x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გაიდაის ლეგენდარული ფილმის "კავკასიის ტყვე ქალი" გაგრძელებას პარტიულმა ცენზურამ ტაბუ დაადო და დარჩა მხოლოდ ეს კადრი

image
საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი ფაქტი, რომ ლეონიდ გაიდაის ლეგენდარული ფილმის ("კავკასიის ტყვე ქალი") გაგრძელება იგეგმებოდა, დაიწერა სცენარი, სადაც სიუჟეტი უნდა განვითარებულიყო უკვე ციხეში, სადაც ფილმის გმირის (ნინა) მოტაცებისათვის მოხვდებოდნენ მორგუნოვის, ვიცინის, ნიკულინის კინოგმირები "ამხანაგ საახოვთან" ერთად.


ფილმის ცენარის მიხედვით საახოვი უნდა გამხდარიყო ციხით თვითშემოქმედებითი კოლექტივის ხელმძღვანელი, უნდა მოეხადა სასჯელი "სამეულთან" ერთად და ციხიდან გამოსულიყო "სუფთა სინდისით".


ფილმის შემდომ სცენარში საახოვს უჩნდებოდა ამბიცია დაბრუნებოდა ძველ სამსახურს, ხოლო სამეული მუშაობას იწყებდა კოლმეურნეობაში მექანიზატორებად და მექანიზატორის დამხმარეებად. მექანიზატორი უნდა ყოფილიყო მორგუნოვის გმირი, ხოლო დამხმარეები კი ვიცინი და მორგუნოვი.
თუმცა ყოფილ "ზეკებს" მალე უცრუვდებათ გული მუშაობაზე და ძველ პროფესიას უბრუნდებიან.


"ამხანაგი" საახოვი კი იმდენს ახერხებს, პარტიაშიც აღადგენენ და სამსახურის დაწყების ნებართვასაც იღებს, თუმცა საახოვს ძველი თანამდებობის დაბრუნების სურვილი არ ასვენებს და თავისი კაბინეტის მოსანახულებლად მივა და ჰოი საოცრებავ, თავის ყოფილ კაბინეტში თავის ყოფილ სავარძელში და თავის ასევე ყოფილ თანამდებობაზე აღმოაჩენს "სტუდენტი, კომკავშირელი" ნინა, რომელიც რაიონის ხელმძღვანელადაა დანიშნული.

საბჭოთა პარტიულმა ცენზურამ ფილმი დაიწუნა, რადგან პარტიული ფუნქციონერის "ზეკობა" პარტიას უტეხდა სახელს და ფილმის ჩვენებაში ჩაშვება აიკრძალა, მეტიც გაანადგურეს მთელი გადაღებული მასალა, საიდანაც მხოლოდ ზემოთ დადებული კადრიღა შემორჩა.




0
544
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
544