x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
საინტერესო ფაქტები, ადამიანის ყველაზე საოცარი მდგომარეობის – ძილის შესახებ

ძილი – ჩვენი სხეულის საოცარი მდგომარეობაა, რომელთანაც როგორც უამრავი მითი, ისე მეცნიერული აღმოჩენაა, მთელი რიგი უჩვეულო ფაქტი და მოვლენაა დაკავშირებული.

აქ სწორედ, მეცნიერებისთვის ცნობილ, ყველაზე საინტერესო და უცნაურ ფაქტებს წარმოგიდგენთ:


image


1. ჩვენი ცხოვრების, დაახლოებით, 25 წელს ძილში ვატარებთ. ხოლო აქედან, სიზმრებში – 6 წელს.

2. ჯანმრთელ ადამიანის ძილი ციკლურია და მას ცირკადული ციკლი ეწოდება. ის, დღის საათების მიხედვით, ჩვენი შიდა საათის პარამეტრებით განსაზღვრება. სწორედ ამ ციკლურობის გამო, ძალიან მნიშვნელოვანი, ერთსა და იმავე დროს დაძინება.

3. სხვადასხვა ასაკში, ორგანიზმისთვის ძილზე მოთხოვნილება განსხვავებულია: პატარა ბავშვებს 10-11 საათი უნდა ეძინოთ, მოზარდებს – 9-10 სთ, ზრდასრულებს – 7-8 სთ, მოხუცებს კი – 6-7 საათი.

4. ზოგიერთ ისტორიულ პირს, დღეში მხოლოდ 3-4 სთ. ეძინა. მაგ., ედისონი, და ვინჩი, ფრანკლინი, ტესლა, ჩერჩილი – ყველა მათგანს ბევრად ნაკლები ეძინა, ვიდრე ორგანიზმის საჭიროებით არის განსაზღვრული და თავს სავსებით ჯანმრთელად გრძნობდნენ.

5. ადამიანს ძილის გარეშე, მხოლოდ რამდენიმე დღე შეუძლია. მაგრამ, მეცნიერებისთვის უნიკალური შემთხვევებიც არის ცნობილი. მაგ., ავსტრია–უნგრეთის არმიის ჯარისკაცი პაულერნ კ. თავის არეში დაიჭრა და ტვინის შუბლის წილის ნაწილი დაკარგა. შედეგად, პოლმა ძილი შეწყვიტა და ტკივილის შეგრძნებაც დაკარგა. უნგრელმა ექიმებმა ის არაერთხელ გამოიკვლიეს. მაგრამ, ამ მდგომარეობის მიზეზი ვერ დაადგინეს. პაულერნი, დაჭრიდან, 40 წლის შემდეგ გარდაიცვალა და ამ ხნის მანძილზე, ერთხელაც არ სძინებია.

6. ძილის ქრონიკული ნაკლებობა (დღე–ღამეში 6 სთ–ზე ნაკლები) სმენის და მხედველობის დაქვეითებას, შფოთვის მატებას, აკვიატებულ აზრებს, ნერვულ ტიკებს, კონცენტრაციის დაქვეითებას, აპათიას და ზოგად სისუსტეს, მეტაბოლურ დარღვევებს და წონის სწრაფ მატებას იწვევს. ხოლო, რამდენიმე დღის მანძილზე უძილობა, – იდენტურობის დაკარგვის, ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციების და პარანოიდულ სინდრომის მიზეზი ხდება. ყველაფერი კი, – სიკვდილით სრულდება.

7. სიზმარს ყველა ხედავს, მაგრამ მათ 90%, გაღვიძებიდან, ნახევარ საათში ვივიწყებთ.

ამ ბოლო დროს, მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ მხედველობის მქონე ადამიანების 12 % სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, განსხვავებული იყო სიტუაცია ფერადი ტელევიზორის გამოჩენამდე, ანუ ტელევიზორმა ჩვენი სიზმრები გააფერადა. 1960-1970 წლებამდე, ადამიანების უმრავლესობა, სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავდა.

8. მეცნიერები ჯერ კიდევ კამათობენ, თუ რა არის სიზმარი და საერთოდ, რისთვის არის ის საჭირო? დღეისთვის, ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთიანი, ჩამოყალიბებული ვერსია არ არსებობს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩატარებული უამრავი ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ სიზმრებს ცხოველებიც ხედავენ. ამაში რომ დავრწმუნდეთ, ენცეფალოგრამა და ტომოგრამა საჭირო არ არის – მძინარე ცხოველზე დაკვირვებაც საკმარისია.

9. მსოფლიოს, თითქმის ყველა ხალხს სჯერა, რომ სიზმრები შეიძლება წინასწარმეტყველური იყოს. აფრიკის ზოგიერთ ტრადიციულ კულტურაში, სიზმრები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები ქორწინების, სამართლის, ან თუნდაც, ომის შესახებ, მის საფუძველზე იღებენ.

10. დადგენილია, რომ სიზმრებზე გავლენას გარე ფაქტორები ახდენენ. მაგ., ოთახის მაღალი ტემპერატურა კოშმარებს იწვევს, რომელიც ვიწრო სივრცეებთან, ცეცხლთან და კვამლთანაა დაკავშირებული. ხოლო, ორპირი ნიავი – პირიქით, ყინულის და გაყინვის სიუჟეტებს აჩენს.

11. მრავალი სამეცნიერო აღმოჩენა, სწორედ ძილშია გაკეთებული. ეს იმით აიხსნება, რომ ძილის დროს, ჩვენი ტვინი, მასში უკვე შენახულ ინფორმაციას, სულ სხვაგვარად აფასებს. სიზმარში ხდება, დღის მანძილზე მიღებული, ყველა მონაცემის დამუშავება, დახარისხება და ანალიზი.

12. ძილის დროს, მეტაბოლიზმი აჩქარება ანაბოლიზმის მიმართულებით ხდება. ეს კი, ახალ უჯრედებს და ქსოვილებს წარმოქმნას, ანუ მთელი სხეული განახლდება ხდება.

13. არსებობს ძილის შემსწავლელი მეცნიერების დარგი, რომელსაც – სომნოლოგია ჰქვია და ის ნეირობიოლოგიისა და მედიცინის კვეთაზეა.

14. თბილ კლიმატის ბევრ ქვეყანაში, დღის ძილი, ანუ სიესტაა ტრადიციული. ბოლო კვლევების თანახმად, რეგულარული დღის ძილი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს.

15. 2008 წლიდან მოყოლებული, მარტის მეორე პარასკევს, ძილის მსოფლიო დღე აღინიშნება.


imageსხვა სიახლეები:


* ფოტოები წარსულიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კაცობრიობის ისტორია, გაუთავებელი აღმოჩენების სერიაა

* დიაგნოზის გაგების შემდეგ, ის ბიოლოგიურმა მშობლებმა მიატოვეს...

* ყალბი პარიზი და ფრანგი შეფ-მზარეული, რომელიც ქვეყნის პრემიერ–მინისტრი გახდა – წარმოუდგენელი ისტორიული ფაქტები

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
243
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0