x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"არა არს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს"-ცნობილი რეპერის თუფაქის მკვლელი ნაპოვნი და დაკავებულია
image
ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავეს რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. თუფაქი დაცხრილეს 1996 წლის სექტემბერში ლას-ვეგასში.
მანქანას, სადაც ცნობილი რეპერი იჯდა გამვლელი მანქანიდან გაუხსნეს ცეცხლი, რეპერი სიკვდილის დროს მხოლოდ 25 წლის იყო.



დაკავებული-60 წლის ნარკოტიკებით მოვაჭრე დუეინ დევისია, მას უკვე წაუყენეს ბრალდება.

image

თუფაქ შაკური-ერთერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რეპ-მომღერალია რეპის შექმნის დღიდან დღემდე გარდაცვალების მიუხედავად.


მან უზარმაზარი კვალი დატოვა "ჰიპ-ჰოპის" განვითარებისათვის და პოპულარობისათვის.



ტუფაქი მისსავე მანქანაში ჩაცხრილეს, 25 წლის ცნობილი მომღერალი მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ მეექვსე დღეს მისი გადარჩენის ყველა მცდელობის მიუხედავად რეპერი გარდაიცვალა.
გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ რპერის მკვლელობაში მონაწილეობდა 4 ადამიანი, მაგრამ დუეინი ერთადერთია ვინც დამნაშავე ოთხეულიდან ცოცხალია. "ცოცხალია მხოლოდ დუეინი, დანარჩენები ცოცხლები არ არიან"-დააზუსტეს პოლიციაში.


დევის დუეინი საქმეში ფიგურირებდა, როგორც მოწმე. 2018 წელს ის ამტკიცებდა, რომ მართალია იმყოფებოდა მანქანაში, საიდანაც ესროლეს თუფაქს, მაგრამ მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ეს ასე მოხდებოდა. "მე დანაც კი არ მედო, არა თუ ცეცხლსასროლი იარაღი"-უმტკიცებდა სასამართლოს დევისი. მისი თქმით თუფაქს მისმა დისშვილმა ორლანდო ანდერსონმა ესროლა, რომელსაც პირადი ხასიათის კონფლიქტი ჰქონდა თუფაქთან.



ანდერსონი 1998 წელს მოკლეს, ასევე ცოცხალი არაა ის ორი პირიც, რომლებმაც ანდერსონთან ერთად ესროლა თუფაქს.


ანდერსონი კატეგორიულად უარყოფდა თუფაქისთვის ცეცხლის გახსნას, ის ამბობდა: "დიახ, ჩვენ გვქონდა პირადი ხასიათის კონფლიქტი, მაგრამ ეს არ იყო ისეთი ხასიათის, რომლის გამოც ადამიანს მოსაკლავად იმეტებენ".


მკვლელობის ხანდაზმულობის მიუხედავად დუეინ დევისს მელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევს, სხვა ყველაფერი, რომ გამოვრიცხოთ, მას ისეთი რაოდენობის სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკები აღმოუჩინეს, ციხეში გაატარებს მთელ დარჩენილ სიცოცხლეს.




0
186
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
186