x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
70 წლის წინ დახვრიტეს ლავრენტი ბერია-დაკავების ქრონოლოგია და კაცი, რომელიც უკანასკნელ დღემდე ბერიას გვერდით იყო
image

70 წლის წინ, 1953 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს ლავრენტი ბერია. დაკავების დღიდან (1953 წლის 26 ივნისი)დახვრეტამდე, ლავრენტი ბერია თითქმის 6 თვე იმყოფებოდა სატუსაღოში, ამ ხნის განმავლობაში ბერიასთან უშუალოდ მიმაგრებული იყო თავდაცვის ოლქის შტაბის ყოფილი კომენდანტი, პოლკოვნიკი მიხეილ ხიჟნიაკი. სწორედ მისი მოგონებებით არის შესაძლებელი ბერიას ციხეში გატარებული უკანასკნელი დღეების შესახებ ვიცოდეთ გარკვეული სიმართლე.მანამდე გავიხსენოთ როგორ მოხდა ბერიას დაკავება.




1953 წლის 5 მარტს დასრულდა იოსებ სტალინის მმართველობა, რომელიც ქვეყანას თითქმის 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.


ხალხთა ბელადის გარდაცვალების შემდეგ მოიწვიეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის, სსრკ მინისტრთა საბჭოსა და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ერთობლივი სხდომა, რომელზეც ქვეყნის ხელმძღვანელობის საკითხი განიხილებოდა. გადაწყდა. მთავარი თანამდებობა, რომელიც მანამდე სტალინს ეკავა - სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს- გიორგი მალენკოვი დაიკავებდა.


image

ლავრენტი ბერია ახლადშექმნილი მთავრობის მეთაურის წინადადებით უხელმძღვანელებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან გაერთიანდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი გახდა სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იგი ასევე დაუბრუნდა საგარეო საქმეთა მინისტრის მანამდე დაკარგულ პოსტს.


კლიმენტი ვოროშილოვი აირჩიეს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. თავის მხრივ, ნიკიტა ხრუშჩოვი დაინიშნა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად, მაგრამ მისი თანამდებობა მხოლოდ სიმბოლური იყო: მას არ შეეძლო მთავრობისთვის დირექტივების მიცემა, მაგრამ ჰქონდა რეპუტაცია, როგორც სოფლის მეურნეობის ექსპერტი, რომელიც იმ დროს სავალალო მდგომაროებაში იყო...სულ ეს იყო.

image

ისტორიკოსი როი მედვედევი თავის წიგნში "ნიკიტა ხრუშჩოვი" წერს, რომ ბერიას წინააღმდეგ შეთქმულება დიდი ხანია მზადდებოდა. ორგანიზატორი ნიკიტა ხრუშჩოვი იყო, მას მხარს უჭერდა მარშალი გიორგი ჟუკოვი და გიორგი მალენკოვი. მიზეზი ის იყო, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობაში ბევრი ხვდებოდა, რომ „ბერიას ხელში ასეთი დიდი ძალაუფლების კონცენტრირება საფრთხეს წარმოადგენდა“. გარდა ამისა, სტალინურმა რეპრესიებმა ქვეყნისთვის უკვალოდ არ ჩაიარა. მოსახლეობის ზეწოლა შინაგან საქმეთა სამინისტროზე სწრაფად იზრდებოდა: მილიონობით მოქალაქე წერდა განცხადებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სკკპ ცენტრალურ კომიტეტის თუ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელზე და მოითხოვდა ნათესავების რეაბილიტაციას.


აპრილში სკკპ ცენტრალურმა კომიტეტმა, განიხილა რეაბილიტაციის საკითხი, გამოაქვეყნა გადაწყვეტილება „სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებების მიერ კანონდარღვევის შესახებ“, რომელიც ირიბად იყო მიმართული ბერიას წინააღმდეგ.


1953 წლის 26 ივნისს სსრკ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე უკვე დაისვა საკითხი ბერიას ყველა თანამდებობიდან გადაყენების და მოხსნის შესახებ . მას ბრალი ედებოდა მორალური დეგრადაცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, უკანონო რეპრესიების ორგანიზება და სხვა ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობაშიც კი.


