x
მეტი
  • 22.10.2019
  • სტატია:95806
  • ვიდეო:343150
  • სურათი:457791
სიკვდილი პროცესია და ის უეცრად არ დგება – ბრიტანელი მეცნიერების აღმოჩენა

image


საუთჰემპტონის უნივერსიტეტის (University of Southampton) მეცნიერთა ჯგუფი, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანი ცნობიერებას ტვინის სიკვდილის შემდეგაც ინარჩუნებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება...

თუმცა, ამ აღმოჩენას სენსაციას ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან 20 წლის წინ უკვე არსებობდა ამერიკელი ექიმის რაიმონდ მოუდის (Raymond Moody) 2 წიგნი – «სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ» და «სიკვდილისწინა განცდები», რომლებშიც ადამიანების შეგრძნებები და განცდები არის გადმოცემული, სიკვდილის წინ და კლინიკური სიკვდილის მომენტში. ორივე წიგნი, თავის დროზე, ბესტსელერად იქცა.

ამ წიგნებში მოთხრობილია კონკრეტული ადამიანების შესახებ, რომლებიც რამდენიმე წუთის მანძილზე «საიქიოში იყვნენ», სადაც გარდაცვლილ ნათესავების სულებს შეხვდნენ, მიფრინავდნენ ბნელ გვირაბებში, რომლის ბოლოს კაშკაშა სინათლეები მოსჩანდა და ა. შ…image

image«ჩვენ გაგვაჩნია სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ კლინიკური სიკვდილის დროს, ადამიანის ცნობიერება ფუნქციონირებას აგრძელებს. რასაც ლოგიკურად იმ აზრამდე მივყავართ, რომ «ადამიანური სუბსტანციის» სიცოცხლის სხვა ფორმებიც არსებობს, რომლებიც მატერიალური სამყაროს მიღმაა და ჩვენ მისი დანახვა არ შეგვიძლია» – განაცხადა მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა პროფ. სემ პარნიამ (Sam Parnia).

სემ პარნაი ექიმი რეანიმატორია და არაერთხელ მოუბრუნებია ადამიანი იმ ქვეყნიდან. როგორც თავად ამბობს, რეანიმაციული მედიცინა გასული საუკუნის შუა წლებში გაჩნდა და თუ მაშინ, გაჩერებული გულის ასამუშავებლად და ადამიანის გადასარჩენად, ექიმის განკარგულებაში სულ რამდენიმე წუთი იყო, დღეს ეს დრო, კვლევების პროგრესის წყალობით, 30 წუთამდე და უფრო მეტად გაიზარდა. ახალი ტექნოლოგიები კი იმის საშუალებას იძლევა, რომ მომავალში, საზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, კიდევ უფრო გაიზარდოს.

გარდა ამისა, იმ ქვეყნიდან დაბრუნებული ადამიანების მიერ აღწერილი შეგრძნებები, ნამდვილი გამოწვევაა საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგებისთვის. კლინიკური სიკვდილის გადატანის შემდეგ, ადამიანები ამტკიცებენ, რომ ნახეს და მოისმინეს ისეთი რაღაცეები, რაც იმ მომენტში ხდებოდა, როდესაც მათი ტვინის ფუნქციონირება შეწყვეტილი იყო.

ეს წარმოუდგენელია, მაგრამ თუ მათი მოგონებები ზუსტია, ხოლო ტვინი, იმ მომენტში გათიშული იყო, მაშინ ამის ახსნა ნერვოლოგიური თვალსაზრისით შეუძლებელი ხდება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ცოდნის დღევანდელი დონით.

ადამიანის ცნობიერების AWARE შესწავლის ხელმძღვანელი ს. პარნია, პროექტის ფარგლებში, ჩრდ. ამერიკის და ევროპის 25 საავადმყოფოდან იღებს მონაცემებს, იმ მოგონებების შესახებ, რომლებსაც «სიკვდილგადატანილი» ადამიანები ყვებიან და ამ ფენომენს სამეცნიერო თვალსაზრისითი სწავლობს.

