x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მაიას ცივილიზაციის ასტრონომებმა კოპერნიკს რამდენიმე საუკუნით დაასწრეს

image


მაიას ასტრონომებმა მზის სისტემის პლანეტების მოძრაობის პრინციპები, დიდი ხნით ადრე აღმოაჩინეს, ვიდრე კოპერნიკი, მათი მოძრაობის ჰელიოცენტრულ მოდელს შექმნიდა.*
"დრეზდენის კოდექსი", რომელიც XI საუკუნეშია შექმნილი, VIII საუკუნის მაიას ხელნაწერის ასლია. სწორედ ეს ხელნაწერი გახდა, ძველი ინდიელების ცივილიზაციის დამწერლობის გაშიფვრის გასაღები.
74 გვერდისგან შედგება და რელიგიურ და სამეცნიერო მონაცემებს შეიცავს. ასევე ინფორმაციას, ცერემონიების, დღესასწაულების შესახებ, მათემატიკური და ასტრონომიულ გამოთვლებს – "წინასწარმეტყველებას" მზის დაბნელების და ცაზე მთვარის მოძრაობის შესახებ.
სანტა–ბარბარას (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერი ჰერარდო ალდანა, "დრეზდენის კოდექსი" ყველაზე ნაკლებად ცნობილ ნაწილს – ვენერას ცხრილებს სწავლობს და აღმოაჩინა რომ, მასში პლანეტის მზის ირგვლივ მოძრაობის პერიოდის გარდა, ასევე გამოთვლილი იყო, გრძელვადიან პერიოდში, მისი მოძრაობის გრაფიკი, ასობით და ათასობით წლის შემდეგ, წარმოქმნილი ცდომილების გათვალისწინებით.
მაიას ცივილიზაციის ასტრონომებმა იცოდნენ, რომ ვენერა სწორედ იმ ადგილზე ბრუნდებოდა, სადაც მასზე დაკვირვებას იწყებდნენ და მისი მოძრაობის სინოდური პერიოდი 584 კი არა, 583.92 დღე იყო. ამ ციფრის გამოყენებით, მათ კორექტირების მნიშვნელობა და ფორმულა გამოიყვანეს, რომლის მეშვეობით, პლანეტის მდებარეობის გამოთვლა შეიძლება. ხოლო, გამოთვლების ასეთი ცხრილების შექმნას, ინდიელები ვერ შეძლებდნენ, პლანეტების მოძრაობის ჰელიოცენტრული სისტემის შესახებ რომ არ სცოდნოდათ.


* ზოგიერთ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ბავშვებს სკოლაში ასწავლიან, რომ სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემა ნ. კოპერნიკმა შექმნა, რაც სიმართლეს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება.
პირველი, ვინც აზრი გამოთქვა სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემის არსებობის შესახებ, იყო ძველი ბერძენი სწავლული არისტარქ სამოსელი (ძვ.წ.აღრ. 310-230 წწ.). მაგრამ, ამის დამამტკიცებელი დოკუმენტური მასალა არ არსებობს. გაგრძელება >>>


სხვა სიახლეები:


* ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ფაქტები ადამიანის სხეულის შესახებ

* კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)

10 "იდეალური" მკვლელობა, რომელიც ჯერ კიდევ გაუხსნელია

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
413
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0