x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
18 გამოგონება, რომლებიც ქალებმა გამოიგონეს და ამით სამყარო ბევრად უკეთესი გახადეს

ხშირად, როცა ვცდილობთ ცნობილი გამომგონებლების გახსენებას, მამაკაცების სახელები გვახსენდება. ამაში გასაკვირი არაფერია. მათ შესახებ მედიაში და ლიტერატურაში უფრო ხშირად იწერება. არადა ისტორიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ქალებმა მიაღწიეს არანაკლებ მეცნიერულ გარღვევებს და მსოფლიოს აჩუქეს სასარგებლო გამოგონებები, რომელთაგან ბევრს დღესაც ვიყენებთ (და ეჭვიც არ გვეპარება).



image



გთავაზობთ ქალი გამომგონებლების ფოტოებს და მათ საოცარ აღმოჩენებს.



ჰედი ლამარი

image


გამოგონება: კომუნიკაციის საიდუმლო საშუალება, რომელიც დინამიურად ცვლიდა სამაუწყებლო სიხშირეს (ეს მტრის სიგნალების დაჭერას აძნელებდა). 1962 წლიდან მოწყობილობას იყენებდნენ ამერიკულ ტორპედოებში, ახლა გამოიყენება მობილურ კომუნიკაციებსა და ვაიფაიში (Wi-Fi).



სტეფანი კვოლეკი

image

გამოგონება: კევლარი – განსაკუთრებული სიმტკიცის ბოჭკოვანი ქსოვილი, რომელსაც დღეს ჩაფხუტების და ჯავშანჟილეტის წარმოებაში იყენებენ.



პატრისია ბილინგსი

image

გამოგონება: გეობონდი – ასბესტის პირველი სასარგებლო შემცვლელი. მოგვიანებით მის ბაზაზე გამოიგონეს სილიკონის ჰერმეტიკი.



მარიონ დონოვანი

image

გამოგონება: წყალგაუმტარი საფარი ბავშვის საფენისთვის.



ელ დოლორეს ჯონსი

image

გამოგონება: აკუსტიკური მაყუჩი



მელიტა ბენცი

image

გამოგონება: ქაღალდის ფილტრი ყავისთვის.



მერი ანდერსონი

image

გამოგონება: მინასაწმენდი ავტომობილისთვის.



ჟოზეფინ კოკრეინი

image

გამოგონება: ჭურჭლის სარეცხი მანქანა.



ტაბითა ბებიტი

image

გამოგონება: მრგვალი ხერხი



ადა ლავლეისი

image

გამოგონება: პირველი ალგორითმი პირველი გამომთვლელი მანქანისთვის. შემოიღო ტერმინები „ციკლი“ და „სამუშაო საკანი“. ისტორიაში პირველ პროგრამისტად ითვლება.



პატრისია ბეთი

image

გამოგონება: კატარაქტის ლაზერული ქირურგიის მეთოდები.



მარი ვან ბრიტანი ბრაუნი

image

გამოგონება: ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა.



გრეის ჰოპერი

image

გამოგონება: კომპილატორი – პროგრამა, რომელიც პროგრამირების ენაზე დაწერილ ტექსტს თარგმნის მანქანური კოდების ნაკრებად.



ნენსი მარია დონალდონ ჯონსონი

image

გამოგონება: მექანიკური სანაყინეს საყინულე.



ბეტ ნესმითი გრეჰემი

image

გამოგონება: შტრიხი (კორექტორი)



მარია თელქსი

image

გამოგონება: გათბობა მზის ბატარეებზე.



პეტსი შერმანი

image

გამოგონება: „სკოჩგარდი“ – ტენიანობის და ცხიმის საწინააღმდეგო საჟღენთი ქსოვილისთვის.



ლიზი მეგი

image

გამოგონება: შექმნა თამაში „მიწის მესაკუთრე“, მონოპოლიის წინამორბედი.



თითოეული გოგოს და ქალის შიგნით იმალება უზარმაზარი ძალა და ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვა!



ასევე დაგაინტერესებთ:

1. 12 ნაკლებად ცნობილი ადამიანი, რომლებმაც მოგვცეს გამოგონებები, რომელთა გარეშე დღეს ვერ ვიცხოვრებდით

2. 7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ

3. ექსპერიმენტი, რომელმაც შემთხვევითი აღმოჩენა გამოიწვია

4. კორეული გათბობის სისტემა – თბილი იატაკები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა

5. სამსუნგმა გამოიგონა ლარნაკი, რომელიც ხანძარს აქრობს

6. „რადიტორი“ – მომაკვდინებელი ენერგეტიკული სასმელი, რომელიც ასი წლის წინ „აფრთიანებდა“

7. 20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ

8. ღობე რომბებით - ვინ გამოიგონა და რა არის მისი საიდუმლო

9. მარტივი იდეა, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

10. 10 ფილმი ნამდვილ მეცნიერებზე, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
0
140
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
140