x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
როგორ გამოიყურება 2 000 კალორია სწრაფი კვების პროდუქტების სახით
აშშ–ს საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტო გვირჩევს, დღეში დაახლოებით 2 000 კალორია მივიღოთ. რა თქმა უნდა, როცა სახლში ვამზადებთ, ამის გამოთვლა და განხორციელება საკმაოდ მარტივია.



ზოგჯერ გვინდა არა შინ მომზადებული, არამედ არაჯანსაღი, მაგრამ რატომღაც ძალიან გემრიელი საკვები პოპულარული სწრაფი კვების რესტორნებიდან. ჩნდება კითხვა: მენიუდან რამდენიმე კერძი საკმარისია, რომ საშუალო დღიური კალორიები მივიღოთ?



image

ამ ფოტოსერიაში ნაჩვენებია, როგორ გამოიყურება 9 ამერიკული სწრაფი კვების ქსელის საკვები, რომელიც 2 000 კალორიას შეიცავს. ბევრ ფოტოზე მხოლოდ ერთი პორციაა ნაჩვენები, მაგრამ სინამდვილეში თითოეულ მათგანზე ყველაფერია, რისი ჭამაც რეკომენდებულია მთელი დღის განმავლობაში.



სტარბაქსი (Starbucks)


image

მოკა თეთრი შოკოლადით, სენდვიჩი სოსისით და ჩედერით, ბერძნული იოგურტი ალუბლით, მინი ტორტი მარილიანი კარამელით, ყავის ტორტი. კალორიები – 2030.



მაკდონალდსი (McDonald’s)

image

ქლაბსენდვიჩი ქათმით და ბეკონით, დიდი კარტოფილი ფრი, მოცარელას ჩხირები სოუსით, მაკფლარი ორეოს ორცხობილით. კალორიები – 2010.



საბვეი (Subway)

image

დიდი იტალიური საბი ყველით, ექვსდიუმიანი კვერი ბეკონით, სალათის ფოთოლით, პომიდვრით და ყველით, ჩიფსი, შვრიის ორცხობილა ქიშმიშით. კალორიები – 2010.



შეიკ შაკ (Shake Shack​)

image

ორმაგი შაკბურგერი, კარტოფილი ფრი ყველით, შეიკი მიწისთხილის კარაქით. კალორიები – 2200.



ქეი ეფ სი (KFC)

image

ორმაგი სენდვიჩი, დიდი პოპკორნ–ნაგეტსი, დიდი კარტოფილის პიურე საწებლით, დიდი მაკენდჩიზი და დიდი კომბოსტოს სალათი. კალორიები – 2940.



ტაკო ბელი (Taco Bell)

image

ქუესარიტო საქონლის ხორცით, სამფენიანი ნაჩოსი, რბილი ტორტილა საქონლის ხორცით, კარტოფილი ყველით, ტოსტადა სანელებლებით, დიდი სოდიანი სასმელი. კალორიები: 2080



ბურგერ ქინგი (Burger King)

image

ორმაგი ვოპერი ყველით, დიდი კარტოფილი ფრი, დიდი ხახვის რგოლები, 2 შვრიის ორცხობილა ქიშმიშით, დიდი კოკა–კოლა. კალორიები – 2990.



ვენდისი (Wendy’s)

image

ბეკონის ბურგერი, ცხარე ქათმის ნაგეტსი, დიდი კარტოფილი ფრი, პატარა ნაყინი, ლუდი. კალორიები: 2480



ფაივ გაისი (Five Guys)

image

ჩიზბურგერი ბეკონით, დიდი კარტოფილი ფრი. კალორიები – 2230.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ ავირჩიოთ ნატურალური ჩირი?

2. 7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ

3. გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე!

4. 5 გემრიელი სოუსი სალათებისთვის

5. აი, როგორ გამოიყურება ჭიქა ჩაი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
20