x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ცნობილი ნეიროქირურგი, კლინიკური სიკვდილის შემდეგ, საიქიოს არსებობაზე ალაპარაკდა

ექიმი ებენ ალექსანდრს, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში და სხვა უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს და პარალელურად საუკეთესო ნეიროქირურგის რეპუტაციაც ჰქონდა, არასდეს სჯეროდა საიქიოს არსებობის.
«
როგორც ნეიროქირურგს, მე არ მჯეროდა «სხეულის გარეთ სიცოცხლის» ფენომენის არსებობის. ნეიროქირურგის შვილი ვარ და სამეცნიერო გარემოში გავიზარდე. მამის სკვალს გავყევი, გავხდი აკადემიკოსი და ნეიროქირურგი. მე ვიცოდი რა ემართება ადამიანის ტვინს, როდესაც ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფება და ყოველთვის ვთვლიდი, რომ საკუთარი სხეულის გარეთ მოგზაურობას, რომელსაც სიკვდილს, სააწაულებრივად, გადარჩენილი ადამიანები აღწერენ, გონივრული მეცნიერული ახსნა ჰქინდა.», – ამბობს ის.
თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2008 წლის შემოდგომაზე, ექიმი თავად ჩავარდა კომაში. სწორედ მაშინ, როდესაც ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო, ხოლო ტვინის ქერქმა, რომელიც პასუხისმგებელია აზროვნებაზე და ემოციებზე, ანუ, იმაზე, რაც ჩვენ ადამიანებად გვაქცევს, ფუნქციონირება შეწყვიტა - მან, მისივე სიტყვებით, საიქიოში იმოგზაურა.


image


7 დღის მანძილზე ის კომაში იყო და როდესაც ექიმებმა მკურნალობის შეწყვეტა გადაწყვიტეს, ხოლო მშობლებმა თანხმობა განაცხადეს ევთანაზიაზე, ებენმა უეცხრა თვალი გაახილა. ის დაბრუნდა...

მისი დაბრუნება ნამდვილი სამედიცინო სასწაული იყო. მაგრამ, ამ ისტორიის ნამდვილი სასწაული სულ სხვა რამეში მდგომარეობს: იმ დროს, როდესაც მისი სხეული კომაში იყო, ექიმი ებენი სხვა სამყაროში გაემართა სამოგზაუროდ და როგორც ამბობს, იქ ანგელოზს შეხვდა, რომელმაც ის სუპერ-ფიზიკური სფეროს არსებობაში გააცნობიერა. ის დღეს ამტკიცებს, რომ შეხვდა და «თავად სამყაროს» წყაროს შეეხო.
ებენის ისტორიაფანტასტიკა არ არის. ვიდრე მას ეს ამბავი შეემთხვეოდა, მსოფლიოში საუკეთესო ნეიროქირგი იყო, არ სწამდა ღმერთის, არ სჯეროდა საიქიოს და სულის არსებობის. დღეს ის ექიმია, რომელსაც სჯერა, რომ ჭეშმარიტი ჯანმრთელობა მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ადამიანი ხვდება, რომ სული რეალურად არსებობს, ხოლო სიკვდილი მოგზაურობის დასასრული კი არა, მისი არსებობის მხოლოდ გადასვლის წერტილია.

ამ ისტორიას ყურადღებას არავინ მიაქცევდა, ეს რომ სხვა ადამიანის ცხოვრებაში მომხდარიყო. მაგრამ, ექიმი ებენის იმ ქვეყანაში «სტუმრობის» ამბის იგნორირება, არცერთ მეცნიერს ან მორწმუნეს არ შეუძლია. ებენს, ამ შემთხვევამდე, კომიდან დაბრუნებული უამრავი პაციენტი ჰყავდა. ზოგი მათგანი იგივე ისტორიებს ყვებოდა, რასაც ახლა ნეიროქირურგი ყვება. მაგრამ მაშინ, ის ამ ყველაფერს, ჰალუცინაციებად მიაჩნდა.

ამჟამად, ებენი ისევ ჰარვარდში ასწავლი და სტუდენტებს ხშირად უყვება თავს გადამხდარი ისტორიის შესახებ და მას შეშლილად არავინ მიიჩნევს. აკადემიური მოღვაწეობის გარდა, კვლავინდებულად აგრძელებს სამედიცინო პრაქტიკას, ნეიროქირურგიის განხრით.
კლინიკური სიკვდილის გამოცდილება, ჩვეულებრივ, წარმოუდგენლად ცვლის ადამიანებს. მძიმე ავადმყოფობა ან დიდი ავარი, იმაზე დიდ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, ვიდრე ამის წარმოდგენა შეუძლია ადამიანს, ვისაც მსგავსი რამ არ განუცდია. სწორედ ამ დიდი ცვლილების შემდეგ, ექიმმა ებენმა წიგნი დაწერა: «Proof of Heaven: A Neurosurgeon’s Journey into the Afterlife» (საიქიოს არსებობის მტკიცებულება: ნეიროქირურგის ზეციური მოგზაურობა), რომელშიც ის ღვთიურ სამყაროზე, იქ განცდილ გრძნობებზე და ემოციებზე საუბრობს. გარდა ამისა, წიგნში მისი ყოფილი პაციენტების მოგონებებიც არის გადმოცემული, რომლებმაც მსგავსი ემოციები კლინიკური სიკვდილის, თუ კომატოზური მდგომარეობის დროს განიცადეს. აქ ამ წიგნის რამდენიმე, ყველაზე შთამბეჭდავ, ამონარიდს წარმოგიდგენთ:

