x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გრიპი ახალგაზრდებსაც არ ინდობს-დასახელდა 20 წლის მოციგურავის გარდაცვალების მიზეზი
image


მოციგურავე ანასტასია სერედას გარდაცვალების მიზეზი გრიპის შედეგად გამოწვეული გართულება გახდა


მოკლე ტრასაზე ჩქაროსნული მოციგურავე, ანასტასია სერედა გართულებული გრიპის შედგეად გარდაიცვალა. 2022 წელს მან მოიგო ესტაფეტა რუსეთის თასზე. ის მხოლოდ 20 წლის იყო.

„რაც მოხდა მხოლოდ წინა დღეს გავიგეთ, ყველა კვლავ შოკშია. საახალაწლო არდადეგებამდეც ანასტასია გრიპით დაავადდა, შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, გაუმჯობესება არ მოხდა, რაღაც მომენტში კომაში ჩავარდა, გუშინ კი გარდაიცვალა. გვითხრეს, რომ მას გრიპი ჰქონდა“, - იუწყება რუსეთის ციგურების კავშირის პრესსამსახური.



image

სპორტსმენის დედამ გალინა სერედამ განმარტა, რომ მის ქალიშვილს სერიოზული გრიპი ჰქონდა.

„მას ჰქონდა A ტიპის გრიპი და გადაიყვანეს საავადმყოფოში. შემდეგ კი იყო გართულებები: ცერებრალური შეშუპება და კომა, საიდანაც, სამწუხაროდ, ის ვეღარ გამოვიდა“, - თქვა იზვესტიასთან ინტერვიუში მოციგურავის დედამ.


imageფოტოზე: ანასტასია სერედა მარჯვნიდან პირველი



20 წლის სპორტსმენის პირველმა მწვრთნელმა, მარინა იაშინამ, „იზვესტიასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ისინი ერთი თვის განმავლობაში იბრძოდნენ ანასტასიას სიცოცხლისთვის:

- ძალიან ბევრს შრომობდა . შესაძლოა, სწორედ ამ ფონზე მოხდა ყველაფერი. გონება დღემდე ვერ აღიქვამს. A ტიპის გრიპმა ჩააგდო გოგონა. ერთი თვე იბრძოდა, ერთი თვე კომაში იყო.

მაგრამ რას ამბობენ ექიმები და ექსპერტები სპორტსმენის ავადმყოფობაზე, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი პაველ ვორობიოვი აღნიშნავს:


-ის ფაქტი, რომ სპორტსმენი გარდაიცვალა, განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს. საქმე ძლიერ ჯანმრთელობაზე არ არის..ეს მხოლოდ ზოგადი ბიოლოგიური რეაქციაა გრიპზე.” ზოგისთვის ის გამოხატულია, ზოგისთვის ნაკლებად გამოხატულია“, - ამბობს ვორობიევი.

ინფექციონისტი გეორგი ვიკულოვი აღნიშნავს, რომ გრიპით სიკვდილი ახალი არ არის. ის ბევრს საფრთხეს უქმნის.


-ზოგიერთ შემთხვევაში, გრიპი საკმაოდ აგრესიულ ხასიათს იღებს თუნდაც იმ ადამიანებში, ვისაც მანამადე იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები არ ჰქონია. ეს არის გრიპის მზაკვრობა. სპორტსმენებში, რომლებიც ემზადებიან შეჯიბრებისთვის, ინტენსიური ფიზიკური აქტივობა ასუსტებს იმუნურ სისტემას და ისინი შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ სხვადასხვა ინფექციებზე.

0
100
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0