x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სალმა ჰაიეკი მაკიაჟის გარეშე და მაკიაჟით, დამეთანხმებით ასედაც და ისედაც 56 წლის მსახიობი მშვენივრად გამოიყურება
image
ჰოლივუდში და ზოგადად კინოინდუსტრიაში მრავლად იყვნენ და არიან ქალები, რომლებზეც ასაკმა დიდად ვერ იმოქმედა და დღემდე მშვენივრად გამოიყურებიან.


მოგეხსენებათ კინოინდუსტრიის ცნობილ სახეებს, საუბარი მაქვს ცნობილ მსახიობ ქალებზე, გამადიდებელი შუშით აკვირდებიან სენსაციაზე მონადირე პაპარაცები, აქედან გამომდინარე ვარსკვლავები იძულებული ხდებიან მაკიაჟის დახმარებით დაფარონ ასაკით გამოწვეული სიბერის ნიშნები, ვთქვათ ნაოჭები თვალის უპეებთან, ტუჩებთან და ასე შემდეგ ან მიმართონ პლასტიკურ ქირურგიას დახმარებისათვის.


თუმცა, როგორც უკვე დავწერე არის მსახიობი ქალების კატეგორია, რომლებიც მაკიაჟის გარეშეც მშვენივრად გამოიყურებიან. ერთერთი მათგანია 56 წლის სალმა ჰაიეკი, რომელიც მაკიაჟის გარეშეც მშვენივრად გამოიყურება. 56 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი სულაც არ ერიდება პაპარაცების კამერის ობიექტებში მოხვედრას მაკიაჟის გარეშე.


"მე ვარ ისეთი, როგორიც უნდა ვიყო, რატომ უნდა დავემალო ვინმეს ან რამეს. ყველას მოსაწონი ვერ ვიქნები, მაგრამ განა ეს ღირს ნერვიულობად"?-აცხადებს ცნობილი მსახიობი და ხშირად დებს მაკიაჟის გარეშე გადაღებულ სურათებს.

მართალია ზოგიერთმა გამოცემამ ეჭვი გამოთქვა, რომ სალმა ჰაიეკის სილამაზის ფორმულა პლასტიკური ქირურგიის სწორ გამოყენებაშია, მაგრამ ერთი ფაქტიც კი ვერ მოიძიეს, რომელიც დაადასტურებდა, რომ ცნობილმა მსახიობმა სადმე ან როდისმე მიმართა პლასტიკურ ქირურგს დახმარებისათვის.



"რამდენიც არ უნდა ეძებონ, ვერსად, ვერცერთ პლასტიკურ ქირურგს ვერ იპოვით, რომელმაც ჩემს გარეგნობაზე იზრუნა"-ღიმილით განუცხადა მსახიობმა ჟურნალისტებს.

სალმა ჰაიეკი უმაკიაჟოდ ასე გამოიყურება.

imageimageimageimageimageimageimage



ეს კი სალმა უკვე მაკიაჟით.

imageimageimageimageimage




+14




0
299
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
299