x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი დღე-პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა
image


1993 წლის დეკემბერში დევნილ ზვიად გამსახურდიას სულ უფრო უძნელდებოდა მიმალვა სამთავრობო რაზმებისგან, თუმცა წინადადებაზე დაბრუნებულიყო ჩეჩნეთში, უარზე იყო, სამეგრელოს მთებში გადაადგილებისას, სიცივემ, წამლების და სანიტარული პირობების უქონლობამ უარყოფითად იმოქმედა პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე და მის თანმხლებ პირებზე, როგორც პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი იხსენებს, დეკემბრის შუა რიცხვებში ისინი იმყოფებოდნენ სოფელ ჯიხაშკარში, შემდეგ კი ბოლოს რამდენიმე დღე დაჰყვეს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა.



ძველი ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში იმყოფებოდა სულ 7 ადამიანი, მასპინძელი მეუღლით და შვილით, ზვიადი, გუგუშვილი და პრეზიდენტის ორი პირადი მცველი.-რობინზონ მარგველანი და ბაჩუკი გვანცელაძე.


კარლო ღურწკაიამ საკუთარი თვალით პრეზიდენტი მხოლოდ ერთხელ ნახა - პირველ დღეს, როცა ეზოში შეეგება. საძინებელში საჭმელი მის მეუღლეს მიჰქონდა, თუმცა ზვიად გამსახურდიას არაფერი უჭამია. მხოლოდ უკანასკნელ ღამეს ერთი ჭიქა ჩაი ითხოვა.



“ცუდად იყო. ავად რომ გახდება კაცი, როგორ იქნება? მოტეხილი, მოხრილი. დათრგუნვილი ჩანდა. ოთახში იყო და არ გამოსულა. იმ ამბის შემდეგ გავთავდი კაცი. მაგრად მიყვარდა. ასე რომ არ მომხდარიყო, დღემდე შევინახავდი სახლში”, - იხსნებდა კარლო ღურწკაია.









1993 წლის 31 დეკემბერს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მეორე სართულზე ეძინათ ერთ ოთახში, ხოლო მეზობელ ოთახში პირად დაცვას, როგორც გუგუშვული იხსენებს 00: 30 წუთზე გააღვიძა გასროლის ხმამ და გვერდით დაინახა გამსახურდია, რომელსაც საფეთქლიდან სისხლი მოსდიოდა, ხოლო ხელში პისტოლეტი ეჭირა.



" მე რომ ზვიად გამსახურდიასკენ მივიხედე, პისტოლეტის ლულიდან ჯერ კიდევ ბოლი ამოდიოდა. მეტიც, ჩვენ რომ ზვიად გამსახურდიას მივუახლოვდით, ლოგინის მეორე მხრიდან, მიცვალებულის სხეული ჯერ კიდევ მოძრაობდასავით, აი, სპაზმი, რომ ნელ ნელა დუნდება. სწორედ, ამიტომ იყო, რომ რობინზონი ეცა და ხელიდან გამოგლიჯა პისტოლეტი, იმიტომ, რომ იმას შეეშენდა, რომ ის კიდევ გაისროდა."


image



კარლო ღურწკაია ჰყვება, რომ ოჯახს პირველ სართულზე ეძინა, სტუმრებს მეორეზე. იხსენებს, რომ ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა ცოლმა გააღვიძა - ”ბრაგუნის ხმა” შემომესმაო, რასაც მალევე მოჰყვა ხმაური და შეძახილები მეორე სართულიდან. „კარლო ბიძია, გვიშველეო“, - დაიყვირეს სტუმრებმა. მასპინძელი იხსენებს, რომ ზვიად გამსახურდიას თავი სისხლში ჰქონდა გასვრილი, ოდნავ წამოწიეს, ერთხელ ამოისუნთქა და გარდაიცვალა


რობინზონ მარგველანიც იგივეს ამბობს წლების განმავლობაში რასაც ამბობდა, მათ შორის იგივე უპასუხა

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელსაც სათავეში ედგა ექს-პრეზიდენტის უფროსი ვაჟი კოკო გამსახურდია,


image

"

მე განვუმარტე კომისიას, რომ გასროლის შემდეგ პირველი ვიყავი, რომელიც შევვარდი ოთახში და მომაკვდავ პრეზიდენტს იარაღი ხელიდან ავვართვი.

იყო შეკითხვა, რომ იარაღი რატომ გაასუფთავეო? ეს კიდევ ერთი მტკნარი სიცრუეა, იარაღი არ გამისუფთავებია და არ გამიწმენდია, სადაც შევინახე იარაღი, იმ ოჯახის წევრმა ჯონსონ კვარაცხელიამ, ჩემს და მის შეთანხმებას უღალატა და იარაღი, უჩემოდ, როგორც მისგან ვიცი, გადასცა მანანა არჩვაძეს. „სტეჩკინის“ პისტოლეტთან ერთად გადასცა პრეზიდენტის ბეჭედი და გასროლილი მასრა.“



ბაჩუკი გვანცელაძეც დარწმუნებული არის, რომ ეს თვითმკვლელობა იყო.

