x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"დიდი ქართველი მწერალი ილია ჭავჭავაძე ოცნებობდა დროზე..." - ბრეჟნევი და საქართველო -სამი საინტერესო ისტორია
image


19 დეკემბერს დაიბადა ლეონიდ ბრეჟნევი, საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი 1964 წლიდან 1982 წლამდე, მისი მმართველობის პერიოდს "უძრაობის ხანა" შეარქვეს, ხოლო ყველაზე მეტი პოლიტიკური ანეკდოტი სწორედ მის პერიოდში შეითხზა.


დღეს გთავაზობთ სამ ისტორიას გენსეკის ცხოვრებიდან, რომელიც საქართველოს შეეხება.


***


სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი საქართველოში მოსკოვი-თბილისის მატარებლით პირველად 1966 წლის 31 ოქტომბერს ჩამოვიდა. რესპუბლიკის ლიდერები - საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი ვასილი მჟავანაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ძოწენიძე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილი გენერალურ მდივანს ზესტაფონის სადგურზე შეხვდნენ და თბილისამდე გააცილეს.


ბრეჟნევი ამიერკავკასიის რესპუბლიკაში საჩუქრით - ლენინის ორდენით ჩავიდა. ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, ზედიზედ მეორედ, საქართველოს გადაეცა "ეკონომიკურ და კულტურულ მშენებლობაში მიღწეული წარმატებებისთვის".

image

"დიდი ქართველი მწერალი ილია ჭავჭავაძე ოცნებობდა დროზე, როცა მის სამშობლოში სულ მცირე 20-30 ქართველი ინჟინერი იქნებოდა“, - თქვა ლეონიდ ილიჩმა საზეიმო შეხვედრაზე. „ახლა კი რესპუბლიკაში ათიათასობით ინჟინერია. მოსახლეობის ყოველ ათასზე უმაღლესი განათლების მქონე 45 ადამიანია...“


ბრეჟნევმა შეაქო რესპუბლიკის მშრომელები შესანიშნავი მანდარინის, ფორთოხლის და ლიმონის მოყვანისთვის მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მიწაზე სუბტროპიკულ ზონებს შორის. კულტურაზე საუბრისას შოთა რუსთაველი გამახსენდა, რომლის 800 წლის იუბილე ამ ხანებში აღინიშნა.


"რუსთაველი ქართველია, - თქვა ლეონიდ ილიჩმა, - მაგრამ ის ჩვენი მრავალეროვნული სამშობლოს ყველა ხალხს ეკუთვნის... ამას კიდევ ერთხელ მოწმობს მოსკოვში "ვეფხისტყაოსნის" ავტორის ძეგლის გახსნა."



***მოკლედ ნამდვილია ეს ამბავი, ლეგენდა თუ ანეკდოტი მგონი არც არავინ იცის: ბრეჟნევი თბილისში მესამედ რომ ჩამოვიდა, (1981)უკვე ძალიან დაჩაჩანაკებული იყო და ცოტას ურევდა კიდეც. აქ დიდი ამბით დახვდნენ .საქართველო გასაბჭოების 60 წლისთავს ზეიმობდა, რა თქმა უნდა ლეონიდ ილიჩს ზღაპრული სუფრაც გაუშალეს .ბრეჟნევს თურმე განსაკუთრებით მოწონებია ცოცხალი. იკითხა, რა ქვია ამ თევზსო.


- ცოცხალი - უთხრეს, თან გადაუთარგმნეს - "ჟივოიო".


- როგორ ჟივოი - გაოცდა გენსეკი - ეს ცოცხალია?

- არა, ცოცხალი არაა, მკვდარია, მაგრამ ცოცხალი ქვია...


მოსკოვში რომ დაბრუნდა, ერთხელაც, მენიუს შედგენისას ეკითხებიან - რას მიირთმევთ?


ბრეჟნევს ცოცხალი მონატრებოდა და შეძლებისდაგვარად აუხსნია, რა უნდოდა - აი, მკვდარი რომაა და ცოცხალი რომ ქვიაო...


შეფი შეფიქრიანებული დაბრუნდა და მზარეულებს ეუბნება:


- დავიღუპეთ, მგონი ლენინის შეჭმა უნდა ამ უბედურსო.


image




***ცნობილია, რომ ლეონიდ ბრეჟნევს ძალიან უყვარდა სპორტი, მათ შორის ფეხბურთი და ჰოკეი


...1981 წელს წარმოთქმული ბრეჟნევის სიტყვები, რომელიც ალბათ ყველა უფროსი თაობის ადამიანს ახსოვთ:"Не подвели и тбилисские динамовцы: овладели одним из самых почетных европейских призов. Не зря мы все за них болели".(არ გაგავაწბილეს თბილისის დინამოელებმაც: დაეუფლნენ ერთ-ერთ ყველაზე საპატიო ევროპულ პრიზს, ტყუილად არ ვგულშემატკივრობდით")



ალექსანდრე ჩივაძე:


კაპიტნის კანდიდატურას(იგულისხმება სსრკ-ს ნაკრების კაპიტანი) ყოველთვის მწვრთნელები არჩევდნენ. ერთ შემთხვევას მოგიყვებით. მოსკოვში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მატჩზე გვითხრეს, რომ საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი, ბრეჟნევი, დაესწრებოდა. ჩვენც ძალიან მოვინდომეთ და გავიმარჯვეთ. ჩემთან მოვიდა ბრეჟნევის თანაშემწე, ჩამეხუტა და მითხრა, შენი გულშემატკივარი ვარო.


შევატყვე, რომ ნასვამი იყო. მერე გაეცინა და ასეთი რამ მომიყვა: მატჩამდე 3 საათით ადრე მოვედით, რადგან ბრეჟნევმა მოინდომა, ცოტაოდენი სასმელი დაელია, უარს ვინ გაუბედავდა და ყველამ კონიაკი მივირთვით. გამარჯვების ჰიმნი რომ დაუკრეს, ყველანი ფეხზე წამოვდექით, ბრეჟნევი შებარბაცდა, მე უკნიდან დავუდექი, ხელი შევაშველე, მან კი წამჩურჩულა: “ვინ არის ახლა გუნდის კაპიტანი?”. “ალექსანდრე ჩივაძე”, – ვუპასუხე. გაიცინა და ხმამაღლა თქვა: “ოპიაც უსატი?” (“ისევ ულვაშა?”).


image


მთავარზე:ფოტოშარჟი-ლონია და ვერა ბრეჟნევა

1
752
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
752
  
2023, 19 დეკემბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1