x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ვარსკვლავები, რომლებმაც "დაკარგეს" დიდი თანხა
შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.




image



ზოგიერთი მსახიობი ხშირად თამაშობს აზარტული მოთამაშეების როლებს ფილმებში და ხანდახან, პერსონაჟის უკეთ შეგუების მიზნით, აზარტულ თამაშს იწყებს. რის შემდეგაც ხდება უკვე ცხოვრებაშიც მასზე დამოკიდებული. თუმცა, დამოკიდებულება შეიძლება გაჩნდეს სხვა გარემოებებშიც.


დღევანდელ სტატიაში გეტყვით ასეთი ვარკვლავების შესახებ, რომლებმაც ამ გზით "დაკარგეს" უზარმაზარი თანხები.



ვარსკვლავები, რომლებმაც "დაკარგეს" დიდი თანხა





1. მეთ დეიმონი. image

მეთ დეიმონი ანდერგრაუნდ პოკერის კლუბის წევრი იყო, რომელშიც ასევე შედიოდნენ ტობი მაგგუაირი, ლეონარდო დიკაპრიო და ბენ აფლეკი. მათი თქმით, ვინც დეიმონთან თამაშობდა, ის თითქმის არასოდეს იგებდა. ფილმში Rounders როლის შესრულებისას მან $25000-ზე მეტი დაკარგა.





2. ლეონარდო დიკაპრიო.image

ლეონარდო დიკაპრიო უფრო ფრთხილი იყო, ვიდრე მეთ დეიმონი. პოკერის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა მასზე: "ის ძალიან ყურადღებიანი სულელია". თუმცა, ამან მაინც ვერ დაიცვა მსახიობი დანაკარგისგან: ერთხელ მსახიობმა ამ გზით 50 000 დოლარი წააგო.





3. გლედის ნაითი. image

ამერიკელი მომღერალი გლედის ნაითი ასევე ცნობილია აზარტული თამაშების მიმართ სიყვარულით. 2006 წელს მას გაუმართლა და მოიგო $60 000, რომელიც თითქმის მაშინვე წააგო გვერდით მაგიდაზე. რის გამოც მომღერალმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება, მაგრამ მათ მისვლამდე მან კიდევ $45 000 წააგო.





4. გარიკ ხარლამოვი.

image

კომიკოსი გარიკ ხარლამოვი არ დადის კაზინოებში, მაგრამ თამაშობს ონლაინ პოკერს. ხარლამოვის ყოფილმა მეუღლემ იულია ლეშჩენკომ თქვა, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში ებრძოდა ქმრის დამოკიდებულებას. ”მან მოახერხა 5 მილიონ რუბლზე მეტის წაგება ონლაინ პოკერში”- ამბობს იულია.





5. ჩარლზ ბარკლი. image

ცნობილი კალათბურთელი ჩარლზ ბარკლი ხშირად სტუმრობს ლას-ვეგასის საუკეთესო კაზინოებს. მისი თქმით, 10 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა აზარტულ თამაშებზე და გაჩერებას არ აპირებს, რადგან ამის სურვილი არ აქვს.


1
159
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
159
  
25 იანვარი, 22:04
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1