ბაჩუკი გვანცელაძეს თქმით, გროზნოში პირად მცველთან სახლში მანანა არჩვაძე-გამსახურდია შვილთან ერთად მივიდა და სთხოვა, პრეზიდენტის მკვლელად მაშინდელი პრემიერი – ბესარიონ გუგუშვილი, დაესახელებინა. უარის შემდეგ კი შვილს დაავალა, რომ პირადი მცველისთვის ესროლა.

ცოტნე გამსახურდიამ აღაიარა, რომ მამის პირად მცველს მართლაც ესროლა, თუმცა, უარყოფს, რომ გვანცელაძის დაჭრის დავალება დედამ მანანა არჩვაძე გამსახურდიამ მისცა.


2009 წელს დაიწყო საპარლამენტო გამოძიება, რა დროსაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ გამოთქვა მკვლელობის კიდევ ერთი ვერსია-მოწამვლა, მისი თქმით გამსახურდია სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში უარს ამბობდა ჭამაზე, სვამდა მხოლოდ ჩაის და უჩიოდა მუცლის ძლიერ ტკივილებს.


ამასვე ადასტურებს გუგუშვილი, მისი თქმით გამსახურდიას ჰქონდა მუცლის ტკივილი და გაუვალობა, აგრეთვე აწუხებდა პროსტატიტი, თუმცა ოყნაზე უარი განაცხადა.



ბესარიონ გუგუშვილი გვარებს არ ასახელებს, თუმცა, საქმის კიდევ ერთ მთავარ მოწმეს – ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსს, რობიზონ მარგველანს, კარგად ახსოვს, ვინ წავიდა ექსპერტიზის წინააღმდეგ.

სამივე მთავარი მოწმე ამტკიცებს, რომ ექსპერტიზისა და გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, პასუხგაუცემელი კითხვები აღარ დარჩებოდა.

გამსახურდიას პირადი მცველი, რობიზონ მარგველანი, იხსენებს, რომ მინიშნება გროზნოში შესაძლო მოწამვლის შესახებ სიკვდილამდე მას პრეზიდენტმა თავად მიანიშნა.

image

2018 წლის მარტში რუსთავი -2-ის ეთერში გამსახურდიას პირადი მცველი ბადრი გოგელაშვილი პირველი პრეზიდენტის სიკვდილის ახალ ვერსიაზე ალაპარაკდა. ბადრი ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში უკვე მოკლული მიიყვანეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს.თუმცა საიდან იცის ეს ბადრიმ უცნობია, რადგან იგი ამ დროს გროზნოში იმყოფებოდა და პირადად არ მოსწრებია ამ ფაქტს.


2009 წლის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც სათავეში ედგა ექს-პრეზიდენტის უფროსი ვაჟი კოკო გამსახურდია, ორთვიანი კვლევის შემდეგ, რომელიც 8 ტომს შეიცავდა ვერც დაადასტურა და ვერც უარყო თვითმკვლელობა ან მკვლელობა.


2011 წლის იანვარში დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დაასკვნა, რომ ეს იყო მკვლელობა, 2015 წელს პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით.


ძიება დღესაც გრძელდება, თუმცა ჩიხშია შესეული და დიდი ალბათობით ვერც იქნება გამოძიებული, რადგან უამრავი ნივთმტკიცება დაკარგულია-იარაღი( ბოლომდე დაუდგენელი), მასრა, ტყვია, თეთრეული და სხვა, ამასთანავე გამსახურდიას ცხედარზე თავის დროზე არ ჩატარებულა სასამართლო სამედიცინო ქიმიური ან სხვა რელევანტური ექსპერტიზები.

image

2018 წლის 3 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფ. ძველ ხიბულაში კარლო ღურწკაიას სახლს, სადაც ზვიად გამსახურდიამ თავის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

3
169
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
169
  
4 იანვარი, 16:38
ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი თქვა მილიონჯერ, იმიტომ, რომ დარწმუნებულები არიან თავი მოიკლა თუ არა და არსებობს როსტოვის დასკვნა. ასე რომ, ყველაფერი დანარჩენი არის ზღაპარი და სისულელე
2023, 31 დეკემბერი, 22:47
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 31 დეკემბერი, 22:12
გამსახურდია მოკლა გია გულუამ, რობინზონიც იტყუება და გუგუშვილიც, რატომ არ ახსენებს ძმებ ჩუხუებს, რომლებმაც გამსახურდიას თვითმკვლელობამდე თუ მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ნახევას რაიონს მოსდეს ინფორმაცია, გამსახურდიამ თავი მოიკლაო.
ერთგული მცველები ჯერ ჯვარში და მეორე წყვილი ჯიხაშკარში ჩამოაცილეს.
0 1 3