x
მეტი
  • 28.05.2018
  • სტატია:77397
  • ვიდეო:330076
  • სურათი:433503
ვაშლის ძმრის საოცარი ეფექტი სახის კანზე, თმასა და კბილებზე

image


ეს უნიკალური ნივთიერებაა, რომელიც ვაშლის ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს.


1. თმის მოვლა

თავის დაბანის შემდეგ კარგი აზრია ვაშლის ძმრის გამოყენება თმაზე გადასავლებად –ის კვებავს მის ძირებს, თმას მსხვრევადობისგან იცავს, მას ლამაზსა და აბრეშუმივით ნაზს ხდის.

1 ჭიქა წყალში გაურიეთ ნახევარი სუფრის კოვზი ძმარი და გადაივლეთ ყოველი დაბანის შემდეგ. შედეგით ნამდვილად აღფრთოვანებული დარჩებით.

2. სახისა და კანის მოვლა

ძალიან ეფექტურია ვაშლის ძმრის გამოყენება, როგორც კანის საფარის pH ბალანსის მარეგულირებელი საშუალება. გახსენით წყალში 1:2 პროპორციით, დაასველეთ ბამბის ტამპონი და სახეზე დაიდეთ. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ღამით, ძილის წინ ან დილით სანამ დამატენიანებელ კრემს წაისმევთ. ეს ხსნარი კარგად აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს – ამისათვის მას უშუალოდ ლაქებზე ისმევენ და მთელი ღამის განმავლობაში იტოვებენ.

3. თუ რუჯს ცუდად იღებთ, გირჩევთ ყოველდღიურად მიიღოთ აბაზანა ვაშლის ძმრით: საკმარისია ერთი ან ორი ჭიქა ძმარი ჩაასხათ თბილი წყლით სავსე აბაზანაში.


4. თუ ხელები და ფეხები გეღლებათ და გისივდებათ დატვირთული დღის შემდეგ, ამ შემთხვევაში მასაჟი გაიკეთეთ ვაშლის ძმრის გამოყენებით.


5. ეპილაციისა და პარსვის შემდეგ ვაშლის ძმარი გაღიზიანებას მოგიხსნით. ამისთვის აურიეთ წყლში 1:1 პროპორციით და კანზე წაისვით.


6. კბილების მოვლა


ვაშლის ძმარი არაჩვეულებრივი ბუნებრივი საშუალებაა კბილების გასათეთრებლად და ლაქების მოსაშორებლად. რეგულარულად, კბილების გახეხვის შემდეგ, პირის ღრუში ჯერ ვაშლის ძმარი გამოივლეთ, შემდეგ კი - წყალი.


7. ორგანიზმის გაჯანსაღება

ვაშლის ძმრის მიღება ძალიან ეფექტური საშუალებაა წონის დასაკლებად და ორგანიზმის pH ბალანსის შესანარჩუნებლად. 1 ს. კ. გახსენით ერთ ჭიქა წყალში და მიიღეთ ყოველ დილით უზმოზე.

8. მოწამვლის შემდეგ, ორგანიზმის დეტოკსიკაციისთვის 2 ს.კ. ვაშლის ძმარს ხსნიან 1 ლ. დასალევ წყალში და იღებენ მთელი დღის მანძილზე.


4
9521
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
9521
  
2015, 11 დეკემბერი, 22:39
დიდი მადლობა, გაიხარე!!!
2015, 11 დეკემბერი, 22:34
მაგარია, მაგრამ უკვე გაუზიარებიათ
2015, 10 დეკემბერი, 16:01
დიდი მადლობა, ნათია♥
2015, 10 დეკემბერი, 15:56
სასარგებლო სტატიაა, როგორც ყოველთვის, გავაზიარე კიდეც:)
0 1 4