x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
რატომ არ შეიძლება სველი თმით დაძინება? - ეს უნდა იცოდეთ!
გახსოვთ, როგორ გვიკრძალავდნენ ბავშვობაში მშობლები გამუდმებით სველი თმით დაძინებას? მაგრამ ეს არ იყო უფროსების ჩვეულებრივი ახირება, არამედ სრულიად ადეკვატური აკრძალვა, რომლითაც გამოხატავდნენ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას.




image




ასაკის მატებასთან ერთად დავიწყეთ ამ წესის იგნორირება, რადგან ყოველთვის არ გვაქვს დრო, რომ დავიბანოთ თმა დილით, შუადღეს ან ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე. თუმცა, ასეთი ქმედებები, მართალია საკმაოდ უვნებელად გამოიყურება, მაგრამ ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება როგორც ჩვენი თმის მდგომარეობას, ასევე ზოგადად ჯანმრთელობას.



რატომ არ შეიძლება სველი თმით დაძინება? - ეს უნდა იცოდეთ!




1. თმის სისუსტე და მსხვრევადობა. image


როდესაც სველია, თმა ძალიან სუსტია და შეიძლება ოდნავი არასწორი მოძრაობითაც კი დაზიანდეს. ახლა წარმოიდგინეთ რა დაემართებათ მათ ღამით, როცა ძილში ტრიალებთ და ხახუნს შექმნით. კიდევ უფრო უარესია, თუ კულულებს ფუმფულა ბალიშში ჩადებთ იმ იმედით, რომ დილით ლამაზი კულულებით გაიღვიძებთ. შეეცადეთ დაიბანოთ თმა დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე, რათა ბუნებრივად გაშრეს, ან გამოიყენეთ ფენი – ამ სიტუაციაშიც კი ნაკლებ ზიანს მიაყენებს ის თქვენს თმას, ვიდრე სველი თმით დაძინება.





2. ცუდი ძილი. image

თუ გარეთ ყინავს ან თქვენს ოთახში კონდიციონერია ჩართული, სველი თმა გაგაციებთ. სიცივის შეგრძნება გამოიწვევს დისკომფორტს, რის გამოც თქვენ ვერ შეძლებთ კარგად იძინოთ და გაღვიძებას მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობთ. ასეთი შედეგების თავიდან ასაცილებლად თმა ფენით გაიშრეთ.





3. დაულაგებელი თმა. image

ალბათ ყველა გოგო აღმოჩენილა ისეთ სიტუაციაში, როცა სველი თმით დაუძინია, დილით კი ვერ ახერხებთ მათ სათანადო ვარცხნას. ეს იმიტომ ხდება, რომ ძილის დროს თმის ღერები იგრიხება და ამ მდგომარეობაში „რჩება“. თმის მოწესრიგება და თმის "დაყენება" შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაასველებთ მას, გააშრობთ ფენით და წაისვამთ შესაბამის პროდუქტებს.





4. სუსტი იმუნური სისტემა.image

იმისდა მიუხედავად, რომ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები წარმოიქმნება ვირუსების გავლენის ქვეშ, მაღალმა ტენიანობამ დაბალ ტემპერატურასთან ერთად შეიძლება ასევე გამოიწვიოს გაციების გაჩენის პროვოცირება. როცა ადამიანის ორგანიზმი გაცივდება, ორგანიზმს გაცილებით ნაკლებად შეუძლია ინფექციებთან ბრძოლა, ამიტომ ავადობის რისკი იზრდება.





5. ბაქტერიების ზრდის რისკი. image

ბაქტერიების ზრდის იდეალურ გარემოდ ითვლება წყლისა და სითბოს კომბინაცია. ახლა დაფიქრდით, რამდენი ბაქტერია გაჩნდება მას შემდეგ, რაც ღამეს თბილ ბალიშზე სველი თმით გაატარებთ. და ამ სიტუაციაში, ბალიშის ან პირსახოცების რეგულარულად გამოცვლაც კი არ გიშველით, რადგან კულულებიდან ტენიანობა პირდაპირ ბალიშში ხვდება.





