x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ქართველი "ვაი" ექსპერტები რუსული ტანკების ცხურებიანი კონსტრუქციით გადახურვაზე "ღლიცინებდნენ", არა და სულ ტყუილად
image
2011 წელს პირველად გამოჩნდა რუსული ტანკების ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც რუსული ტანკების კოშკურებზე დაყენებულია ცხაურებიანი გადახურვა, რომელმაც იდეაში ტანკი უნდა დაეცვა ტანკსაწინააღმდეგო, მართვადი სარაკეტო კომპლექსების რაკეტებისგან.


როცა აღნიშნული ტანკები გამოჩნდა რუსეთ-უკრაინის ომში ქართველი ექსპერტები, სიცილით "იჭაჭებოდნენ", რუსებმა ტანკზე საქათმეები დაამონტაჟესო, მათ შორის თადარიგის გენერლებიც "ღლიცინებდნენ ამ
თემაზე.


მე მომიწია ასეთი კონსტრუქციის მქონე ტანკების დანახვამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების თეატრში.


ამერიკული "ჯაველინების" პირველი ვერსიების წინააღმდეგ ეს კონსტრუქცია საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, თუმცა მეორე და მესამე თაობის "ჯაველინების", ებრაული "სპაიკების" წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.




ფრანგული "MMP"-ს წინააღმდეგ კი საკმაოდ მაღალი ეფექტურობა გამოავლინა.
თუ პირველი თაობის "ჯაველინი" უშუალოდ კოშკურაზე ვარდება პიკეზე გადასული, მოდერნიზებული ჯაველინები უკვე ტანკს ასე ვთქვათ
ცხელ" ასგილებში ურტყამს ძალიან მაღალი სიზუსტით და ეფექტურობით, ესაა ძრავის ნაკვთური, რომლიც დაცვის ფენასაც ანადგურებს და საწვავის აფეთქებას იწვევს, რაც ასევე იწვევს საბრძოლო მასალის დეტონაციას, რაც ტანკის ეკიპაჟს გადარჩენის შანსს არ უტოვებს.


"ჯაველინი" აფიქსირებს ტანკის "ცხელ" ადგილებს, მათ შორის ლულას, თუ მას ახალი გასროლილი აქვს ჭურვი და ხვდება მას, რასაც მწყობრიდან გამოყავს ტანკი და ეკიპაჟი საკმაოდ მძიმე კონტუზიით ტოვებს მას.

პატივცემულო ქართველო ექსპერტებო თუ ძალად ექსპერტებო, ვერცერთი თქვენგანი ჩემზე ვერ იტყვის რუსეთის მხარდამჭერიაო, რადგან მამასთან ერთად საკმაოზე მეტი მაქვს ნაბრძოლი პატარა ასაკიდან რუსებთან და სეპარატისტებთან/ არაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა კარგი და მით უფრო "ღლიცინი" თემაზე, რომელშიც კარგად არ ხართ ჩახედული.


როგორ ფიქრობთ მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ძლიერ და ტექნოლოგიურად მძლავრ ებრაულ "მერკავებს" რატომ დაუმონტაჟეს ებრაელებმა რუსული დამცავი ცხაურების მსგავსი კონსტრუქციები კოშკურებზე თუ ის ნაკლებად ეფექტურია?

"мамгал" ანუ მწვადის შესაწვავი მოწყობილობა, როგორც რუსები უწოდებენ მას მასიურადაა დამონტაჟებული ებრაულ ტანკებზე, რადგან ის მაღალეფექტურია თვითნაკეთი თუ ქარხნული წესით დამზადებული დრონი-კამიკაძეების წინააღმდეგ.

imageimage
ასე, რომ სანამ რამეს დაწერთ, ჯერ გაეცანით სხვა ქვეყნების ტანკებს და მერე "იღლიცინეთ" თემაზე, რომლის "გარტყმაში" არა ხართ პატივცემულნო!



0
299
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
299