სპეციალურად წინასწარ შემუშავებული სიგნალის შემდეგ დარბაზში შემოვიდა გენერლების ჯგუფი მარშალ ჟუკოვის მეთაურობით და ბერია დააკავეს. მედვედევი წერს, რომ დაპატიმრების დროს ბერია გაკოჭეს, ხალიჩაში გაახვიეს, პირი აუკრეს და კრემლიდან გამოიყვანეს. დაკავების შემდეგ, სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრი დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის სამხედრო ოლქის ერთ-ერთ საიდუმლო მიწისქვეშა რეზიდენციაში დაამწყვდიეს.

image

მისი მრავალი წინამორბედის მსგავსად, სსრკ-ს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ქვეყნის ხელმძღვანელობას წერილს წერილზე უგზავნიდა, სადაც ის აშკარად ღია ტექსტებით ევედრებოდა (რამდენჯერმე იმეორებდა ამ სიტყვას) შეეწყალებინათ"ძველი მეგობარი"


გამოცემა «Политбюро и дело Берия»გამოაქვეყნა ლავრენტი ბერიას დაკითხვის ოქმები, პირველი თარიღდება 8 ივლისით, ბოლო 22 აგვისტოს, სსრკ-ს გენერალურმა პროკურორმა რომან რუდენკომ პირადად დაკითხა დაკავებული. თითქმის ყველა დაკითხვა (ივლისში თითქმის ყოველ ღამე იყო, მოგვიანებით - დროდადრო) საღამოს 9 საათის შემდეგ იწყებოდა და ზოგჯერ შუაღამის შემდეგ სრულდებოდა. ბერიამ უარყო ყველა ბრალდება, რომელიც ანტისაბჭოთა საქმიანობას, შეთქმულებას და ასევე ანტიპარტიული გამოსვლებს შეეხებოდა, მაგრამ მისი ზნეობრივი გარყვნილების შესახებ მან უპასუხა, რომ "ცოტა კი იყო".


14 ივლისს დაკითხვის დროს მან ამ "ცოტას" შესახებ დეტალურად ისაუბრა, დაკითხვის ოქმი მთლიანად ექსკლუზიურად დაეთმო ყოფილ მინისტრის ურთიერთობას გოგონებთან და ქალებთან, გენერალური პროკურორის და ბერიას საუბარი დასრულდა დაახლოებით ღამის 2 საათზე.


ამავე დროს, პარალელურად იკითხებოდნენ სხვა დაპატიმრებული პირებიც, რომლებმაც ბერიას წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. ბრალდებულის მიერ გამოძიების დასრულების შესახებ განცხადება (ე.წ. "ბერიას ბანდა", რომელიც შედგება სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მინისტრის გარდა კიდევ 6 ადამიანისგან, მათ შორის, საქართველოს და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრები- ვლადიმერ დეკანოზოვი და პაველ მეშიკი, ასევე სსრკ-ს სახელმწიფო კონტროლის მინისტრი ვსევოლოდ მერკულოვი). 25-26 ნოემბერს გაკეთდა. ხოლო 17 დეკემბერს "პრავდამ" გამოაქვეყნა შეტყობინება პროკურატურისგან " სადაც იტყობინებოდა ამ ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაზე. სისხლის სამართლის საქმე 39 ტომისგან შედგებოდა.


პატიმარი მოსკოვის სამხედრო ოლქის შტაბის ბუნკერში ჰყავდათ დამწყვდეული. ბერიას მალენკოვისთვის გაგზავნილი წერილით თუ ვიმსჯელებთ, ოთახი ცუდად იყო განათებული. გარდა ამისა, დაპატიმრების შემდეგ, ლავრენტის პენსნე წაართვეს, რომლის გარეშეც ფაქტობრივად ვერ ხედავდა. რუსი ისტორიკოსის ნიკიტა პეტროვის თქმით, "გამამართლებელი" წერილების გაგზავნის გარდა (მას შემდეგ რაც ბერია დარწმუნდა, რომ მათზე პასუხი არ მიიღებდა, ეს ცალმხრივი მიმოწერა შეწყდა), პატიმარს უნდა გაეძლო ხშირი, მრავალსაათიანი დაკითხვებისთვის, რა დროსაც მას მრავალი ბრალდება წაუყენეს, ბერია შეძლებისდაგვარად, გონივრულად ცდილობდა გაებათილებინა გენერალური პროკურორის, რუდენკოს არგუმენტები, რაც ძალიან რთული იყო, რადგან ბერიას წინააღმდეგ სხვა პატიმრები აძლევდნენ ჩვენებებს.


ერთადერთი პიროვნება, რომელიც ბერიასთან მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა ამ 5 თვის განმავლობაში იყო მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ოლქის შტაბის ყოფილი კომენდანტი, პოლკოვნიკი მიხეილ ხიჟნიაკი.


