x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მიწისქვეშა ქალაქის საიდუმლო
image


მიწისქვეშეთი — იდუმალებით მოცული და სახიფათო ობიექტია. მწერლებს და რეჟისორები, ამ თემისთვის, არაერთი ნამუშევარი მიუძღვნიათ... ხოლო, თავგადასავლების მოყვარულები, რამის პოვნის იმედით, ასეთ ადგილებით ყოველთვის ინტერესდებიან.


image


კვლევის თანამედროვე მეთოდების არსებობის მიუხედავად, თურქეთის სამხრეთში მდებარე, ქ. პინარას საიდუმლო ჯერ–ჯერობით ამოუხსნელია. ეს უძველესი ქალაქი, მიწისქვეშ, დაახლოებით, 80 მეტრის სიღრმეზეა იყო ჩამალული.


image


უცნაური ობიექტის აღმოჩენის შემდეგ, მის გათხრას 5 წელზე მეტი დასჭირდა... და ეს ტექნოლოგიების გამოყენებით. მაგრამ, რამდენი დრო დასჭირდა ქალაქის მშენებლობას, რომლის სიღრმე 18 იარუსია? — ძნელი წარმოსადგენია.

სამ ზედა სართულზე, განსხვავებული დანიშნულების და ფორმის ნაგებობებია განთავსებული. ამასთან, თითოეული შენობა, პირდაპირ ქანებშია გამოკვეთილი.


image


თავდაპირველად, არქეოლოგები ფიქრობდნენ, რომ ის — მიცვალებულთა ქალაქი იყო. ასეთი ნეკროპოლისები არსებობა, მაგ., ძველ ეგვიპტეში, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მაგრამ, უფრო დეტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ იქ არც მიცვალებულების და არც ცოცხალი ადამიანების არსებობის ნიშნები არ არის.



image


გარედან, ცივილიზაციის რაიმე ნიშნების პოვნის მცდელობები, ასევე უშედეგოდ დასრულდა. ირიბი ნიშნების მიხედვით, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ქალაქში, რაღაც ბუნებრივ კატაკლიზმებს უნდა ჰქონდა ადგილი. მაგ., აფეთქებას. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ეპიდემიის ან ომის შედეგად, ადამიანის ყოფნის რაღაც კვალი მაინც დარჩებოდა...


image


პინარას შესახებ ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთ დროს, ის მდიდარი მიწისქვეშა ქალაქი იყო, მხოლოდ ერთ წყაროშია ნაპოვნი. მაგრამ, ეს ინფორმაციაც ფრაგმენტულია და მისი მიხედვით, ასეთი მასშტაბური ობიექტის შექმნის მიზეზების გაგება შეუძლებელია.

ასე, რომ, პინარა, ჯერ კვლავ, ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ, არქიტექტურულ და ისტორიულ ძეგლად რჩება.


P. S. ამ ქალაქის გარდა, თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვა მიწისქვეშა ქალაქიც, რომელიც კაპადოკიაში მდებარეობს. ეს 8 იარუსიანი ქალაქი დერინკუიუა (თურ. Derinkuyu — «ღრმა ჭა»).

დერინკუიუს განსაკუთრებულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ქანები, რომელშიც ნაკვეთი ქალაქი მდებარეობს, ძალიან რბილია. ამიტომ, მისი მშენებლობისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ცუდად მოქნეული ჩაქუჩის გამო, შეიძლება მთელი ქალაქი ჩაშლილიყო. როგორც ჩანს, მისმა მშენებლებმა კარგად იცოდნენ ქანების თვისებები და შესაბამისი იარაღებიც ჰქონდათ, რადგან დანგრეული სათავსო და ნაშალი მასალა, ჯერ-ჯერობით, აღმოჩენილი არ არის. გაგრძელება >>>


image


სხვა სიახლეები:


* სიცოცხლე დედამიწაზე ხელოვნურადაა შექმნილი – ახალი მტკიცებულება

* გოგონებმა სახის მხოლოდ ერთ მხარეს გაიკეთეს მაკიაჟი, რომ ეჩვენებინათ, თუ როგორ ცვლის ის გარეგნობას

* ამ ფოტოებზე რა ხდება? – სახალისო სურათები (IV ნაწილი)

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



1
402
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
402
  
2023, 19 დეკემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1