x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
რა მოხდება, ჩვენმა ტვინმა 100%-ით რომ იმუშაოს?

რა არის ადამიანის ტვინი? ანტენა ამ სამყაროს აღქმისთვის? რთული ბიოქიმიური მექანიზმი, რომელიც უზარმაზარი ენერგიის აკუმულირებას ახდენს, ინფორმაციის შესაქმნელად? აგრეგატორი, რომელიც სულს, ფიზიკურ სამყაროსთან, ურთიერთობის საშუალებას აძლევს? – ამასთან დაკავშირებით, ვერსიებისა და ჰიპოთეზების დიდი რაოდენობა არსებობს. თანამედროვე მეცნიერება, მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის ჩვენი ტვინის შესაძლებლობები და მისი ფუნქციების საზღვრებს.


image


საქმე იმაშია, რომ ადამიანის სიცოცხლეში, მისი ტვინის შესწავლა რთულია, რადგან საკუთარ თავზე, სხვადასხვა პრეპარატებით ექსპერიმენტის ჩატარებაზე, ცოტა თუ დათანხმდება... და საერთოდ, ასეთი რამ, არაჰუმანური არის. ხოლო, თუ სადმე მსგავსი კვლევები ტარდება, – ის მკაცრად გასაიდუმლოებულია.

ახლა უკვე დადასტურდა, რომ ადამიანის ტვინი, თავისი მაქსიმუმის, 20-25% მუშაობს. ადრე ითვლებოდა, რომ ეს მაჩვენებელი, 10 % –ს არ აღემატებოდა. მაგრამ, 2019 წ. ამერიკელი, იაპონელი და ავსტრალიელი ნეიროფიზიოლოგები და ფსიქოლოგები, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს ასე არ არის.

და რა მოხდება, რომ ერთ დღეს, წარმოუდგენლად ნიჭიერი ადამიანი დაიბადოს, რომლის ტვინი 50 ან 100 % იმუშავებს? – ამ საინტერესო კითხვაზე პასუხის გაცემა, ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები შეეცადნენ:

ტვინის 40 % დატვირთვის შემთხვევაში – ადამიანი საკუთარი სხეულის ნებისმიერი ქსოვილის დაზიანების რეგენერაციას შეძლებდა.
50 %–ის შემთხვევაში – ექსტრასენსორული შესაძლებლობები დაიწყებდა განვითარებას. ტელეკინეზი, ტელეპათია, ლევიტაცია – ადამიანისთვის პრობლემა არ იქნებოდა.
60 %–ის შემთხვევაში – ადამიანის მეხსიერება ექსტრემალურ დონეზე შეძლებდა მუშაობას. საკმარისი იქნება ტვინის ინტერნეტთან, სპეციალური სენსორების გამოყენებით დაკავშირება და ის, ფაქტობრივად, ინფორმაციის გადმოტვირთვას და მისი დამახსოვრებას დაიწყებს.
70-80 %–ის შემთხვევაში – ექსტრასენსული შესაძლებლობები შესამჩნევ დონეს მიაღწევს. ადამიანი მატერიის და სტიქიების გააკონტროლოს შეძლებს.
90 %–ის შემთხვევაში – ადამიანი ობიექტების დანგრევას და შექმნას, ელემენტარული ნაწილაკების ნაკადის გამოყენებით შეძლებს. სავარაუდოა, რომ ტვინის აქტივობის ასეთი დონის შემთხვევაში, ადამიანის ენერგეტიკულ-ინფორმაციული არსება იქნება და მისთვის ფიზიკური სხეული საჭირო აღარ იქნება.
100 %-იანი ნაყოფიერება – იდეალური გონებაა, რომელსაც ამ და სხვა სამყაროს, მილიარდობით ცივილიზაციის მიერ, დაგროვილი ცოდნის დამახსოვრება შეუძლია.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი თეორიები მეტად ზედაპირული და დაუსაბუთებელია. მაგრამ, იგივე მეცნიერები, ამაზე არ შეჩერდნენ, კვლევა განაგრძეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანის ტვინის მხოლოდ 20-25%-ით მუშაობის მიზეზი ენერგიის ნაკლებობაა. არსებული დატვირთვის პირობებში, ტვინი სხეულის ენერგიის, დაახლოებით, 40 % ხარჯავს. ხოლო, მისი განვითარების და ფუნქციების გაზრდის შემთხვევაში, ფიზიკური სხეული, მაგ., ტვინის 50 %–იანი ნაყოფიერების შემთხვევაში, სრულიად გამოიფიტება. ასე, რომ, ჩვენი სხეული, მაგიის და სხვა ექსტრასენსორული შესაძლებლობების დაუფლებისთვის, შესაფერისი არ არის! ყოველ შემთხვევაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართა ვერსიის მიხედვით.


image

სხვა სიახლეები:


* საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩვენი სამყაროს და წარსულის შესახებ

* უძველესი ადამიანები ყველაზე უძველესები არ იყვნენ

* ისტორია, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
250
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0