1990-იანი წლების შუა ხანებში მან ინტერვიუ მისცა გამოცემა "Вечерняя Москва-ს" სადაც ის ჰყვება, თუ როგორ იქცეოდა ბერია პატიმრობის დროს (ხიჟნიაკს ევალებოდა პატიმრის მომსახურეობა: კვება, საკნიდან გაყვანა, დაბანა და ა.შ.)

image



ბერია ჯარისკაცების სასადილოში ჭამდა. პირველ დღეს, როდესაც ხიჟნიაკმა მას სადილი მიუტანა, პატიმარმა განზრახ გადაასხა ზედამხედველს სუპის წვენი. დაკავების დღეს ბერიას არაფერი ჭამა. ის არც წვნიანის ინციდენტის გამო დასაჯეს, უბრალოდ "მკაცრად გააფრთხილეს" და მას ფანქარიც და ქაღალდიც კი დაუტოვეს.


მთელი 5 თვის განმავლობაში, პატიმარს ეცვა ერთი ნაცრისფერი კოსტუმი, რომლითაც ის დააკავეს. მხოლოდ განაჩენის გამოტანის შემდეგ ხიჟნიაკი მსჯავრდებულის სახლში გააგზავნეს, საიდანაც შავი კოსტუმი მოუტანა ბერიას.


ხიჟნიაკი ყოველდღე სტუმრობდა ბერიას საკანში. როდესაც ბერიას ახალი კოსტუმი ჩააცვეს, ხიჟნიაკის თქმით, მსჯავრდებულმა უკვე იცოდა, რომ მას მალე დახვრეტდნენ.


ნიკიტა ხრუშჩოვისა და გიორგი ჟუკოვის მოგონებებში ნათქვამია, რომ ლავრენტი ბერიას შიშის გამო პრობლემები შეექმნა კუჭ-ნაწლავზე, ხრუშჩოვის თქმით დაკავების პირველსავე დღეს ბერიამ შიშისაგან ჩაისვარაო, ხოლო ჟუკოვმა ბერიას საქციელს სიკვდილით დასჯამდე უწოდა "უკანასკნელი მხდალის" ქმედება, რომელიც იქცეოდა "ძალიან ცუდად". თითქოსდა ტირილით დაიჩოქა, წუწუნით შეწყალებას ითხოვდაო.


თუმცა მოგონებებში ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ხიჟნიაკი.


მსგავსი რამ არ ყოფილა და ჟუკოვს მსჯავრდებულის გარდაცვალების საქციელის შესახებ არც შეიძლება რაიმე სცოდნოდა. ის არ დასწრებია ბერიას დახვრეტას, შესაბამისად, იგი ვერ იქნებოდა მსჯავრდებულის ბოლო წუთების მოწმე.


ბერია სიკვდილის წინ ფერმკრთალი იდგა, სახის ნაწილი ნერვიულად უტოკავდა. მაგრამ ის არ იყო ისტერიული და არც მუხლებზე დაჩოქილა.


ხიჟნიაკს ასევე არაფერი უხსენებია იმის შესახებ, რომ თითქოს "მან შარვალში ჩაისვარა".


ხიჟნიაკი არა მხოლოდ ბერიას ემსახურა მთელი 5 თვის განმავლობაში, არამედ აქტიური მონაწილეობდა მისი დახვრეტის მომზადებაში.


ბერია იმავე ბუნკერში დახვრიტეს, სადაც დაკითხვები ტარდებოდა. ორ დურგალთან ერთად, ხიჟნიაკმა შეკრა ხის ფარი, რომლის შუაში რგოლი იყო, რომელზეც ბერია ხელებით მიაბეს, ხიჟნიაკს სურდა ბერიასთვის თვალების ახვევა, მაგრამ სსრკ უზენაესი სასამართლოს სპეციალური სასამართლოს მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა პაველ ბატიცკიმ აუკრძალა: "დაე უყუროს". აღსრულებას ესწრებოდნენ გენერალური პროკურორი რომან რუდენკო, სასამართლოს წევრები - ნიკოლაი შვერნიკი და ნიკოლაი მიხაილოვი, მოსკოვის სამხედრო ოლქის მეთაური კირილ მოსკალენკო თავის ადიუტანტ ვიქტორ იუფერეევთან ერთად (ბატიცკი, მოსკალენკო და იუფერეევი მონაწილეობდნენ ბერიას დაპატიმრებაში) და ექიმი, როგორც ხიჟნიაკმა აღნიშნა, დახვეტის დროს გარეთ გამოვიდა.

image

ბერიას უშუალოდ ბატიცკიმ "პარაბელუმიდან" ესროლა. ერთადერთი ტყვია სასიკვდილო გამოდგა, რომელიც ბერიას ცხვირის ძგიდეზე მოხვდა, როდესაც გვამი ბრეზენტში გაახვიეს, მიხეილ ხიჟნიაკს გული წაუვიდა, "ძალიან შემეცოდა ბერია, ბოლო-ბოლო მასთან 5 თვე ყოველდღე ვიყავი და მაგრად შევეჩვიე"

2
498
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
498
  
2023, 31 დეკემბერი, 22:49
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 23 დეკემბერი, 16:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2