x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134558
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
რატომ აქვთ წითელი და ყვითელი ფერი თითქმის ყველა კვების ობიექტს ლოგოტიპში?
ყველას შეგიმჩნევიათ, რომ სწრაფი კვების ყველა დიდ ობიექტებს აქვს წითელი ან ყვითელი ლოგოები? მაგრამ, დაფიქრებულხართ, რატომ?! არამარტო მაკდონალდსმა და ბურგერ კინგმა, არამედ ბევრმა, არც თუ ისე ცნობილმა ბრენდულმა კვების ობიექტმა, თავისი ლოგო წითლად შეღება და არა იმიტომ, რომ მათ აკლდათ კრეატიულობა. მიზეზი ფერის ფსიქოლოგიაშია.



რატომ აქვთ წითელი და ყვითელი ფერი თითქმის ყველა კვების ობიექტს ლოგოტიპში?


image



"კეტჩუპი და მდოგვის" თეორია ეფუძნება იმას, თუ როგორ რეაგირებს ჩვენი ტვინი გარკვეულ ფერებზე. შესაძლოა არ იცოდით, მაგრამ ტვინი ამუშავებს ფერს მანამ, სანამ სიტყვებს წაიკითხავს. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სწრაფი კვების ქსელებისთვის ლოგოში სწორი ფერის შერჩევა. ისინი კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდნენ - მეტი მომხმარებლის მოზიდვა.



მაგრამ, რატომ მაინცდამაინც წითელი და ყვითელი?


წითელი არის ფერი, რომელიც დაკავშირებულია აქტივობასთან. როდესაც ამ ფერს უყურებთ, გულისცემა მატულობს და მასთან ერთად მადაც. ხოლო, რაც შეეხება ყვითელ ფერს, ის ბედნიერებასთან ასოცირდება.



ორივე ფერი ადვილად შესამჩნევია კაშკაშა დღის შუქზეც კი. სწორედ ამიტომ, ყვითელი ლოგოს გამოყენება აადვილებს დაწესებულების დანახვას შორიდანაც. ეს ფერი ასევე ასტიმულირებს თქვენს მეტაბოლიზმს.



image


სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ადამიანები საჭმელს პროდუქტის ფერის მიხედვით უკვეთავენ. ექსპერტები თვლიან, რომ ამ ორი ფერის შეხამება ადამიანს შიმშილის გრძნობას უჩენს.



დასკვნა:
წითელი ფერი შიმშილის გრძნობას იწვევს, ყვითელი კი ბედნიერების, რაც გიბიძგებთ იყიდოთ საკვები მაშინაც კი, თუ არ გშიათ. ასე რომ, შემთხვევითი არ არის, რომ ყველა სწრაფი კვების ქსელს აქვს წითელი და ყვითელი ფერი გამოყენებული ლოგოებში.



0
154
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0