x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ძაღლი, რომ ადამიანის მეგობარია ჩემი მოგონილი არაა, მაგრამ მოდას აყოლილები, რომ ვერ უვლიან და ქუჩაში აგდებენ ესაა უნამუსობა
image
ადამიანმა ძაღლი უხსოვარი დროიდან მოიშინაურა და სახლის ერთგულ დარაჯადაც იქცა მანამდე ველურ ბუნებაში მყოფი ძაღლი.


დრო გავიდა და ახალი მოთხოვნები გაჩნდა ძაღლების მიმართ, სელექციის გზით გამოიყვანეს ძაღლის მებრძოლი ჯიშები, რომლებიც ტკივილს ადვილად იტანენ, თან მეტოქესთან ბრძოლისას საოცრად ამტანები არიან. მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა და მეც არ დავწერ.


რაოდენ გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს, ქართული ნაგაზი კავკასიურ ნაგაზად დაარეგისტრირეს რუსებმა და ქართულ ნაგაზს მხოლოდ საქართველოში თუ ეძახიან ქართულს.


თავის დროზე, რომ გვეყოჩაღა რუსები ვერ მიისაკუთრებდნენ ქართულ ნაგაზს.
მე, როგორც ერთმა ცნობილმა მკვლევარმა მითხრა შესაძლებელია ძაღლის გენეტიკური ანალიზით დადგინდეს მისი გავრცელების არეალი და არის შანსი ქართულ ნაგაზს ქართული სახელი დაუბრუნდეს.

არ ვისაუბრემ ამ თემაზე, საუბარი მინდა მაწანწალა და მიუსაფარ ძაღლებზე, რომელთა გარკვეული ნაწილი ცნობილი ჯიშისაა, მაგრამ პატრონმა ვერ მოუარა, ვერ მიხედა და ქუჩაში გააგდო.



ზუგდიდის მაგალითზე გეტყვით: ქალაქი სავსეა მაწანწალა ძაღლებით, მათი კონცენტრაცია განსაკუთრებით ცენტრალურ ბაზართან და ქალაქის ცენტრალურ კლინიკასთან შეინიშნება. ნაწილი კონტაქტურია, მოფერებაც შეიძლება და საკვების მიწოდებაც, ნაწილი კი საშინლად აგრესიულია, განსაკუთრებით მებრზოლი ჯიშის ძაღლები, რომლებიც გამვლელებს საფრთხეს უქმნიან. განსაკუთრებული აგრესიით კი რატომღაც ველოსიპედისტების და ბაიკერების მიმართ გამოირჩევიან. დიდი ნაწილი სტერილურია, მაგრამ გარკვეულ ნაწილს არც სათანადო ნიშანი უკეთია ყურზე იმის დასტურად, რომ ის სტერილურია და ცოფის საწინააღმდეგოდაც აცრილია.

განსაკუთრებით ახალგაზრდებში იქცა ერთგვარ მოდად ძაღლის ყოლა და გასეირნება, ალიკაპის და საყელურზე გამობმული სპეციალური საბელის გარეშე, რაც კანონდარღვევაა.


საქართველოში განსაკუთრებით მოდურ ტრენდად იქცა ჰასკის ყოლა და ეს მაშინ როცა ეს ჯიში არაა სუპტროპიკულ ზონაში ცხოვრებას მიჩვეული და ვერც მიეჩვევა, რადგან ვერ იტანს სითბოს.


პრობლემების თავიდან ასარიდებლად კი ძაღლს ქუჩაში აგდებს. უპატრონოდ მიგდებული ძაღლი იძულებულია ან ვინმეს შინაური ფრინველი მოპაროს ან ნაგავსაყრელზე ნაგავში იპოვოს საკვები, ჯანში კი ის ხდება აგრესიული.

გთავაზობთ ახალგაზრდა გოგოების კოლაჟს, ეგზოტიკური და მებრძოლი ძაღლებით, იმედია ეს ძაღლები ქუჩაში არასდროს აღმოჩნდებიან, როგორც მიუსაფარნი.

image
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

მოდით პოზიტიურ განწყობაზე დავასრულოთ სტატია.



+14













0
151
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
151