«ტვინისაოცრად რთული და წარმოუდგენლად დახვეწილი მექანიზმია. ის ჟანგბადის საჭირო რაოდენობის დონის, მინიმუმამდე შემცირების შემთხვევაში, მომენტალურად რეაგირებს. ის რომ ადამიანები, რომლებმაც მძიმე დაავადება გადაიტანეს, «მოგზაურობიდან» დაბრუნების შემდეგ, უცნაურ ისტორიებს ყვებოდნენ, ჩემთვის ახალი ამბავი არ იყო. მე არ ვთვლიდი რომ ისინი იტყუებოდნენ, მაგრამ არც რეალურად მიმაჩნდა ეს ყველაფერი არ მშურდა მათი, ვისაც სჯეროდა, რომ იესი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ კარგი ადამიანი, რომელიც საზოგადოების მსხვერპლი გახდა. თანავუგრძნობდი მათ, ვისაც სჯეროდა, რომ სადღაც იქ, ღმერთი არის, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ჭეშმარიტად უყვარს. მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ მე მშურდა იმ უსაფრთხოების გრძნობის, რომელსაც ამ ადამიანებს რწმენა აძლევდა. როგორც მეცნიერმა, მე ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ არ მწამდა»…


image


«დილით ადრე ძლიერი თავის ტკივილით გავიღვიძე. ანალიზების და სამედიცინო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რაღაცნაირად ძალიან იშვიათი ვირუსით ბაქტერიული მენინგიტით დავაავადდი, რომელიც ძირითადად, ახალშობილებს ემართებათ. ბაქტერია E. coli ზურგის ტვინის სითხეში მოხვდა და შემდეგ, მთელს ტვინს მოედო. როდესაც სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მოვხვდი, ჩემი გადარჩენის შანსი, ფაქტიურად, ნულს უტოლდებოდა. უკეთეს შემთხვევაში, ლოგინად ჩავარდნა და დარჩენილი ცხოვრების ბოსტნეულივით გატარება მემუქრებოდა. შვიდი დღე ღრმა კომაში ვიყავი, ჩემი სხეული გარეგან გამაღიზიანებლებზე არ რეაგირებდა, ხოლო ტვინმა ფუნქციონირება შეწყვიტა, რაც სიკვდილის ტოლფასი იყო. მეშვიდე დღეს, როდესაც ექიმებმა მსჯელობა დაიწყეს იმაზე, ღირდა თუ არა მკურნალობის გაგრძელება, თვალები გავახილე»

«იმ ფაქტის სამეცნიერო ახსან, რომ ვიდრე ჩემი სხეული კომაში იყო, გონება და შინაგანი სამყარო სიცოცხლეს აგრძელებდა, არ არსებობს. იმ დროს, როდესაც ბაქტერიებმა ტვინის ნეირონები დაამარცხეს, ჩემი გონება სხვაგან, უფრო დიდ სამყაროში გაემართა განზომილებაში, რომლის არსებობას ვერც კი წარმოვიდგენდა და ყოველთვის იგნორირებას უკეთებდა ჩემი კომატოზისწინა გონება. მაგრამ, ეს განზომილება, რომელიც უამრავი ადამიანის მიერ არის აღწერილი, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი ან სხვა მისტიკური მდგომარეობა გადაიტანეს, არსებობს. ის არის, და ის, რაც მე ვნახე და გავიგე, ჩემთვის, ფაქტიურად, ახალი სამყაროს აღმოჩენა იყო: სამყარო, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ და რომელსაც ვიცნობთ, ბევრად უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ ტვინი და სხეული, და სადაც სიკვდილიცნობიერების ჩახშობა კი არა, უფრო დიდი და ძალიან პოზიტიური მოგზაურობის დასაწყისი არის. მე არა ვარ პირველი ადამიანი, რომელმაც ცნობიერების არსებობა სხეულის გარეთ აღმოაჩინა. ეს ისტორია ისევე ძველია, როგორც კაცობრიობის რსებობის ისტორია. მაგრამ, რამდენადაც მე ვიცი, ჩემამდე, არავინ ყოფილა ამ განზომილებაში, როდესაც:

