x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
განსხვავება ვნებასა და სიყვარულს შორის
ბევრს სჯერა, რომ ვნებას მივყავართ სიყვარულამდე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მას მხოლოდ ცხელ ღამემდე მივყავართ.


image


მეცნიერთა აზრით, ვნება ეფუძნება მხოლოდ ფიზიკურ მიზიდულობას და ფანტაზიას და ჩვეულებრივ ქრება, როდესაც ადამიანები ერთმანეთს რეალურად გაიცნობენ. საკვანძო სიტყვა არის "რეალური". ადამიანები თავიანთ ნამდვილ მეს მხოლოდ თვეების ურთიერთობის შემდეგ აღმოაჩენენ და შეუძლებელია იმის თქმა, რომ გიყვარს ადამიანი, სანამ ბოლომდე არ გაიცნობ.



ამრიგად, ვნებამ შეიძლება მალევე გაიაროს, ისე, რომ სიყვარული ჯერ არც იყოს დაწყებული. რას გრძნობთ ადამიანის მიმართ: გაზრდილი ლიბიდო თუ პეპლები მუცელში? როდის იქცევა ვნება სიყვარულად?



განსხვავება ვნე@ბასა და სიყვარულს შორის




როდესაც ვნებათა ტყვეობაში ხართ, გრძნობთ, რომ ნარკოტიკივით გჭირდებათ ის - ეს არის ვნებიანი ხშირი ღამეების გვერდითი ეფექტი. ეს იმიტომ ხდება, რომ ვნება ააქტიურებს თავის ტვინის უბნებს, რომლებიც დაკავშირებულია ჯილდოსთან და მოტივაციასთან, ხოლო სიყვარული გავლენას ახდენს ტვინის იმ სფეროებზე, რომლებიც დაკავშირებულია ზრუნვასთან და თანაგრძნობასთან. სიყვარულია, როცა პარტნიორზე მეტად ზრუნავ, ვიდრე საკუთარ თავზე.



image



როცა გიყვარს, ღებულობ ადამიანს ისეთს, როგორიც არის; როცა ვნებაში ხარ, მხოლოდ ამ ადამიანის ილუზია მოგწონს.


გახსოვთ თქვენი პირველი ოცნებები მასზე? იმაზე, თუ რას გააკეთებდით სამსახურის შემდეგ, როგორ იწვებოდით საწოლში მთელი შაბათ-კვირა. გაიხსენეთ თქვენი პირველი კამათი, თქვენი პირველი წლისთავი, თქვენი პირველი კოცნა. თუ შეგიძლიათ ამ ფანტაზიებიდან გამოხვიდეთ და მაინც გსურთ მასთან ყოფნა, მაშინ შეყვარებული ხართ.


image



როცა ვნების ტყვეობაში ხართ, მუდმივად გსურთ ფიზიკური ინტიმური ურთიერთობა. სიყვარულში ეს ყოველთვის არ არის მნიშვნელოვანი.image




სიყვარულის დროს, რაც უფრო და უფრო ძლიერდება ინტიმური ურთიერთობა, სექსის რაოდენობა შეიძლება შემცირდეს, მაგრამ მისი ხარისხი იზრდება. რადგან ურთიერთობები მხოლოდ სექსი არ არის.

image



სიყვარულში ადამიანის გარეგნობა ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. მაშინაც კი, თუ ისეთი აღარ არის, ვინც თავიდან გიზიდავდათ, დროთა განმავლობაში, როდესაც შეგიყვარდებათ, თქვენ იზიდავთ ადამიანის პიროვნებას, მის სულს. ვნებაში მხოლოდ ის აინტერესებთ, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი.



image



სიყვარულში გსურს ყველაფერი იცოდე ადამიანზე; როცა ვნებაში ხარ ჩაფლული, სალაპარაკო არაფერი გაქვს.


მაგრამ სიყვარულშიც და ვნებაშიც მუდმივად გინდა ამ ადამიანთან ყოფნა: ვნებაში ჰორმონები ამოძრავებთ, სიყვარულში კი უფრო ღრმა კავშირი.



image



0
211
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0