x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
იშვიათი ისტორიული ფოტოები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
image


ისტორიის სულისკვეთება ისე მძაფრად სხვაგან არსად იგრძნობა როგორც წარსულის ფოტოებზე. დღეს, საარქივო ფოტოსურათები ნებისმიერი მსურველისთვის მარტივად ხელმისაწვდომია, ასე რომ ისტორიისთვის სულ სხვა პრიზმიდან შეხედვა სირთულეს არავისთვის წარმოადგენს. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ წარსულის მოკლე ისტორიულ ექსკურსს და წარმოგიდგენთ მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ცნობილი პიროვნებების რარიტეტულ ფოტოებს, რომლებმაც ისტორიის განვითარებას სულ სხვა მიმდინარეობა მისცეს.


image


1. პაპი საკუთარ მკვლელთან საუბრისას. ტერორისტმა მეჰმედ ალი აგჯამ პაპი იოანე პავლე მეორის მოკვლა რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე სცადა, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი პაპი საბედნიეროდ გადარჩა, 1983 წლის ფოტო


image


2. 1937 წელს ვატიკანში ქალმსროლელთა ჯგუფი არსებობდა. ვატიკანში კადრების სიმცირე იყო, ამიტომ ქალები თავს ისე იცავდნენ როგორც შეეძლოთ.


image



3. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ბრიტანეთისა და გერმანიის ჯარები შობის დროს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ დროს ჯარისკაცები ნაძვის ხეს რთავდნენ, მღეროდნენ და მხიარულობდნენ.



imageimage

4. 1921 წელს მეცნიერები ოთახში მყოფ ბავშვებთან შევიდნენ, რომლებიც დიაბეტურ კომაში იმყოფებოდნენ. მშობლებს არ სჯეროდათ სასწაულის და შვილებს უკვე ემშვიდობებოდნენ. მეცნიერებმა პაციენტებს ინსულინი გაუკეთეს, სწორედ ამ დღეს ჩაატარეს მათ ექსპერიმენტი და ახალი წამალი დატესტეს. ბავშვები გონს რამდენიმე საათში მოვიდნენ.


image


5. ბელუგა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ვოლგაში დაიჭირეს. სამწუხაროდ, იქ ასეთი თევზი აღარ მოიპოვება.


image


6. ეს 23 წლის ფრანჩესკაა, პოლონელ-ებრაელი ბალერინა, რომელიც ცნობილი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში თავისი უცნაური ქცევით გახდა. გაზის კამერის კართან მდგომ გოგონას მარტო სიკვდილი არ სურდა და გადაწყვიტა თავისი უკანასკნელი ცეკვა ეცეკვა. ფოტო 1943 წელს იქნა გადაღებული.


image


7. იცანით? ეს მაიკლ ჯექსონია. პოპ - მუსიკის "მეფედ" აღიარებული მომღერალი თურმე ლეგენდარულ ჩარლი ჩაპლინს აღმერთებდა, ფოტო 1970 წლით თარიღდება.


imageimage


8. "ტყვია"- ბიუსტჰალტერი (Bullet Bra). გასული საუკუნის მოდას აყოლილი ქალბატონები შალის სვიტერების ქვეშ სწორედ ასეთ კონუსის ფორმის ქვედა საცვლებს ატარებდნენ, თუმცა აღნიშნული ტრენდი მოდიდან მალევე გაქრა.


image


9. "წითელი ჯვრის" მედდა სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცის ბოლო სიტყვებს იწერს, 1917 წელი.


imageimage


10. ლუდის ფრონტზე ჩატანა, ადამიანებს ომის დროსაც უყვარდათ მოლხენა და დროსტარება, 1944 წელი, ნორმანდია.









0
492
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
492