x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ჩვენს ცოლებსა და შვილებს უკვე გამოგლოვილი ვყავდით“ - მსახიობი გია ჯაფარიძე "ხარება და გოგიას" გადაღებას იხსენებს
image

გია ჯაფარიძე (ფილმში "ჩორტევოზნაეტ") კახეთში ფილმის "ხარება და გოგიას' გადაღების პროცესს იხსენებს.




„ფილმ „ხარება და გოგიას“ ტყის ეპიზოდების გადაღებისას მართლა ფირალებივით ვცხოვრობდით. მოსახლეობიდან არც მწვადი მოგვკვლებია და არც ხაჭაპური, ბოცების დაცლას ვერ ვასწრებდით, ისე მოდიოდა ახლები. ერთი შემთხვევა მაინც განსაკუთრებულად დამამახსოვრდა.


იმ ღამეს ვიქეიფეთ თელავში. „აფსაითი“ ერქვა იმ „პივნოი ბარს“, სადაც ნაბახუსევზე გამოვდიოდით რაკი გადაება დამთავრებული გვქონდა და თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით, დიდი ამბით გამოვეთხოვეთ „აფსაიდის“ მომსახურე პერსონალს იმ იმედით, რომ როდისმე ისევ შევხვდებოდით. ამ დროს თავზე დაგვადგნენ მეღვინეთუხუცესის ბიძაშვილები აწყურიდან, არა გრცხვენიაო? – დაუწყეს ნამუსზე შეგდება, მთელი კახეთი ყანწების სმით შემოიარეთ და ჩვენს უნახავად აპირებდი წასვლასო? – გესტუმრებით, არ არის პრობლემაო, – დაამშვიდა თედიაშვილმა აწყურული მეღვინეთუხუცესები. იმ ღამეს აწყურში შევუბერეთ.



image

მეორე დილას კვლავ გამოვეცხადეთ „აფსაითს“. კიდევ ერთხელ დავემშვიდობეთ, ახლა უკვე საფუძვლიანად, მაგრამ ახლა სხვა კარგმა ბიჭებმა შუამთის რესტორანში ამოგვაყოფინეს თავი. ჯერ ვიუარეთ, კოლელიშვილმა თქვა, რაღა მაინცდამაინც თელაველები უნდა გავანაწყენო აქაურმა კაცმაო და უარის მთქმელებს დაგვიბრიალა თვალები. ღამე იმავე სასტუმროში გავათენეთ, საიდანაც ოთხი დღის წინათ წავედით და ყველა ნაცნობს გულთბილად დავემშვიდობეთ.


არ დაიჯერებთ და კიდევ სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილებში გვეპატიჟებოდნენ საქეიფოდ. დილაობით ტრადიციულად „აფსაითში“ შევდიოდით და ნაცნობებს კიდევ ერთხელ ვემშვიდობებოდით. ბოლოს და ბოლოს მეექვსე დღეს(განაგრძეთ კითხვა)

0
427
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0