x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეცნიერებმა დაადგინეს ტუტანხამონის სამარხის აღმომჩენების სიკვდილის მიზეზი
image

მეცნიერებმა დაადგინეს ბრიტანელი არქეოლოგების იდუმალი სიკვდილის მიზეზი, რომლებმაც 100 წლის წინ აღმოაჩინეს და გახსნეს ეგვიპტელი ფარაონის, ტუტანხამონის საფლავი, . ათწლეულების მანძილზე ვრცელდებოდა ჭორები იდუმალი „წყევლის“ შესახებ, რომელიც მკვლევარებს თითქოს თან სდევდა და სწორედ ამის გამო დაიღუპნენ.



მრავალწლიანი ძებნის შემდეგ ტუტანხამონის საფლავი ბრიტანელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა და გახსნა 1924 წლის 3 იანვარს. ექსპედიცია ფულით ბრიტანელმა ბობოლამ, ჯორჯ ჰერბერტმა უზრუნველყო. სამარხში იპოვეს მრავალი ოქროს ნივთი, ეტლი, სამეფო ტახტი, ვაზები, რამდენიმე სკივრი და ძვირფასი ნივთები. კარზე იყო წარწერა „ნებხეპურა“, რაც სალოცავს ნიშნავს.აღმოჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ყველა, ვინც ამ აღმოჩენასთან იყო დაკავშირებული დაიღუპნენ. მათ შორის იყო თავად კარტერიც.


ჯორჯ ჰერბერტი მოულოდნელად გარდაიცვალა წინა წელს. ოფიციალური ვერსიით - სისხლის მოწამვლისგან. 1923 წელს გარდაიცვალა ეგვიპტის პრინცი ალი კამელ ფაჰმი ბეი, ხოლო 1924 წელს რადიოლოგი სერ არჩიბალდ დუგლას-რიდი. არქეოლოგი არტურ მეისი გარდაიცვალა 1928 წელს, ხოლო ჰოვარდ კარტერის მდივანი რიჩარდ ბარტელი გარდაიცვალა 1929 წელს.


image

მეცნიერები თვლიან, რომ მკვლევარები დაიღუპნენ "გამოქვაბულის დაავადებით სოკო Aspergillus-ით, რომელიც სამარხში იქნა აღმოჩენილი. ასეთ პირობებში სოკო ძალიან დიდხანს ცოცხლობს და გარდა ამისა, იზრდება მისი ვირულენტობა, რა დროსაც აზიანებს სასუნთქ გზებს.


თუმცა ყველას სიკვდილის მიზეზი სოკო Aspergillus-ი არ გახდა, მაგალითად, პრინცი ალი კამელ ფაჰმი ბეი საკუთარმა ცოლმა მოკლა, ხოლო რადიოლოგმა არჩიბალდ დუგლას-რიდმა მიიღო რადიაციის დიდი დოზა.

გარდა ამისა, თავად მკვლევარი კარტერი გარდაიცვალა 1939 წელს 64 წლის ასაკში კიბოთი. სერჟანტმა რიჩარდ ადამსონმა კი, რომელიც იცავდა სამარხის შესასვლელს, იცოხლა დიდხანს, 1982 წლამდე.

კარტერის კომპანიონი, ლორდ კარნარვონი შეიძლება მომკვდარიყო Aspergillus-ით.

image

მსგავსი ბედი ელოდათ კიდევ ერთი სამარხის - ლიტვის პრინცის, კაზიმირ იაგელონჩიკის საფლავის გათხრის მონაწილეებს - ისინი ფილტვის ინფექციით დაიღუპნენ და სწორედ Aspergillus-ი შეიძლება გამხდარიყო მათი სიკვდილის მიზეზი.



ამრიგად, ჭორები ტუტანხამონის წყევლის შესახებ მხოლოდ მითად შეიძლება ჩაითვალოს.


0
335
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0