x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ხალხის სიყვარული თუ გაქვთ, ნებისმიერ ბულვარში შეგიძლიათ იმღეროთ"-ლალი მოროშკინა
image


"-ვაი, ვაი

კონცერტზე არ გვეპატიჟებიანო...

აი სალამსაც არ გვეუბნებიან ამ ოდეს სალმიან ქვეყანაშიო...


ჰოო...

კონცერტზე გვეპატიჟებოდნენ კი არა, დონორი პაციენტის თირკმელივით გვჭრიდნენ ყველა არსებული, დაგეგმილი და სპონტანური ივენთიდან.

პირველ უკმაყოფილო კომენტარზე ოჯახს გვიტერორებდნენ,

მეორეზე დესტრუქციას გვიწყობდნენ და გვიჭერდნენ, მერე პროფილაკტიკისთვის გვამებზე გვასკოჩებდნენ, დესერტად კი ქუჩებში გვხრეტდნენ.

მაშინაც სალმიანი იყო ქვეყანა და 320.000 ადამიანი პირველივე სალამზე დილეგებში გამოამწყვდიეს, უახლოესი სანათესაო კი წლები მენტალურ დილეგში ამყოფეს.

საახალწლო დღეებია და გახსენებაც მზარავს "დაჩკის" კილომეტრიან რიგებში სიფრიფანა, ნერვებ დატყვევებული ჭირისუფლები წყლის სამლიტრიანი ავზებით და არა გოჭებით და მწვადებით, როგორც ახლა და

არანაირი პირადი პაემნები და არანაირი შეწყალება!

კონცერტზე არ გამღერეს?

იქნებ ისევ თქვენ გიფრთხილდებიან,

ე მანდ მსმენელი ისე არ გაღიზიანდეს თქვენი გამძღარი, წლების განმავლობაში რეჟიმის ხარჯზე ნაკვები სიფათით, ვაი რომ ნერვებმა უმტყუნოს და რაც ხელში უჭირავს მთელი ძალით გიწილადოს ცენტრისკენული აჩქარებით.

ბუმერანგი მურტალი რამეა, თან პირდაპირ კეფას უმიზნებს.

მოდი დატკბით ცხოვრებით, ხომ არავინ გდევნით ქვეყნიდან,

ცხოვრებიდან, სიცოცხლიდან, როგორც ჩვენ თქვენი

ბინძური

გურუს მმართველობის დროს.

ხომ არავინ გიჭერთ უხამსობაზე და შეურაცხყოფაზე?

ხომ არავინ გიტენით ჯიბეში ნარკოტიკს და იარაღს რომ სამუდამოდ დაგადუმოთ?

ასეა ეს.

ხალხის სიყვარული თუ გაქვთ, ნებისმიერ ბულვარში შეგიძლიათ იმღეროთ,

ხელოვნებას დღეს არავინ დევნის და არც ნებართვა ესაჭიროება.

მაგრამ შიში ოხერია...

ამაშია საქმე.

სე ლა ვი

P.S.დავასრულოთ ეს დაპირისპირება ერთხელ და სამუდამოდ.

აუუუ ერთსაც ჩავამატებ იმათთვის,

აი რაღა ცუდი უნდა გადმოიღოთო...

დღემდე! დღემდე კოკა-კოლის ოფისი ჩემს სიღნაღის ობიექტს არ აწვდის აქსესუარებს, რადგან მე მთავრობის მომხრე ვარ...

აი ასე!"-წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგი, ჟურნალისტი და ამჟამად ბიზნესვუმენი ლალი მოროშკინა.

0
234
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0