კვლევების საფუძველზე, მეცნიერმა წიგნი – «სიკვდილის წარხოცვა: მეცნიერება, რომელიც ხელახლა ხაზავს საზღვარს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის» («Erasing Death: The Science That Is Rewriting the Boundaries Between Life and Death») დაწერა.

ქვემოთ გთავაზობთ ინტერვიუს (ყველაზე საინტერესო შეკითხვების ამონარიდი) სემ პარნიასთან, რომელიც ჟურნალ «Wired»-მა ჩაწერა:

image

Wired: წიგნში თქვენ ამტკიცებთ, რომ სიკვდილი უცაბედად არ დგება და რომ ის პროცესს წარმოადგენს. პროცესში რას გულისხმობთ?

Sam Parnia: ჩვეულებრივ, სიკვდილს ასე აღწერენ: გული ფეთქვას წყვეტს, ხოლო ტვინი ითიშება. გულის გაჩერების მომენტი, ვიდრე გულის რეანიმაციის აპარატს (CPR) გამოიგონებდნენ, სიკვდილის დროდ ფიქსირდებოდა და ითვლებოდა, რომ სიკვდილი შეუქცევადი, ხოლო უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო. სინამდვილეში, ეს ასე არ არის!

როდესაც ადამიანი იღუპება, მისი უჯრედები მაშინვე არ კვდებიან. გადის კიდევ დროის გარკვეული პერიოდი, იმ მომენტამდე, ვიდრე ისინი ჟანგბადის უკმარისობის გამო, შეწყვეტენ სიცოცხლეს და ეს წამიერად არ ხდება. ადამიანს გულის გაჩერებიდან ფიზიკურ გარდაცვალებამდე, იმაზე მეტი დრო აქვს, ვიდრე აქამდე გვეგონა. ახლა უკვე ცნობილია, რომ როდესაც სხეული გვამად ითვლება და ექიმი ადამიანს მკვდრად აცხადებს, ბიოლოგიური და სამედიცინო თვალსაზრისით, არსებობს იმის ალბათობა, რომ მისი სიცოცხლისკენ მობრუნება ჯერ კიდევ შეიძლება.

რა თქმა უნდა, თუ გულის გაჩერების შემდეგ, საკმარისად დიდი დრო გავა, უჯრედები დაზიაებას დაიწყებენ და დადგება მომენტი, რომლის შემდეგ, ადამიანის მობრუნება უკვე შეუძლებელი იქნება. მაგრამ, ზუსტად არავინ იცის, ეს მომენტი როდის დგება. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული წუთი ან იქნებ 1 საათიც. ყველაფერი სიკვდილის გამომწვევ მიზეზეა დამოკიდებული. სიკვდილი — სინამდვილეში პროცესია, რომლის მართვა შესაძლებელია.

Wired: როგორ შეიძლება ადამიანის «გაცოცხლება»?

Sam Parnia: სიკვდილი, თავისი არსით, ინსულტის ანალოგიურია და როგორც უკვე აღვნიშნე, ის ერთგვარი პროცესია, რომლის დროსაც, ტვინს სისხლი აღარ მიეწოდება. უჯრედისთვის მნიშვნელობა არა აქვს, გულმა შეწყვიტა მუშაობა, თუ სისხლძარღვში თრომბი გაიჭედა.

ტვინის უჯრედი სიცოცხლისუნარიანობას 8 სთ-ს მანძილზე ინარჩუნებს, მას შემდეგ, რაც სისხლი წყვეტს მის ჟანგბადით და საკვებით მომარაგებას. თუ ექიმები შეძლებენ უჯრედებში მიმდინარე პროცესით მანიპულირებას და ტემპის შემცირებას, ჩვენ შევძლებდით სიკვდილის გამომწვევი პრობლემის აღმოფხვრას, გულის ხელახლა ამუშავებას და ადამიანის სიცოცხლისკენ მობრუნებას.

თუმცა, ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ იქნება. მაგ., იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვლება, მისი სიცოხხლისკენ მობრუნება შეიძლება. ხოლო, თუ სიკვდილის მიზეზი უკურნებელი სენია, მაგ., სიმსივნე – მაშინ, სიკვდილი შეუქცევადი იქნება.

