x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"გამჭვირვალე ჩაცმულობას, კაბების ფრიალს და ტლინკაობას, ქართულთან საერთო არაფერი აქვს"-ამირან სალუქვაძე
imageგენერალი და სამხედრო ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში ხალხური ცეკვის ფრაგმენტს აზიარებს და წერს, რომ " ქალების გამჭვირვალე ჩაცმულობას, კაბების ფრიალს და ტლინკაობას, ქართულთან საერთო არაფერი აქვს."



"თითქოს ქართული მუსიკაა. სხვა დანარჩენს, ქალების გამჭვირვალე ჩაცმულობას, კაბების ფრიალს და ტლინკაობას, ქართულთან საერთო არაფერი აქვს.
თუ უნდათ მინი კაბები ჩააცვან მოცეკვავეებს, ყირამალა აკოტრიალონ, ტანვარჯიშის და ბალეტის ელემენტები შეიტანონ, პრობლემა არაა, ოღონდ თავისი სახელი დაარქვან, ქართული ცეკვების სახელებისგან განსხვავებული და მუსიკაც საკუთარი დაწერონ."-წერს ამირან სალუქვაძე.
როგორც აღმოჩნდა, ეს არასტანდარტული ცეკვა საზოგადოების უმეტესობასაც არ მოეწონა:
"ჭინკების ცეკვა"
"რას ტლინკაობენ, ეს არის ქართული ცეკვა?"

"ეს რა არის?? აერობიკააა?"
"სულ გაუბერეს რა"
"სამარცხვინო უნიჭობა"
"ესენიც ებრძვიან ეროვნულობას? ცეკვის გარდა ყველაფერია.ასეთი სულელური არაფერი მინახავს.ეს არ არის თანამედროვე ცეკვა.საფლავში გადატრიალდებიან ნინო და ილიკო."-წერენ სოციალურ ქსელში.
image

ცნობისთვის, საუბარია აფხაზეთის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლზე, რომლის მხატვრულ ხელმძღავნელი გახლავათ სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, აფხაზეთიდან დევნილი ბაჩანა ჭანტურია, რომელმაც ანსამბლის პროგრამა მთლიანად შეცვალა.
image

ბაჩანა ჭანტურია:



"მთელი ჩემი ცხოვრება მინდოდა, აფხაზეთისთვის რამე გამეკეთებინა... სოხუმში დავიბადე. ძალიან მაძლიერებს ეს ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, როდესაც ბატონმა რუსლან აბაშიძემ (შენიშვნა:აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე) ეს შეთავაზება გამიკეთა, არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო, ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება გამეგრძელებინა, როგორც მოცეკვავეს. გადავწყვიტე, რომ ამ ანსამბლის განვითარებაში მთლიანად ვყოფილიყავი ჩართული.

სიმართლე გითხრათ, ამ შეთავაზებით ძალიან ბედნიერი დავრჩი, მაგრამ ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემი კუთხის, ჩემი საქმის, ჩემი ოჯახისა და საქართველოს წინაშე. ეს, უბრალოდ, „აფხაზეთი“ არ არის, ეს უბრალოდ ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი არ არის, ეს არის ხიდი, რომელმაც დიდი როლი უნდა ითამაშოს ჩვენი და აფხაზეთში დღეს მცხოვრები ადამიანების შერიგებაში, თანაცხოვრებაში, მეზობლობაში, ნათესავობაში. ხელოვნება არის გზა, რომელსაც შეუძლია ააშენოს მტრობით დანგრეული. სწორედ ეს პასუხისმგებლობა ვიგრძენი ბატონ რუსლანთან პირველი საუბრის დროს. მზად ვარ, ეს უმძიმესი ტვირთი ვატარო შესაფერისად... "



კონკრეტულად ცეკვას, რომელიც ამირან სალუქვაძემ გააზიარა, "ნიჟარები" ჰქვია.



0
379
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0