I. ტვინის ქერქი საერთოდ არ ფუნქციონირებს;

II. სხეული ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება».

«მე რამდენიმე თვე იმასთან შეგუებას და იმის გააზრებას ვცდილობდი, რაც დამემართა. ჩემი თავგადასავლის დასაწყისში, ღრუბლებში ვიყავი. დიდ, ფუმფულა, მოვარდისფრო-თეთრ ღრუბლებში, რომლებიც მოლურჯო-შავ ცაზე დაცურავდნენ. ღრუბლების მაღლა, ძალიან ზევით, მოციმციმე არსებების გუნდი დაფრინავდა და ეს არსებები, ფრენის მომენტში, უკან გრძელ კვალს ტოვებდნენ, ისე როგორც თვითმფრინავი. ფრინველები? ანგელოზები? ეს სიტყვები მოგვიანებით ამომიტივტივდა, როდესაც ჩემს მოგონებებს ვწერდი. მაგრამ, არ არსებობს სიტყვები, რომლითაც ამ არსებების აღწერას შევძლებდა. ისინი იმდენად განსხვავდებიან ყველასგან და ყველაფრისგან, რაც ამ პლანეტაზე არსებობს. ისინი უფრო განვითარებულები, სიცოცხლის უმაღლესი ფორმები არიან
ზემოდან ხმები შემომესმა, თითქოს გუნდი მღეროდა. მოგვიანებით, ამაზე ფიქრის დროს, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს ხმა ამ არსებების სიხარულის გამოხატულებით იბადებოდა. ის საგრძნობი და თითქოს მატერიალური იყო, ისე როგორც წვიმა, რომელსაც კანზე გრძნობ, მაგრამ, ამავდროულად, ბოლომდე არ სველდები.

ჩემი მოგზაურობის დროს, თითქმის ყოველთვის მეგზური მყავდა. ის ახალგაზრდა ქალი იყო და ზუსტად მახსოვს, თუ როგორ გამოიყურებოდა: მას მაღალი ყვრიმალები და მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა. ხოლო, ულამაზეს სახეს, ოქროსფერი ნაწნავები უმშვენებდა. როდესაც პირველად დავინახე, პეპლის ფრთის მოხატულობის უზორებზე დავდიოდით, ხოლო ირგვლივ, მილიონობით პეპელა დაფრინავდა. ისინი ტყიდან მოფრინავდნენ და უკან ბრუნდებოდნენ.
ქალი სიტყვების გარეშე მესაუბრებოდა. მისი სიტყვები თითქოს გამჭოლი იყო და ჩემში ისე გადიოდა, როგორც ქარი, და მაშინვე მივხვდი, რომ ეს ყოველივე რეალური იყო. ისეთივე რეალური, როგორიც მატერიალური სამყარო ჩვენს ირგვლივ. მისი სიტყვები სულ სამი ფრაზისგან შედგებოდა და დედამიწის ენაზე რომ გადმოვთარგმნო, ასეთი შინაარსი ექნება: «ახლობლებს ძალიან უყვარხარ და მზრუნველობას არ გაკლებენ. არაფრის უნდა გეშინოდეს. არ არსებობს ისეთი რამ, რასაც არასწორედ გააკეთბდი».
მისმა სიტყვებმა სიმსუბუქის და სიმშვიდის გრძნობა მომგვარა. თითქოს თამაშის წესები ამიხსნეს, რომელსაც მთელი ცხოვრება ვთამაშობდი და ვერ ვხვდებოდი. «ჩვენ ბევრ რამეს გაჩვენებთ, — გააგრძელა ქალმა. — მაგრამ შემდეგ, დაბრუნდები». მე მხოლოდ ერთი კითხვა გამიჩნდა: მაინტერესებდა, სად უნდა დავბრუნებულიყავი?