Wired: ერთ-ერთი პირველი ჩანაწერი თქვენს წიგნში, რომელიც სიკვდილის შემდგომ განცდებს ეხება, აღწერს ჯო ტაირალოსის (Joe Tiralosi) მოგონებებს, რომლის რეანიმირება გულის გაჩერებიდან 40 წუთის შემდეგ მოხდა. შეგიძლიათ, დეტალურად მოგვიყვეთ ამ შემთხვევის შესახებ?

Sam Parnia: მისი მკურნალი ექიმი არ ვყოფილვარ, მაგრამ კარგად ვიცნობ ჯოს სამედიცინო ისტორიას. ის რეანიმაციის განყოფილებაში ინფარქტით შემოიყვანეს. ვიდრე გულის პრობლემას მოაგვარებდნებ, ტვინის უჯრედები გაცივეს, რომ არ დაზიანებულიყო. შემდეგ, გულში თრომბი იპოვნეს და სისხლძარღვი გაასუფთავეს. ამის შემდეგ კი, – გული აამუშავეს.

როდესაც პაციენტმა გაიღვიძა, ექთნებს უთხრა, რომ მან დიდი გამოცდილება მიიღო და ამის შესახებ საუბარი უნდოდა. ასე შევხვდით ერთმანეთს. მან მიამბო, რომ წარმოუდგენელ სიმშვიდეს გრძნობდა და სრულყოფილ არსებას ხედავდა, რომელიც სიყვარულს და თანადგომას ასხივებდა... მსგავსი რამ იშვიათობას არ წარმოადგენს.

ადამიანები, როგორც წესი, მათი კულტურული ფონის გათვალისწინებით, ინტერპრეტირებას უკეთებენ იმას, რასაც ხედავენ: ინდიელი ინდიელთა ღვთაებას აღწერს; ათეისტი არც ღვთაებას ხედავს და არც ქრისტიანულ ღმერთს. მაგრამ, არსებას ხედავს. განსხვავებული კულტურის წარმომადგენლები ერთი და იგივეს ხედავენ, მაგრამ მათი ინტერპრეტაცია, მათსავე რწმენაზე არის დამოკიდებული.

Wired: და ეს რას უნდა ნიშნავდეს? ვთქვათ და ყველა ერთი და იგივეს ხედავს... რა დასკვნა შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ?

Sam Parnia: როგორც მინიმუმ, იმის თქმა შეგვიძლია, რომ არსებობს უნიკალური განცდები, რომლის გავლა, სიკვდილის პროცესში ყველას უწევს. ის უნივერსალურია. მას პატარა ბავშვებიც აღწერენ, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს. ისინი გვეუბნებიან, რომ სიკვდილის არ უნდა გვეშინოდეს.

Wired: საიდან ვიცით, რომ ეს მართლაც სიკვდილის შემდგომი განცდებია? იქნებ ეს ცრუ მოგონებებია, სიკვდილის წინა აზრების ან ცნობიერების დაბრუნებისთანავე გააზრებული?

Sam Parnia: ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. არსებობს ერთი მომენტი, რომელის გამოც ვერ დავუკავშირებთ ტვინის, სიკვდილის წინა ან სიცოცხლის შემდგომ მოგონებებს. საქმე იმაშია, რომ ადამიანები იმ მოვლენებს აღწერენ, რომლებიც მათ ირგვლივ, იმ დროს ხდებოდა, როდესაც გულის გაჩერება იყო დაფიქსირებული. ისინი აღწერენ ადამიანების სამოსს, რომლებიც იმ მომენტში ოთახში იყვნენ, ყვებიან მათ შორის საუბრის შინაარს და ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა, 10 ან 20 წუთის მანძილზე, ვიდრე რეანიმაციის პროცესი მიმდინარეობდა და იმ პერიოდში, ტვინი გათიშული იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ცნობიერება, სული და ფსიქიკა, დამოუკიდებლად აგრძელებს ფუნქციონირებას. თუმცა, ამის დოკუმენტური მტკიცებულება არ გაგვაჩნია.

Wired: არ შეიძლება, რომ ეს მოგონებები, გულის გაჩერების მიუხედავად, ტვინის სულ მცირე აქტივობაზე მიუთითებდეს?

