x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
ჩინელი მილიარდერი ყველას და საკუთარ ოჯახსაც ატყუებდა, რომ ღარიბი იყო

რაც უფრო დიდი საიდუმლო, მით უფრო რთულია მისი შენახვა. "ღარიბი" ჩინელი ასეთ საიდუმლოს, საკუთარ ვაჟს 20 წლის მანძილზე უმალავდა... ბიჭი ვერც კი ხვდებოდა, რომ ცხოვრობდა მამასთან, რომელიც მილიარდერი იყო.


image


თუმცა, დადგა მომენტი და მამამ მას სიმართლე უთხრა. ხოლო, ამ უკანასკნელმა, ეს შოკისმომგვრელი ამბავი სოციალური ქსელით გაავრცელა და თან მტკიცებულების სახით, ფოტოებიც დაურთო. როგორც ახალგაზრდა წერს, მისი მამა გამუდმებით ვალებზე წუწუნებდა და თავის ღარიბულ ყოფას, ყოველთვის ხაზს უსვამდა. მაგრამ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ბიჭმა გაიგო მამულის შესახებ, რომელიც მამის და მისი ოჯახის საკუთრება იყო. ხოლო, თავად, სოფლის პატარა სახლში ცხოვრობდა...


image


ყველაფერი კი ასე დაიწყო: უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ბიჭი სამუშაოს შოვნას აპირებდა, სადაც ხელფასი 6000 იუანი (დაახლოებით, 850 დოლარი) მაინც ექნებოდა, რომ მამას ვალების გასტუმრებაში დახმარებოდა. მაგრამ, მას სამუშაოს პოვნა გაუჭირდა და მამა შვილს თავისი საქმის გაგრძელება შესთავაზა. თუმცა, რადგან მამა სულ წუწუნებდა, ახალგაზრდა მისი წინადადებით არ დაინტერესდა... მაგრამ, ეს მანამდე, ვიდრე მამამ ის საკუთარ ოფისში "გასაცნობად" არ წაიყვანა.


image


როგორც აღმოჩნდა, მამამისმა ეს ოფისი იყიდა და ის საკუთარ სახლად აქცია. ახლა იქ მისი ვაჟიც გადავიდა და საიდუმლოც აღარ არსებობს. სიღარიბეში გაზრდილი ახალგაზრდა, დღეს სახლში ცხოვრობს, რომელშიც კარაოკე–ოთახი, 50 000 იუანის (7 000 დოლარი) ღირებულების აკვარიუმი და ლიფტებია.

გარდა ამისა, როგორც ახალგაზრდა ამბობს, მისი ოჯახის საკუთრებაში 8 ავტომობილიც არის.


image


მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი მამის ოფისში მუშაობს, აღიარებს, რომ მისი ხელფასი, იმ თანხაზე ნაკლებია, რომლის გამომუშავებასაც აპირებდა და რომ ის, ისევ სტუდენტობის დროინდელი, ელექტრო მოტოციკლით გადაადგილდება.



image

სხვა სიახლეები:


* ვანგამ უცხოპლანეტელებთან კონტაქტის თარიღი დაასახელა

* ილონ მასკმა ეგვიპტის პირამიდების საიდუმლო გაამხილა

* არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც ჯერ კიდევ საიდუმლოს წარმოადგენს

* ინგლისური სახალისო ისტორიები



0
127
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0