თბილი ქარი ქროდა, ისეთი, როგორიც ზაფხულის თბილ დღეებში იცის. ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა და თითქოს მელოდია შემომესმა, რომელიც ჰაერის ვიბრირებით გადმომეცემოდა. ლაპარაკი შემეძლო, მაგრამ მიუხედავად ამისა, კითხვებს სიტყვების გარეშე ვსვამდი: «სად ვარ? ვინ ვარ? რატომ ვარ აქ?» ყოველ ჯერზე, კიღხვაზე პასუხს მაშინვე ვიღებდი, სინათლის აფეთქების სახით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს აფეთქებები არ «მადუმებდნენ», პასუხს მაძლევდნენ, მაგრამ, არა სიტყვებითმე პირდაპირ აზრებს ვღებულობდი და არა სიტყვებს, როგორც დედამიწაზეა და რომელსაც გააზრება ესაჭიროება. ეს მტკიცე და სწრაფი აზრები იყო, ისეთი ცხელი, როგორიც ცეცხლია, ისეთი სველი, როგორიც წყალი და როგორც კი მივიღე აზრები, უმალვე, დიდი ძალისხმევის გარეშე, მივხვდი კონცეფციას, რომლის გააზრებაზეც, ჩემს ყოფიერ, მიწიერ ცხოვრებაში, რამდენიმე წელი დამჭირდებოდა.
მე წინ მივიწევდი და სიცარიელის შესასვლელთან აღმოვჩნდი, რომელიც სრულიად ბნელი, უსასრულო, მაგრამ წარმოუდგენლად დამამშვიდებელი იყო. სიშავის მიუხედავად, ის სინათლით იყო გაცისკროვნებული და ეს სინათლე თითქოს მანათობელი სფეროდან მოდიოდა, რომლის სიახლოვეს გამუდმებით ვგრძნობდი. ის თითქოს თარჯიმანი იყო ჩემ და ირგვლივ მყოფ სამყაროს შორის.

მე მშვენივრად ვიცი, რამდენად უჩვეულოდ და გულწრფელად ჟღერს ეს ყოველივე. ჩემთვის რომ მსგავსი ისტორია ვინმეს, თუნდაც ექიმს მოეყოლა, დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ ის მცდარი ილუზიების ტყვეობაში იმყოფება. მაგრამ ის, რაც მე დამემართა, ბოდვისგან ნამდვილად ძალიან შორს არის. ეს ისეთივე რეალურია, როგორც ნებისმიერი სხვა მოვლენა ჩემს ცხოვრებაშიქორწილის დღე ან ჩემი ორი ვაჟის დაბადება. ის, რაც გადამხდა, ახსნას საჭიროებს. თანამედროვე ფიზიკა გვეუბნება, რომ სამყარო ერთიანი და განუყოფელია და რომ, ყველაფერი ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული. ვიდრე მსგავს გამოცდილებას შევიძენდი, ეს იდეები ჩემთვის აბსტრაქციული იყო. ხოლო, დღეს – ნამდვილად რეალურია...

როდესაც უკეთესად გავხდი, შევეცადე, ყოველივე ამის შესახებ, სხვებისთვის მომეყოლა. მაგრამ, მათი რეაქცია, თავაზიანი უნდობლობა იყო. ერთ-ერთი, იშვიათ გამონაკლისებს შორის, სადაც მსგავსი პრობლემა არ შემქმნია, ეკლესია იყო. მასში კომიდან გამოსვლის შემდეგ, პირველად რომ შევედი, ყველაფერს სხვა თვალით შევხედე. ვიტრაჟის ფერებმა ულამაზესი პეიზაჟები გამახსენა, რომელებიც ზეცაში ვნახე, ხოლო ორღანის ბასებმა – იქ განცდილი აზრები და ემოციები. და ყველაზე მთავარი – იესოს გამოსახულებამ, რომელიც თავის მოსწავლეებს პურს უნაწილებდა, ის სიტყვები გამახსენა, რომელიც მთელი მოგზაურობის მანძილზე თან მსდევდა ღმერთს შენ უსაზღვროდ, უსაზღვროდ უყვარხარ.
დღეს ბევრი თვლის, რომ სულიერმა ჭეშმარიტებამ ძალა დაკარა და რომ, ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა მეცნიერება არის, და არა რწმენა. ვიდრე ზემოთ ხსენებულ გამოცდილებას შევიძენდი, მეც სწორედ ასე ვფიქრობდი. მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ ასეთი აზრი მეტისმეტად მარტივია. საქმე იმაშია, რომ მატერიალისტური შეხედულება ჩვენს სხეულზე და ტვინზე განწირულია. მის ადგილს მომავალში სხვა შეხედულება დაიკავებს და იმისთვის, რომ რეალობის ახალი სურათი შეიქმნას, დიდი დრო იქნება საჭირო. მას ვერ დავასრულებ ვერც მე და ვერც ჩემი შვილები. რეალობა მეტისმეტად დიდი, რთული და იდუმალებით მოცული არის.

მე ისევ ექიმი და მეცნიერი ვარ. მაგრამ, ქვეცნობიერში, ძალიან განვსხვავდები იმ ადამიანისგან, ადრე რომ ვიყავი, რადგან მე ვნახე ჩვენი ყოფის რეალური სურათი... და შეგიძლიათ მენდოთ, რომ ამ სურათის შესაქმნელად, თუ აღსაქმელად, ყოველ ეტაპზე გაწეული შრომა, რომლის შესრულებაც ჩვენ და ჩვენს შთამომავლებს მოუწევთ, ნამდვილად ღირს ამად».

0
6035
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6035
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0