x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
ხეოფსი პირამიდა წარღვნამდე არსებობდა

ალბათ, ფოტოები გინახავთ, რომელზეც სფინქსი ყელამდე ქვიშაშია ჩაფლული... სწორედ ასე გამოიყურებოდა ის, სულ რაღაც 100 წლის წინ. ხოლო შემდეგ, ძეგლი ამოთხარეს. თუმცა ეს, სფინქსისთვის, პირველი მსგავსი "პროცედურა" არ ყოფილა... ცნობილია, რომ ფარაონმა თუტმოს IV, რომელიც ძვ. წ. 1397-1388 წწ. მეფობდა, სიზმარი ნახა, რომელშიც სფინქსი მას ამოთხრას სთხოვდა, რაც მან გააკეთა კიდეც. მაგრამ, აი რა არის საინტერესო! სფინქსის ტანზე და მის სიახლოვეს, წყლის ეროზიის კვალია. ამასთან, ეს წყალი ძეგლს, წლების კი არა, საუკუნეების მანძილზე აზიანებდა.


image

imageწყლის ეროზია სფინქსზე


სფინქსის ასეთი მასშტაბური ეროზია იმაზე მეტყველებს, რომ ეგვიპტეში, ისევე როგორც მთელს ჩრდ. აფრიკაში, ადრე სულ სხვაგვარი კლიმატი იყო, კოკისპირული–მუსონური წვიმებით და უხვი ნალექით. მაგრამ, ასეთი რამ, როგორ უნდა მომხდარიყო, იმის გათვალისწინებით, რომ საჰარაში, 5500 წელზე მეტია, მშრალი, უნალექო ჰავაა?

დღეს უკვე აღარავინ კამათობს, რომ იქ, ცხელი კლიმატის ჩამოყალიბებამდე, ნოტიო ჰავა იყო, მდინარეები მიედინებოდნენ, იყო ტბები და პალმები ხარობდა. ასეთ კლიმატურ პირობებში, ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც მრავალრიცხოვან დასახლებებს ქმნიდნენ და ძველი შენობების ნანგრევების ნახვა დღეს, უდაბნოს სკანირების შედეგად მიღებულ სურათებზე შეიძლება.

imageეგვიპტელები კი თვლიან, რომ მათი ქვეყნის პირველი მმართველები ღმერთები იყვნენ და მათი ისტორია, დაახლოებით, 40 წლის წინ იწყება. ხოლო ადამიანები, ეგვიპტეს უკანასკნელ 10 ათასი წლის მანძილზე მართავენ.

"ეგვიპტელებმა და მათმა ქურუმებმა, უძველესი პერიოდის ლეგენდები გამიზიარეს. მათ ამიხსნეს, რომ ქვეყნის პირველი მეფის დროიდან მოყოლებული, დღემდე, იქ 341 თაობა ცხოვრობდა და ამდენივე უმაღლესი ქურუმი და მეფე იყო. როგორც ქურუმები ამბობენ, 300 თაობა 10 000 წელს შეადგენს, ანუ, 100 წელში, 3 თაობას ითვლიან. თუ 300 კიდევ 41 თაობას დავუმატებთ, 1340 წელს მივიღებთ. გარდა ამისა, ქურუმების თქმით, უკანასკნელი 11 ათასი წლის მანძილზე, ეგვიპტეს მხოლოდ მოკვდავი მეფეები მართავენ". – წერს ისტორიის მამა ჰეროდოტე.
უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, ძალიან გამწვავდა დაპირისპირება მეცნიერ–ეგვიპტოლოგებს შორის. ზოგი თვლის, რომ პირამიდები მართლაც 4500 წლის წინ არის აშენებული, როგორც ეს ეგვიპტურ ქრონიკებშია დაფიქსირებული. სხვების მტკიცებით, პირამიდები, სულ მცირე, 11 ათასი წლისაა...

