x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ყველაფერი ის, რაც ღირსებას შემილახავდა, ჩემთვის მიუღებელი იყო"-რატომ არ მიაჩნდა ლაინა ასათიანს მსახიობობა პროფესიად?
image


20 დეკემბერი ლიანა ასათიანის დაბადების დღეა, რომელიც მაყურებელს ახსოვს ფილმებით "გიორგი სააკაძე"(1943)-დედოფალი თეკლას როლი, ასევე შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ციალა („ჭირვეული მეზობლები“, 1945), კამა („გაზაფხული საკენში“, 1950), ალექსანდრა ჯაფარიძე („მწვერვალთა დამპყრობნი“, 1952), მარინე ფერაძე („ჭრიჭინა“, 1954), ქეთევანი („ეთერის სიმღერა“, 1956), თავადის ქალი მაია („ერთი ცის ქვეშ“, 1961), დედოფალი გურანდუხტი („მაცი ხვიტია“, 1961), კოლონკელიძის მეუღლე („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ბიძინას დედა („სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, 1969), თინათინ მინდაძე („ლევან ხიდაშელი“, 1973), დედოფალი დარეჯანი („წიგნი ფიცისა“, 1983) და სხვა.მიუხედავად ამდენ ფილმებში თამაშისა, ლიანა ასათიანს არასდროს მიაჩნდა, რომ მსახიობობა პროფესია იყო, როგორც თავად ამბობდა, "წარმატება შენზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა რომელიმე რეჟისორზე:



“როცა მიხეილ ჭიაურელთან ვმუშაობდი, (შენიშვნა: იგულისხმება "გიორგი სააკაძე")მასთან მსახიობები მოდიოდნენ და სთხოვდნენ, მასობრივ სცენებში მაინც დაგვაკავე, თორემ დავიხოცებითო. საკუთარ თავს ასეთ რამეს არასოდეს ვაკადრებდი. ღირსების გრძნობას ადამიანი არ იძენს, უბრალოდ, ან აქვს, ან არა. ღირსება ასევე არ მაძლევდა უფლებას, რომელიმე რეჟისორისთვის როლი მეთხოვა. ძალიან მალე მივხვდი, რომ მსახიობობა პროფესია არ იყო. მსახიობების როლები ფორტუნაზე იყო დამოკიდებული, ბედი ან გაუმართლებდათ, ან არა. ამიტომაც ავირჩიე ისეთი პროფესია, სადაც წარმატება მხოლოდ ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული და არა რომელიმე რეჟისორის გემოვნებაზე. ამიტომაც სამედიცინოზე ჩავაბარე და ეს არასოდეს მინანია. თეატრის მსახიობობაზე არასოდეს მიოცნებია, განა იმიტომ, რომ სცენაზე თამაშს ვერ შევძლებდი, უბრალოდ, კულისების ცხოვრება არ მომწონდა. ყველაფერი ის, რაც ღირსებას შემილახავდა, ჩემთვის მიუღებელი იყო. სიყალბეში არასოდეს მიცხოვრია, ” – ამბობდა მსახიობი.


ასევე დაგაინტერესებთ:



8 ივლისს(2014 წ.) მსახიობი ლიანა ასათიანი გარდაიცვალა და დაგვიტოვა შესანიშნავად შესრულებული როლების წყება.გიორგი სააკაძე, ჭირვეულის მორჯულება, თავადის ქალი მაია, ჭრიჭინა, დიდოსტატის მარჯვენა ეთერის სიმღერა ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომელშიც ლიან...


დღეს 8 სექტემბერს 5 წელი შესრულდა, რაც ლეგენდარული მსახიობი, გასული საუკუნის 50/60-იანი წლების ქართული კინოს მეგავრსკვლავი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა დღეს ლეილა აბაშიძის კინოხელოვნებაზე არ გვექნება საუბარი, იგი სულ სხვა კუთხით უნდა წარმოიდგინოთ. ბევრმა არ იცის, რომ ლეილა აბაშიძე არა მარტო კინომსახიობი, რეჟისორი...



დღეს, 17 დეკემბერს დაბადებიდან 99 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ მსახიობს ოთარ კობერიძეს, რომელიც მაყურებელმა შეიყვარა ისეთი ფილმებით, როგორიცაა "ბაშიაჩუკი", "მამლუქი", "სხვისი შვილები", "შეწყვეტილი სიმღერა" და სხვა.დღეს შემოგთავაზებთ ეთ საინტერესო ეპიზოდს მსახიო...



7 დეკემბერს დაიბადა ქართველი კინომსახიობი, გამორჩეული გარეგნობით და გამორჩეული ხმის ტემბრით, სპარტაკ ბაღაშვილი, რომელმაც დაგვამახსოვრა ისეთი როლებით თავი, როგორიცაა არსენა ოძელაშვილის გმირი ფილმში "არსენა"(1937წ.);ლუარსაბ მეფე (გიორგი სააკაძე, 1942), ერთდროულად სამი როლი მეწის...


დღეს 27 ნოემბერს (1905წ.)დაიბადა ქართული კინოს და თეატრის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, ვასო გოძიაშვილი, მის იუბილესთან დაკავშირებით გავიხსენებთ სამ სახალისო ისტორიას მსახიობზე: იხსენებს მსახიობი დოდო ჭიჭინაძე: რაჭაში მივდიოდით, მისმა მეუღლემ ჟენიამ ვასო მე ჩამაბარა, ყურადღება მიაქციეო. ვასო უკვე მოხუცი იყო საკმაოდ. ვაგონში, როგო...

0
194
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0