საქართველოში, თუ მეგრულ-ლაზური, სვანური ან ბაცბური ენის სწავლება დაიწყება მათსავე რეგიონებში თუნდაც დაწყებით კლასებში ეს იქნება რუსული საქმის კეთება და ქვეყნის ღალატი.


დამისახელეთ ერთი მაგალითი, როცა სამეგრელომ, სვანეთმა ან თუშებმა სეპარატისტული მოძრაობა დაიწყეს და საქართველოსგან გამოყოფა მოითხოვეს.
ვერავინ ვერ დამისახელებს მსგავს ფაქტს, ორიოდე ყორღანაშვილი ყველა კუთხეს ჰყავდა, ჰყავს და მუდამ ეყოლება მანამ, სანამ საქართველო სამართლებრივად გამართული სახელმწიფო არ გახდება და რუსული ვექტორი დასჯადი არ გახდება.

დიახ, მე მეგრელი ვარ, მაგრამ მე სისხლით, სულით და გენეტიკით ვარ ქართველი, ვისთვისაც საქართველო და საქართველოს ერთიანობა იდეა-ფიქსია.


მე ვარ ადამიანი ვინც 2 წლის წინ მზად იყო ბაბუას დანატოვარი სროშა სიკვდილის ფასად შეეტანა სოხუმში და ბაბუასეულ სახლზე აღემართა.



სამწუხაროდ ბაბუას დანაბარები ამ ეტაპზე ვერ შევასრულე, მაგრამ აუცილებლად შევასრულებ და რუსულ-აფსუური ტყვიებით დაცხრილულ დროშას ჩიჩუების საგვარეულო სახლზე მაინც აღვმართავ.


რამ ან ვინ შემიშალა ხელი ამ საქმეში ბევრჯერ დამიწერია და თავს არ შეგაწყენთ.

მიკვირს იმ ქართველების, ვისაც მეგრულ-ლაზური, სვანური ან ბაცბური ენების სწავლება აღნიშნულ რეგიონებსი საფრთხის შემცველი ჰგონიათ.


ადამიანი, რომელიც საკუთარ ენას პატივს არ სცემს, არც მეგრელად ივარგებს და ქართველად ხომ მით უმეტეს ვერ შედგება.

აკაკი შანიძე, ივანე ჯავახიშვილი და სხვები და სხვები მუდამ საუბრობდნენ ჩემს მიერ დასახელებული ენების დაცვის აუცილებლობაზე.


მე სეპარატიზმს ვემიჯნები ისევე, როგორც ვემიჯნები ტერორიზმს.


ბელგიაში 3 ოფიციალური სახელმწიფო ენაა, რამდენიმე რეგიონალური ენა და ერთხელ არ დამდგარა რომელიმე რომელიმე რეგიონის ბელგიის სამეფოდან გამოსვლის მოთხოვნა.


არც საქართველოში იქნება საფრთხე ამ მხრივ, ამაში დარწმუნებული, რომ არ ვიყო არ ვისაუბრებდი ამ თემაზე.

პირიქით უნდა გვიხაროდეს, ამ პატარა ქვეყანას სახელმწიფო ქართული ენის გარდა რამდენიმე ენაც, რომ გვაქვს.


სვანურ და მეგრულ ენებში ბევტად უფრო დაცულია ქართული ტერმინოლოგია, ვიდრე ქართულ სახელმწიფო ენაში.


ქართული ენა გსაწმენდია სლენგებისაგან, მარტო სომხური "ტო" რად ღირს, რომლითაც აუცილებლად მოგმართავს თბილისელების დიდი ნაწილი.
მოდით, დავსხდეთ ქართველები, ვისაუბროთ, განვიხილოთ, გვაკრიტიკოთ გასაკრიტიკებელი, გავკიცხოთ გასაკიცხიც, მაგრამ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართველ ერს უფრო შეგვკრავს, უფრო დაგვაახლოვებს და უფრო შეგვაყვარებს ერთმანეთს.

მუსლიმ აჭარელს თურქს, რომ დაუძახებს ის ქართველი შემირცხვენია, ასევე შემირცხვენია ის ქართველი რომელიც თავის კუთხეზე დაწერს: "რაც ვართ ჩვენა ვართ".


ქართული ეთნოსების ერთობა ქმნის თანამედროვე საქართველოს და პატივი ვცეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ სახელმწიფო ენას, მაგრამ დავიცვათ გაქრობისაგან ის ენები, რომლებიც საქართველოს სიმდიდრეა და არანაირ საფუძველს არ იძლევა სეპარატისტული მოძრაობისათვის.

0
41
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
41