x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
როგორ ხდებოდა პირუტყვების მსგავსად მონების "მოშენება" ბრაზილიაში
image


350 წლის განმავლობაში მონობა იყო ბრაზილიის (მაშინ პორტუგალიის კოლონია) ეკონომიკის უმთავრესი საყრდენი, სწორედ ყველაზე მეტი შემოსავალი მონების გაყიდვიდან შემოდიოდა.


შეერთებულ შტატებში ნაყიდი აფრიკელი მონების დაახლოებით 40% ბრაზილიიდან ჩამოყავდათ. მაშინაც კი, როცა პორტუგალიამ ბრაზილიის დამოუკიდებლობა ცნო 1825 წელს, არავინ აპირებდა იქ მონობის გაუქმებას. და მიუხედავად იმისა, რომ 1850 წელს ბრაზილიის მთავრობამ საბოლოოდ გააუქმა ქვეყანაში მონებით ვაჭრობა, მოთხოვნა შავკანიან შრომაზე მაინც მაღალი რჩებოდა.

image


თუ მონა ქალებს არ შეეძინებოდათ საკმარისი შვილები, რომ შეეცვალათ ძველი, დაუძლურებული და მომაკვდავი მონები, ბრაზილიის ეკონომიკა დაინგრეოდა. ამიტომ, მონების პოპულაციისთვის, მონა აფრიკელებს გამრავლებას აიძულებდნენ.


მონების მოშენების ეს სისტემა ქარხანასავით მუშაობდა. დამონებულ აფრიკელებს უფრო მეტი შვილი უნდა შეძენოდათ, რომლებიც საბოლოოდ მონებად გაიზრდებოდნენ. ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური „შთამომავლობითი მონები“, რომლებსაც როგორც ეს მეცხოველეობაში ხდებოდა, პირუტყვის მსგავსად იყენებდნენ. ყველაზე ძლიერ, ჯანმრთელ და მაღალ მამაკაცებს უპირატესად ირჩევდნენ „მომშენებლებად“.


ერთ-ერთი ცნობილი "შთამომავლობითი მონა" იყო პატა სეკა;ორ მეტრზე მეტი სიმაღლის, მუსკულატურის და შესანიშნავი გენეტიკის წყალობით, მონების მფლობელმა, ხოაკიმ ხოსე დე ოლივეირამ გამოიყენა იგი ისეთივე ძლიერი და დიდი მონების"მოსაშენებლად".


მონა პატ სეკის ცხოვრება უჩვეულოდ კარგი იყო. ყოველ კვირას გულდასმით ამოწმებდნენ დაავადებებზე და იკვებებოდა ჯანსაღი საკვებით. განათლებაც კი მიიღო და თავის პატრონს საბუთების შედგენაშიც კი ეხმარებოდა.


თუმცა პერიოდულად პატა სეკას უწევდა შეხვედრები საგულდაგულოდ შერჩეულ და ჯანმრთელ შავკანიან მონებთან, რათა მათ მისგან შვილი გაეჩინათ. ქალების კონკრეტული რაოდენობა, რომლებთანაც პატა სეკეს უწევდა დაწოლა და ასეთი შეხვედრების სიხშირე ისტორიისთვის საიდუმლოებით არის მოცული.


თუმცა, ისტორიკოსების ვარაუდებითა და შეფასებით, ეს მონა გახდა 249 შვილის მამა, რომლებიც დაბადების შემდეგ ავტომატურად ითვლებოდნენ მონებად. და ეს რაოდენობა მხოლოდ რეგისტრირებული დოკუმენტების მიხედვით სახელდება . სინამდვილეში, მისგან ბევრად მეტი ბავშვი შეიძლება გაჩენილიყო.

image

ბავშვების უმეტესობა მათმა მფლობელმა, ხოაკიმ ხოსე დე ოლივეირამ გაყიდა, ხოლო ნაწილი, როდესაც ისინი წამოიზარდნენ, იძულებული იყვნენ ემუშავათ მის პლანტაციებში;


პეტ სეკის ოჯახის ახლობლების თქმით, მას რეალურად შეეძინა (მინიმუმ) 249 შვილი რამდენიმე ათეული მონისგან, რაც მას მე-20 საუკუნეში იქ მცხოვრები ქალაქ სან-კარლოსის მთელი შავი მოსახლეობის დაახლოებით 30%-ის უშუალო წინაპარად აქცევს.



პატა სეკა თავისუფალი ადამიანი გახდა მხოლოდ 1888 წელს, ბრაზილიაში მონობის გაუქმების შემდეგ. იმის გამო, რომ პატა სეკა კარგად ემსახურებოდა თავის ბატონს, მათ შორის, მისთვის შონების გამრავლებით, მას განსაკუთრებული პრივილეგიები მიენიჭა.


მონობის გაუქმების შემდეგ, პატა სეკას უფასო მიწის ნაკვეთი და სახლიც კი გადასცა მისმა მფლობელმა ხოაკიმ ხოსე დე ოლივეირამ, რომელიც იმ დროს უკვე იყო ბრაზილიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი.

image

პატა სეკამ შექმნა ოჯახი, მან თავისი ცხოვრება დაუკავშირა ქალს, სახელად პალმირას (ყოფილ მონას), რომელზეც მოგვიანებით დაქორწინდა კიდეც. მათ ცხრა შვილი შეეძინათ.

0
692
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
692
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0