Sam Parnia: ადამიანის სიკვდილის შემდეგ, ტვინისთვის სისხლის მიწოდება წდყდება. როდესაც ეს გარკვეულ პერიოდს აღწევს, ელექტრო აქტივობა სრულიად ჩერდება. ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ტვინში ფარული უბანი არსებობს, რომელიც მოქმედებას აგრძელებს, როდესაც ყვლა დანარჩენი გაჩერებულია.

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი კვლევები მთლიანად ამსხვრევს ჩვენს წარმოდგენას ტვინისა და ცნობიერების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. აქამდე ითვლებოდა, რომ ცნობიერებას ტვინში მიმდინარე ელექტროქიმიური პროცესი განსაზღვრავდა. მაგრამ, ეს უკვე აღარ ითვლება ჭეშმარიტებად.

შესაძლებელია, ჩვენს ტვინში მართლაც არსებობს უბანი, რომელიც ბოლომდე გამოკვლეული არ არის, ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ცნობიერება ტვინზე არ იყოს დამოკიდებული.


imageტვინის ელექტროაქტივობა, გულის გაჩერების დროს, Kano et al./Resuscitation


Wired: გამოდის რომ ცნობიერება ზებუნებრივი არის.

Sam Parnia: ისტორიულად ჩვენ ვცდილობთ საგნები და მოვლენები იმდენად კარგად ავხსნათ, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მეცნიერება გვაძლევს. მაგრამ, ჩვენი ცოდნა განუსაზღვრელი არ არის და თუ ზოგიერთ რამეს ვერ ვხსნით, იმის გამო, რომ საამისო ცოდნა არ გაგვაჩნია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ზებუნებრივი, არამიწიერი არის.

ჩვენ იმ ადამიანების მოგონებები შევისწავლეთ, რომლებიც სიკვდილის მეორე მხარეს იყვნენ და ჯერ-ჯერობით, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ სიკვდილის შემდეგ ცნობიერება არა ქრება...

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageცნობილი ნეიროქირურგი, კლინიკური სიკვდილის შემდეგ, საიქიოს არსებობაზე ალაპარაკდა

რა არის სული და რატომ მოდის ის დედამიწაზე?

6
3258
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3258
  
2018, 2 სექტემბერი, 23:56
ხო, მაგრამ ჩვენ ვერ მიხვდებით დავაზიანებთ თუ არა. წარმოიდგიე ადამიანი არც ცოცხალი იქნება და არც მკვდარი. რაუნდა ვუყოთ? ეს , რომ სიკვდილის შემაჩერებელი იყოს, კიდევ შეიძლება, მაგრამ შემდეგ ამ ყველაფრის გამოსწორებაც უნდა შეეზლოს მეცნიერებს. ანუ უკან მობრუნება.
2018, 2 სექტემბერი, 23:52
ფაშისტები არ გამოვალთ, საინტერესო იქნება კვლევა, რომელიც არ დააზიანებს და მორჩა :)
2018, 2 სექტემბერი, 23:47
არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანები რომლებიც ტრანსის მდგომარეობაში მოკვდნენ, საუკუნეების მანძილზე სუნთქავდენ. მათი ცნობიერება დახშულია, არ ესმით და არც მოძარაობენ, მაგრამ სუნთქავენ. ასეთი ადამიანი არის ერთ-ერთ ქვეყანაში, თუ არ ვცდები ინდონეზიაში რომელიც ხეზეა მიძინებული. კვლევა კარგი იქნებოდა ამაზე:) მომაკვდავ ადამიანზე, თუმცა ფაშისტები გამოვალთ
2018, 1 სექტემბერი, 10:59
არ დაგეზაროს ხოლმე რა, ასეთი სტატიები რაც კი გაქვს დაწერილი მონიშნე ხოლმე ბოლოში. ძალიან საინტერესოა რომ შეიკრიბოს ეს მოსაზრებები და კვლევები, იქნებ მართლა არსებობს რამე :)))
2018, 31 აგვისტო, 10:59
ასეთი სტატიები ჩემი სისუსტეა!
0 1 6