6. ქერტლი. image

ქერტლი ასევე გაჩნდება, თუ თმას არ გაიმშრალებთ. საქმე ისაა, რომ თავის სიცხე და წყლის ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს არა მხოლოდ ბაქტერიების, არამედ სოკოების გამრავლებას. გარდა ამისა, სველი თმით ძილის დროს სკალპი კარგავს ბუნებრივ ზეთებს, რომლებიც ზედმეტ წყალთან ერთად სწრაფად შეიწოვება ბალიშის ქსოვილში. ეს ორი ფაქტორი ერთად იწვევს ქერტლს.





7. თმა დაბურულია და არ ბზინავს. image

ეს როგორც უკვე აღვნიშნე მე-6 პუნქტში, სველი თმით ძილის დროს სკალპი კარგავს ბუნებრივ ზეთებს, რომლებიც ზედმეტ წყალთან ერთად სწრაფად შეიწოვება ბალიშის ქსოვილში. მაშასადამე, წყალთან ერთად ქრება ბუნებრივი ცხიმიც, რომელიც პასუხისმგებელია თმის დატენიანებასა და ბზინვარებაზე. თმის ღერების გაუწყლოება გამოიწვევს მათ თხელ, მოსაწყენ სახეს, ბოლოები კი რამდენჯერმე უფრო სწრაფად დაიწყებს გაყოფას.





8. თმის ცვენა. image

უკვე აღვნიშნეთ, რომ სიცხისა და ტენის ერთობლიობა იწვევს სოკოს გაჩენას. ის, თავის მხრივ, ვითარდება ტრიქოფიტოზში - თმის მიკოზურ დაზიანებაში. ეს დაავადება ძალიან გადამდებია და, გარდა თმის ცვენისა, გამოიწვევს ქავილს და წითელ ლაქებს. დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა მან დანიშნოს სწორი მკურნალობა.





9. აკნეს გაჩენა. image

იმის გამო, რომ თქვენი ბალიში დიდი რაოდენობით ბაქტერიების თავშესაფრად იქცევა, დროთა განმავლობაში სახეზე გამონაყარი ჩნდება. და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის კანი გაქვთ - აკნე შეიძლება წარმოიქმნას მშრალ, ცხიმიან და კომბინირებულ კანზე. მათი გაჩენის თავიდან ასაცილებლად, არ დაიძინოთ სველი თმით და ბალიშის პირები შეცვალეთ ყოველ 3 დღეში ერთხელ.





10. თავის ტკივილი. image

როდესაც ბაქტერიები სკალპზე გამოჩნდება, ორგანიზმი შეეცდება მათ ნებისმიერი გზით აღმოფხვრას. ყველაზე ხშირად ამ შემთხვევაში ხდება სისხლის ნაკადის მომატება. შედეგად, სისხლის მიმოქცევა იზრდება და არტერიული წნევა მატულობს, რაც თავის ტკივილს იწვევს.






რა უნდა გავაკეთო ზემოაღნიშნული შედეგების თავიდან ასაცილებლად?



image




• დაიბანეთ თმა ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე, რათა დრო ჰქონდეს მას ბუნებრივად გაშრობის.



• შეიძინეთ აბრეშუმის ბალიშის პირი. მასალის სტრუქტურა შეამცირებს ხახუნს ღამით და ხელს შეუშლის თმის ბოლოების გაწყვეტას.



• თუ არ გაქვთ დრო ჰაერით გაშრობისთვის, გამოიყენეთ ფენი დიფუზორი ან ჩვეულებრივი მაისური. ეს იმპროვიზირებული საშუალებები არ მოქმედებს კულულებზე ისე, როგორც თმის საშრობი და პირსახოცი.



• თმის კონდიციონერი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ბოლოების გაყოფა და თმა შეინარჩუნებსს საჭირო ტენიანობას. ის უნდა იქნას გამოყენებული ყოველი თმის დაბანის შემდეგ.



• არ დაიძინოთ თავზე სველი პირსახოცით. ეს მხოლოდ დააჩქარებს მავნე ბაქტერიების ზრდას.



0
465
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0