x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ინდიელების წინამორბედი ცივილიზაცია მექსიკაში

მექსიკის ტერიტორიაზე ინდიელებამდე, პროცივილიზაცია რომ არსებობდა, ამას მეგალითური ქალაქები და ათიათასობით არტეფაქტი ადასტურებს, რომლის ასაკი ჩვენს ერამდე 10 ათასი წელი და კიდევ უფრო ძველი პერიოდია. ტერმინით – «კოლუმბამდელი ამერიკა», კონტინენტებზე ინდიელების ცივილიზაციის არსებობას გულისხმობს. მაგრამ, მაგ., თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე, ინდიელები მხოლოდ 4-5 ათასი წლის წინ დასახლდნენ. ხოლო, იქ აღმოჩენილი არტეფაქტების ასაკი – 10-18 ათასი წელია...


image


გარდა ამისა, კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ცივილიზაციას, რომელიც იქ, ინდიელებამდე არსებობდა, დამწერლობა ჰქონდა. ამ, ჩვენთვის უცხო ცივილიზაციის კვლევა, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო.

1889 წ. შოტლანდიელი მინერალოგი უილიამ ნევენი, რომელიც მოყვარული არქეოლოგი იყო, მექსიკაში გაემგზავრა და გათხრები დამოუკიდებლად დაიწყო. მაგრამ, დიდი რაოდენობის აღმოჩენების გამო, ექსპედიციაში ადგილობრივებიც ჩართა და რამდენიმე თვით ჩასული მეცნიერი, მექსიკაში 32 წელი დარჩა. ამ ხნის მანძილზე, 7 – 9 მეტრის სიღრმეზე, მან 30 ათასამდე არტეფაქტი აღმოაჩინა, რომელიც უცნობ ცივილიზაციას ეკუთვნოდა.

1921 წელს უილიამ ნევენმა საზოგადოებას უნიკალური კოლექცია წარუდგინა, რომელთა შორის, 2, 5 ათასი, უცნობ ენაზე გაკეთებული წარწერებით, ანდეზიტის ფირფიტები იყო. თარგმნის ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა – ვერც ადგილობრივები, ვერც უძველესი ცივილიზაციების მკვლევარები, ვერც ენათმეცნიერები და ვერც ეთნოგრაფები, ამ მხრივ, ნევენს ვერ დაეხმარნენ.


image


სიცოცხლის ბოლოს, მშვიდი სიბერის სურვილით, უილიამ ნევენი ინგლისიდან აშშ–ში გადავიდა საცხოვრებლად. ხოლო, საკუთარი კოლექციის გადატანა, რომელიც 30 ათასზე მეტი არტეფაქტისგან შედგებოდა, სატვირთო გემით გადაწყვიტა. ის პორტში მოლაპარაკების შემდეგ, ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ჩასვლიდან, 1 კვირის შემდეგ, ტვირთიც უნდა ჩაეტანათ, რომელსაც მეცნიერებისთვის წარმოუდგენელი ღირებულება ჰქონდა.

თუმცა, უცნაური დამთხვევების წყალობით, არტეფაქტები აშშ–ში არ ჩასულა. 2 კვირის შემდეგ კი, 86 წლის ასაკში, ნევენიც გარდაიცვალა. ბევრი მეცნიერი ჯერ კიდევ ცდილობს, ნევენის ფირფიტების, თუნდაც რამდენიმე ნიმუშის პოვნას, რომ უძველესი ცივილიზაციის შესახებ რამე გაიგოს. მაგრამ, უშედეგოდ... მთელი კოლექცია, გამონაკლისის გარეშე, დაიკარგა, ან განადგურდა, როდესაც არქეოლოგს აღარაფრის გაკეთება არ შეეძლო და ღრმად მოხუცებული იყო.


image

სხვა სიახლეები:


* იყო კი, გაგარინი კოსმოსში?

* ვანგამ უცხოპლანეტელებთან კონტაქტის თარიღი დაასახელა

* ილონ მასკმა ეგვიპტის პირამიდების საიდუმლო გაამხილა

* ინგლისური სახალისო ისტორიები



1
222
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
222
  
25 იანვარი, 22:04
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1