x
image
Yoona
ნარინჯისფერი განწყობა: გოგრის კერძების 4 რეცეპტი
როცა სული რაღაც უცხოს გთხოვთ, მაგრამ სახლში არ გაქვთ არც პაპაია, არც არტიშოკი, მთელ ამ ეგზოტიკას შეეშვით და გაიხსენეთ ჩვენთვის ნაცნობი გოგრა. სტუმრები დიდხანს თავს იმტვრევენ იმის ფიქრში, რომელი უცხო ხილისგან მოამზადეთ დახვეწილი კერძები.



დესერტი ნიგვზით

image

დაგჭირდებათ: 2 ჭიქა გახეხილი გოგრა, 2 ჭიქა ნაღები, 2 ს/კ თაფლი, 2 ს/კ შაქარი, 2 ს/კ სიმინდის სახამებელი, 1 ჭიქა წყალი, 3 ს/კ გახეხილი ნიგოზი.



ვიწყებთ მომზადებას:


1. გოგრას წყალი დაასხით, დაბალ ცეცხლზე დადეთ, თავსახური დაახურეთ და პიურეს მიღებამდე ხარშეთ.


2. გოგრა დააბლენდერეთ, შაქარი, თაფლი აურიეთ. დაუმატეთ შემთბარი ნაღები და ისევ დაბალ ცეცხლზე დადეთ.


3. სახამებელი დარჩენილ წყალში გააზავეთ და წვრილ–წვრილად გოგრის პიურეს დაუმატეთ. სულ ურიეთ. როცა მასა გასქელდება, ცეცხლიდან გადადგით.


4. ჭიქებში გადაანაწილეთ და გაგრილებას დაელოდეთ. გახეხილი ნიგოზი მოაყარეთ.



გოგრის და ვაშლის პეროგი

image

დაგჭირდებათ: 0, 5 კგ გახეხილი გოგრა, 0, 5 კგ ვაშლი, 0, 5 კგ მზა ფენოვანი ცომი, 0, 5 ჭიქა შაქრის ფხვნილი, მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი, 0, 5 ჭიქა უკურკო ქიშმიში, შაქრის ფხვნილი მოსაყრელად, 1 კვერცხი.



ვიწყებთ მომზადებას:

1. ცომი გაალღვეთ, ძალიან თხლად არ გააბრტყელოთ, დაყავით დიდ და ოდნავ პატარა ნაწილებად.


2. ცომის დიდი ნაწილი საცხობ ფორმაში ჩააფინეთ. გვერდები გაუკეთეთ. ზედმეტი ცომი მოაჭერით.


3. გახეხილი გოგრა, პატარა ნაჭრებად დაჭრილი ვაშლი, ქიშმიში, მუსკატის კაკალი და შაქარი აურიეთ. ნარევი ფორმაში ცომს დაუმატეთ, დარჩენილი ცომი დააფარეთ. კიდეები კარგად შეკარით.


4. დარჩენილი ცომიდან ზოლები გააკეთეთ და პეროგი ზემოდან მორთეთ. კვერცხი ჩანგლით ათქვიფეთ და პეროგს წაუსვით.


5. ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ და პეროგი 50–60 წუთი აცხვეთ. მზა პეროგს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.



სუფლე გამომცხვარი გოგრით

image

დაგჭირდებათ: 0, 5 კგ წვრილად დაჭრილი გოგრა, 3 ს/კ შაქარი, 1 ს/კ ვანილის შაქარი, მწიკვი დარიჩინი, მწიკვი მარილი, 3 კვერცხი, 1 ს/კ ფქვილი



ვიწყებთ მომზადებას:

1. გოგრა ღრმა საცხობ ფორმაში გადაიტანეთ, რამდენიმე კოვზი წყალი დაასხით და დარბილებამდე გამოაცხვეთ. დაჭყლიტეთ და დარიჩინი დაუმატეთ.


2. კვერცხის გულები, შაქარი, ვანილის შაქარი აურიეთ და თეთრი ქაფის მიღებამდე ათქვეფეთ. ფქვილი დაუმატეთ და ყველაფერი ერთად პიურეს.


3. კვერცხის ცილები და მარილი ათქვეფეთ. როცა ქაფი მყარი გახდება, გოგრას აურიეთ.


4. მასა ცხიმწასმულ ფორმებში ჩაასხით და 160 გრადუსზე 15 წუთი შეწითლებამდე აცხვეთ.



ორცხობილა გოგრის თესლით

image

დაგჭირდებათ: 1 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა გახეხილი გოგრა, 1 ჭიქა შვრიის ფანტელები, 1 ჭიქა გოგრის თესლი, 0, 5 ჭიქა ქიშმიში, 1 ჭიქა შაქარი, 1 შეკვრა კარაქი, 1 ჩ/კ მარილი, 1 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი, 1 კვერცხი.



ვიწყებთ მომზადებას:

1. ფქვილი გაცერით, ცომის გამაფხვიერებელი აურიეთ. გარეცხილი ქიშმიში, გახეხილი გოგრა და გოგრის თესლი დაუმატეთ და აურიეთ.


2. რბილი კარაქი, შაქარი, მარილი და ვანილი აურიეთ. ერთგვაროვან მასას კვერცხი დაუმატეთ და ათქვეფეთ.


3. ფქვილის ნარევი და კარაქი აურიეთ და ცომი მოზილეთ.


4. ორცხობილებს ფორმა ხელით მიეცით და სილიკონის ხალიჩაზე ან ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. 160 გრადუსზე 30 წუთი აცხვეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. საცივი, სოუსი, მურაბა და კიდევ 4 საინტერესო კერძი, რომელიც ხურმით შეგიძლიათ მოამზადოთ

2. ვაშლის ღვეზელს კაკლის შიგთავსით 15 წუთში ვამზადებ

3. დახურული პიცის მომზადების ყველაზე სწრაფი რეცეპტი

4. სტუმრებისთვის გემრიელ შოკოლადის მუსს ავოკადოთი ხშირად ვამზადებ: რეცეპტი

5. ჩემი ბავშვები გოგრას ცუდად ჭამენ, მაგრამ გოგრის ოლადებზე გიჟდებიან

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
43
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
43