თუმცა, ისევ ეროზიას დავუბრუნდეთ. წყლის ეროზიის კვალი ძეგლებზე, შეიძლება, მხოლოდ ხშირი წვიმები შემთხვევაში დარჩენილიყო. მეცნიერები თვლიან, რომ ამ ადგილებში, ასეთი ნოტიო კლიმატი, მხოლოდ 10 ათასი წლის წინ თუ იქნებოდა. ხოლო, ასეთი შესამჩნევი კვალის დასატოვებლად, მინიმუმ 2 საუკუნე მაინც იყო საჭირო. მაგრამ, ასეთი კლიმატის არსებობა რეგიონში არავის ახსოვს...

imageგარდა ამისა, აუცილებელია გაზის პირამიდების კომპლექსის განხილვა ასტრონომიული და გეოგრაფიული თვალსაზრისით. პირამიდები მკაცრად არის ორიენტირებული ჰორიზონტის მხარეების მიმართულებებზე და მათი მდებარეობა ასევე, ორიონის* თანავარსკვლავედში, ვარსკვლავების განლაგების მსგავსია. ამიტომ, მეცნიერებმა, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, გადაწყვიტეს ენახათ, თუ როგორ გამოიყურებოდა ცის რუკა 4, 5 ათასი წლის წინ და აღმოჩნდა, რომ ძვ. წ. აღრ. დაახლოებით, 2500 წ. როდესაც აკადემიური მეცნიერების მტკიცებით, პირამიდები იყო აშენებული, თანავარსკვლავედი იმ ადგილზე არ იყო, სადაც მშენებლობის დროს უნდა ყოფილიყო. შემდეგ, მეცნიერებმა იმ პერიოდის დადგენა დაიწყეს, როდესაც ორიონის თანავარსკვლავედი საორენტირო ადგილზე უნდა ყოფილიყო და აღმოჩნდა, რომ ეს, ჩვენს ერამდე, 10500 წლის წინ იყო. სწორედ ამ პერიოდში, ემთხვეოდა პირამიდების მდებარეობა ორიონის სარტყელს. ხოლო სფინქსი, პირდაპირ ლომის თანავარსკვლავედს უყურებდა.

ამრიგად, გამოდის რომ, გიზის პირამიდები და სფინქსი წარღვნამდე არსებობდა, რომელიც, დაახლოებით, 10 000 წლის წინ მოხდა. ხოლო, ამ არტეფაქტების შემქმნელები, ეგვიპტელები კი არა, ამ ადგილზე, წარღვნამდე მცხოვრები, სხვა ხალხები იყვნენ... და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარღვნის შემდეგ, ასეთი პირამიდების აშენება, უკვე არავის შეეძლო.



* უძველესი ძეგლები, რომლებიც მთელს მსოფლიოში მდებარეობს, ორიონის თანავარსკვლავედის იდუმალ კვალს ატარებენ. რატომ იყო ვარსკვლავების კონკრეტული ეს განლაგება, უძველესი ადამიანისთვის ასე მნიშვნელოვანი? რატომ შექმნეს ძეგლები, რომლებიც ღამის ცის ამ მონაკვეთს ასე ძალიან ჰგავს?

ორიონის თანავარსკვლავედი – ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ცნობილი თანავარსკვლავედია ღამის ცაზე. მისი პოვნა, სპეციალური ასტრონომიული უნარების გარეშეც, ძალიან ადვილია. მაგრამ, მხოლოდ ეს არ იქნებოდა მიზეზი... გაგრძელება >>>


image

სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფაქტები, ადამიანის ყველაზე საოცარი მდგომარეობის – ძილის შესახებ

* ფოტოები წარსულიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კაცობრიობის ისტორია, გაუთავებელი აღმოჩენების სერიაა

* დიაგნოზის გაგების შემდეგ, ის ბიოლოგიურმა მშობლებმა მიატოვეს...

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
653
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
653
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0