x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
"ვის რაში ჭირდება ახლა სტალინის მორწმუნედ წარმოჩენა? -თამაზ ლომიძე და ამ დროს რას ამბობდა სტალინზე ილია მეორე?
image

"ფარული ქრისტიანობა არის სრული აბსურდი. ის ზღაპრები, რომ რუსეთის ბოროტების იმპერიის შემქმნელი სტალინი ან ვინმე სხვა მისნაირი ჩუმ-ჩუმად სახარებას კითხულობდა და ფარულად ქრისტიანი იყო, არის მკრეხელობა და სრული სისულელე. არ არსებობს ქრისტეს ერთგულება ფარულად. თქვენ ანუ ჩემი მოწაფეები ხართ როგორც ანთებული სანთლები ან როგორც მთაზე დაშენებული ქალაქი, რომელიც ვერ დაიმალება და არც უნდა დაიმალოსო, გვასწავლის უფალი და კიდევ ამბობს: "ვინც მაღიარებს მე კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეციური მამის წინაშე" (მთ. 10, 32).
ვის და რაში უნდა სჭირდებოდეს ახლა სტალინის მორწმუნედ წარმოჩენა? - პასუხი ძალიან მარტივია: იმას, ვისაც მისი ბოროტი და შავბნელი საქმეების აღდგენა და გაგრძელება უნდა. კიდევ ერთხელ: სახარების მიხედვით სრულიად წარმოუდგენელია ფარული ქრისტიანობა. აბსურდია, ერთი ხელით ჯალათ ბერიას აგზავნიდე უდანაშაულო ხალხის დასაწიოკებლად და მეორეთი პირჯვარს იწერდე. მოეშვით მკრეხელობას."-წერს სოციალურ ქსელში ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი თამაზ ლომიძე.
შეგახსენებთ, პარტია ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა სამების ტაძარში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.სადაც ერთ-ერთ ფრაგმენზე ისოებ სტალინი გამოხატული, სხვათა შორის ანალოგიური ხატი ს, თავდაპირველად, 2008 წელს, სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ეკლესიაში
image
აი რას ამბობდა ილია მეორე ინტერვიუში, სტალინის შესახებ რუსეთში ვიზიტის დროს, რომელიც 2013 წლის ივლისში შედგა.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა რუსეთის პატრიარქსა და რუსეთის პრეზიდენტს.

“მან შესანიშნავად იცოდა ქართული ენა, ქართული სიმღერები, საგალობლები. როდესაც ის გარდაიცვალა, მე სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი. და ჩვენ ყველანი ვიდექით სააქტო დარბაზში და ვტიროდით, როდესაც მას ასაფლავებდნენ.


სტალინის პიროვნებაზე ჩვენ ბევრს გვიამბობდა ჩვენი რექტორი კონსტანტინ რუჟიცკი, რაც მას გაგებული ჰქონდა უწმინდესი პატრიარქი ალექსი პირველისგან. ალექსი I, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, განსაკუთრებული ადამიანი იყო, დიდ კულტურითა და სულიერებით. ის ძალიან აფასებდა და უყვარდა სტალინი.


ერთხელ, როდესაც სტალინმა ის მიიღო, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, მიმართა მათ: “რაში გჭირდებათ დახმარება?” და მათ უპასუხეს, რომ მადლობელი იყვნენ იმისთვის, რომ მან ნება დართო გაეხსნათ ტაძრები. მან კი უპასუხა: “არა, ეს საკმარისი არ არის. გახსენით სასულიერო სემინარიები და აკადემიები”. ეს თვითონ მან თქვა. ის ხომ თავად იყო სემინარიელი. მან იცოდა სასულიერო განათლების ფასი, სტალინი გამორჩეული პიროვნებაა. ასეთები იშვიათად იბადებიან. მან იცოდა რუსეთის მნიშვნელობა, გლობალური მნიშვნელობა.



რა გააკეთა სტალინმა საქართველოსთვის? მე ასეთი მოსაზრებაც მითხრეს, რომ სტალინს საერთოდ არ აინტერესებდა საქართველო და მას მეტის გაკეთება შეეძლო. თუმცა, როგორც ვიცი, მის დროს ტაძრებიც კი გაიხსნა.


-ყველასთვის ერთნაირი იყო, ყველას ერთნაირად ეპყრობოდა. მან საქართველო განსაკუთრებულად არ გამოყო. მეორე მსოფლიო ომის დროს პროცენტულად ყველაზე მეტად ქართველები დაიღუპნენ. მორწმუნე იყო, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ასე ვფიქრობ'.– განაცხადა ილია მეორემ. (შენიშვნა:ილია მეორეს სრული ინტერვიუ იხილეთ ამ ბმულზე)

7
367
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
367
  
8 იანვარი, 14:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დავით green-ის კომენტარზე
8 იანვარი, 12:03
ვაა კლავიატურის ლომო, ერთი შენი საკონტაქტო მომწერე
8 იანვარი, 3:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დავით green-ის კომენტარზე
8 იანვარი, 3:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დავით green-ის კომენტარზე
8 იანვარი, 3:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დავით green-ის კომენტარზე
8 იანვარი, 0:12
ძაღლი მიაკვდა სულში სტალინსაც და ყველა მის მეხოტბეს ზევიდან.
მაგ სულ აძაღლებულის დამსახურებით თურქეთს,აზერბაიჯანს,რუსეთს ,სომხეთს რა ტერიტორიები გადაეცა დაგავიწყდათ? ავტონომიები ვინ შექმნა ამ ერთ მუჭა ქვეყანაში? მართლა იმბეცილები ხართ თუ რა ხდება რაშია საქმე
7 იანვარი, 18:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7