x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
სოციალური ქსელები აიკლო "მეგრელოფობიამ", "გრუზინების" მიერ შექმნილი ჯგუფები რუსულ დაკვეთას ასრულკებენ
image
ლამის ყველგან იწერება ამ სასახლეზე დადიანების სასახლეო, არა და ეს დადიანების კი არა დადიანის სასახლეა.


დადიანები ბევრი იყვნენ მთავარი ერთი იყო, ხიბულაში მდებარე დადიანის სასახლე ბოლშევიკებმა გაანადგურეს, ხონში გორდში მდებარე დადიანის სასახლე ცალკე ბლშევიკებმა გაანადგურეს და ცალკე ადგილობრივებმა, სავარაუდოდ ვიღაცის შეგონებით-წაშლილიყო მეგრული კვალი.


სოციალურ ქსელებში "გრუზინების" უამრავი ჯგუფია, რომლებიც ღიად და დაუფარავად ლანძღავენ მეგრელებს, რაც რუსული სპეცსამსახურების დაკვეთაა აპრიორი.


"გრუზინი" შეგნებულად დავწერე, "გრუზინია" ჩემთვის ნებისმიერი ვაი-ქართველი, რომელიც მტრის საქმეს აკეთებს.



აგერ ინტერმედიელი (აზრი არა აქვს მისი ვინაობის დასახელებას), სასიქადულო ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას კვარაცხენიას ეძახის, მეგრელებს "ციგნებს" და ცხენიპარიებს, საიტი კი ამ მტრის გასახარ მასალას წინა გვერდზე დებს.


იმ ავტორის მთელ გვარს არ ეყოლება იმდენი ცხენი ნანახი, რამდენიც ჩემს წინაპრებს, სამეგრელოს სამთავროს ჯარების სარდლებს ჰყავდათ.


რაც შეეხება მეგრელების "ციგნობას", მეტი წიგნიერებაა საჭირო, ოქსფორდის უნივერსიტეტმა მეგრელების დნმ-ის ანალიზით დაადგინა, რომ მეგრელები აბორიგენები არიან საქართველოში მინიმუმ ბრინჯაიოს ხანიდან, ვინცაა "ციგანი" მართლა საკითხავია, იმდენჯერ გაასახლა ქართველები სპარსეთის შაჰებმა და თურქმენული ტომები ჩაასახლა მათ ნაცვლად.

მე არაფერი მაქვს ვინმესთვის დასამტკიცებელი, სისხლით, ხორცით და გენეტიკით ქართველი ვარ, თან ისეთი წინაპრების შთამომავალი უზარმაზარი კვალი, რომ დატოვეს ისტორიაში. არც მე დამიკლია ძალა და ენერგია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ომებში.
ზოგიერთის წინაპრები იმის ნაცვლად დიდ ერეკლეს გვერდით დადგომოდნენ კრწანისის ომის დროს, ერთმანეთის მიწების მიტაცებით იყვნენ დაკავებული, ჩემი დიდი წინაპარი კი, რომელიც თბილისში რამდენიმე მხლებლით იყო ჩასული ბრძოლის დაწყებისთანავე ჩაერთო ბრძოლაში და 10 მხლებლიდან მხოლოდ მისი ძუძუმტე აფხაზი, გვარად ზვამბაია გადარჩა მასთან ერთად, მრავლობითი ნაიარევების მიუხედავად.


დადიანის სასახლეშია ჩემი წინაპრის ხმალი და დაჩეხილი ჯაჭვის პერანგია გამოფენილი, რომლითაც იბრძოდა ერეკლეს გვერდით და ზოგიერთებმა გულში ჩაიხედონ, ვინაა ქართველი და ვინაა "ციგანი".

ესეც შამადავლე დადიანზე დაწერილი მასალა უცხოელი მისიონეერების და მოგზაურების მიერ.

image
ქვეყნის დაქუცმაცების მცდელობას ჯობია, ქვეყნის ერთიანობისთვის შექმნათ ჯგუფები, თორემ ერთ დღეს ყველას მოგეკითხებათ, ვინც ქართველს ზურგში ლახვარს სცემდა რუსული "რუბლის" სანაცვლოდ".

0
411
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
411