x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რაში სჭირდება ილონ მასკს მარსი? – წითელი პლანეტის იდუმალებით მოცული ისტორია

საიდუმლო არ არის, რომ მარსი ძალიან ჰგავს დედამიწას, თუ ამ უკანასკნელზე, რამდენიმე ბირთვულ ბომბს ავაფეთქებთ და ატმოსფეროს უმეტესობას გამოვწოვთ, წითელი პლანეტის ორეულს მივიღებთ. განსხვავება ის არის, რომ მარსის გრავიტაცია, დედამიწის მიზიდულობის მხოლოდ 38% და იქ, გამუდმებით ძლიერი ქარი ქრის.


image


ერთი სიტყვით, არც ისე სასიამოვნო ადგილია. ხოლო, იქამდე მისასვლელად, 210 დღე არის საჭირო და ამდენივე – დასაბრუნებლად. მაგრამ, თუ რამე გეგმის მიხედვით არ წავა, შეიძლება ფრენა მხოლოდ ერთი მიმართულებით განხორციელდეს... მაგრამ, იმის დაშვებაც შეიძლება, რომ მომავალში, კაცობრიობამ მარსის ტერაფორმირებაც (დედამიწის მსგავსად ფორმირება) მოახდინოს. თუმცა ეს, შეიძლება, იქაურ აბორიგენებს არ მოეწონოთ...


imageპირამიდები მარსზე


შეიძლება, დღეს ეს არც ისე დამაჯერებლად ჟღერს. მაგრამ, არსებობს გარკვეული ალბათობა, რომ წითელ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობს... ამიტომ, მარსის კოლონიზაცია, შეიძლება, ევროპელების მიერ, ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაცის შევადაროთ და სავსებით შესაძლებელია, რომ დედამიწიდან ჩასულებს, იარაღით ხელში მოუხდეთ თავდაცვა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ილონ მასკი მარსის მისიაზე უარს არ ამბობს და მის განხორციელებას 2030 წლისთვის გეგმავს... და ეს მილიარდელის უბრალო აკვიატება სულაც არ არის!

ის რომ მარსზე სიცოცხლე არსებობს, ამაზე არაერთი ფაქტი მეტყველებს. ასე, მაგ., 120 წლის წინ, ასტრონომმა სკიაპარელიმ მარსზე კონტურები დაინახა, რომელმაც არხების («canali») სახელი მიიღო. თავისი ფორმით, ეს არხები ძალიან განსხვავდება ბუნებრივი წარმონაქმნებისგან და უფრო ხელოვნურ ობიექტებს ჰგავს და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე XX საუკუნის შუა წლებში, ამერიკელმა ასტრონომმა ლოველმა, პლანეტის ზედაპირზე, საკუთარ დაკვირვებაზე დაყრდნობით, დაადასტურა, რომ ამ წარმონაქმნებს მართლაც ხელოვნური წარმომავლობა აქვს და აღნიშნა, რომ მისი ფორმირება, ბუნებრივი ფაქტორების ზეგავლენით, ვერანაირად მოხდებოდა.


imageსკიაპარელის არხები


საკვირველია, მაგრამ ჩვენი ცივილიზაციის ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად, დღეს მარსის ზედაპირზე მხოლოდ მთების და დაბლობების დანახვა კი არა, უძველესი წყალდიდობის შედეგად, წარმოქმნილი ქვაბულების დანახვაც კი არის შესაძლებელი. გარდა ამისა, თანამგზავრების მიერ მოწოდებულ სურათებზე, დამკვირვებლებმა "არქიტექტურული" ძეგლების გარჩევაც კი შეძლეს. მაგ., სწორი ფორმის პირამიდები, ფუნდამენტის საძირკვლები და ა. შ. აშკარად, ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტებია, რომელთა მიღება, ზუსტი გეომეტრიული ფორმების გამო, ბუნებრივად შეუძლებელია.

ახლა კი, ყველაზე გასაოცარი ინფორმაცია. 2012 წელს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მარსის ატმოსფეროში მეთანი აღმოაჩინა. რა არის განსაკუთრებული ამ გაზში? – ის, რომ ეს აირი მხოლოდ ორგანული ნივთიერებების დაშლის შედეგად წარმოიქმნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წითელ პლანეტაზე ორგანული სიცოცხლე, საკმაოდ დიდი რაოდენობით არის.


imageმარსის ზედაპირი


დღეს მეცნიერების ერთი ნაწილი თანხმდება, რომ კაცობრიობის სამშობლო დედამიწა არ არის*... და ეს შეიძლება მარსიც იყოს. იქ მომხდარი კატასტროფის შემდეგ, მოსახლეობის ერთი ნაწილი, ალბათ დედამიწაზე დამკვიდრდა. ხოლო ვინც დარჩა, პლანეტის უსიცოცხლო ზედაპირის ქვეშ მოწყობილ ნაგებობებს შეაფარეს თავი, ან თავშესაფარი შემდეგ მოაწყვეს. დროთა განმავლობაში კი, ადაპტირება შეძლეს და უფრო მაღალი ვიბრაციის სიხშირის პირობებში, ცხოვრება შეძლეს... და თუ ეს მართლაც ასეა, ნამდვილად ღირს მარსზე გამგზავრება და იქაური ტექნოლოგიების დედამიწაზე გადმოტანა, რათა ჩვენი ცივილიზაციის განვითარება დაჩქარდეს და საფრთხის შემთხვევაში, კაცობრიობას გადარჩენის შანსი ჰქონდეს. ხოლო ის ადამიანი, ვინც ასეთ ტექნოლოგიებზე წვდომას მიიღებს, მხოლოდ სამუდამოდ კი არ ჩაიწერს საკუთარ სახელს ისტორიაში, ის მასში, ყველაზე ძლევამოსილი ადამიანის სახელს დაიმკვიდრებს.


* ამერიკელი ეკოლოგი ელის სილვერი თავის წიგნში – «ადამიანები დედამიწიდან არ არიან: მტკიცებულებების მეცნიერული შეფასება», ამტკიცებს, რომ ყველა ფაქტის მიხედვით, ადამიანი მიწიერი ევოლუციის პროდუქტი არ არის და რომ, კაცობრიობის წარმოშობა, სამყაროს სხვა კუთხეში მოხდა. ხოლო, მოგვიანებით, სიცოცხლის ეს ფორმა დედამიწაზე გადმოვიდა. გაგრძელება >>>



image

სხვა სიახლეები:


* საიდან გაიგეს აცტეკებმა მარსზე მომხდარი კატასტროფის შესახებ?

* "სამი დღე მარსზე" – რა თქვა ასტრონავტმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე?

* 5 ტესტ–გამოცანა გონების შესამოწმებლად (პასუხები აქვს)

* ინგლისური სახალისო ისტორიები



0
390
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0