x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ეკრანზე მეგობრები, კადრს მიღმა კი - მტრები: 5 ეკრანული წყვილი, რომელიც ცხოვრებაში ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდა

image


კინემატოგრაფში, სადაც ხელოვნება და პროფესიული ურთიერთდახმარება თითქმის ერთმანეთისგან განუყოფელია, ზოგჯერ მსახიობებს შორის უთანხმოება და დაძაბულობა ჩნდება. წყვილები, რომლებიც ეკრანზე დაუვიწყარ დუეტებს თამაშობენ, ხშირად კადრს მიღმა ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ხდებიან. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ეკრანულ წყვილს, რომელიც ცხოვრებაში ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანდა.




ბარბარა ბრილსკა და იური იაკოვლევი


image


მათ ერთმანეთი საკულტო ფილმის "ბედის ირონიის" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, და პირველივე შეხედვისთანავე ერთმანეთი აითვალისწუნეს. ბრილსკა იაკოვლევის გარეგნობის მიმართ საოცარ ზიზღს გრძნობდა, ამიტომ მათი კოცნის ყველა სცენა მსახიობის ზურგიდან იყო გადაღებული, რაც შეეხება იაკოვლევს, არც ის გახლდათ ბარბარას ამპარტავანი და კაპრიზული ხასიათის მიმართ აღფრთოვანებული.





ელინა ბისტრიცკაია და სერგეი ბონდარჩუკი


image


მათი კონფლიქტი შორეულ 1950 წელს დაიწყო. ჭორების თანახმად, ფილმის "ტარას შევჩენკოს" გადასაღებ მოედანზე ბონდარჩუკმა უხეშად კრა ხელი მსახიობს. სხვა გავრცელებული ვერსიის თანახმად კი, სწორედ ამაყმა და ამპარტავანმა ბისტრიცკაიამ დააყარა მუშტები მსახიობს. დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად რეჟისორები მათ ცალ-ცალკე იღებდენ და შემდეგ გადაღებულ სცენებს მონტაჟის საშუალებით აერთებდნენ.





შაია ლაბაფი და ტომ ჰარდი


image


მსახიობებმა, რომლებმაც ფილმში "უკანონო" ძმების როლი ბრწყინვალედ შეასრულეს, კადრს მიღმა სულ ჩხუბობდნენ და კამათობდნენ. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდებოდა, რომ რეალურ ცხოვრებაში ორივე მათგანი საკმაოდ ფიცხი და ამპარტავანია, სანამ ლაბაფი კადრში დაუღალავად მუშაობდა, ჰარდი მას დასცინოდა და აბუჩად იგდებდა, რითიც ჩხუბის პროვოცირებას ახდენდა, თუმცა არც ლაბაფი იშურებდა ჰარდის მიმართ შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას.





სერგეი ბოდროვი და ვიქტორ სუხორუკოვი


image


მათ ფილმებში "ძმა" და "ძმა -2" რა თქმა უნდა, შესანიშნავად შეასრულეს ძმების როლები, რომლებიც რუსეთში გარდამავალი პერიოდის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცნენ, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, ბოდროვი და სუხორუკოვი ერთმანეთთან არც კი ურთიერთობდნენ, რადგან ერთმანეთის საოცარი აუტანლობა ჰქონდათ. როგორც ჩანს, მათ ხასიათში არსებული ღრმა განსხვავებები არ აძლევდა პარტნიორებს გადასაღები მოედნის მიღმა საერთო ენის პოვნის საშუალებას.





პოლ უესლი და ნინა დობრევი


image


სერიალ "ვამპირის დღიურების" თაყვანისმცემლებმა ნამდვილი შოკი მიიღეს, როდესაც გაიგეს, რომ გადაღებების დასაწყისში პოლს და ნინას ერთმანეთის ატანაც კი არ ჰქონდათ, სანამ მათი ეკრანული გმირები ვნებით იყვნენ შეპყრობილი, უესლი და დობრევი კადრს მიღმა ერთმანეთის მიმართ მხოლოდ ზიზღს აფრქვევდნენ, თუმცა საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში პარტნიორებმა არა მხოლოდ საერთო ენის გამონახვა, არამედ მეგობრული ურთიერთობების დამყარებაც შეძლეს.











0
368
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
368