x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჰიტლერმა წაიკითხა მოხსენება და თქვა – "სისულელე!"... და შემდეგ, ძალიან ინანა

SS–ის ბრიგადფიურერი და RSHA (რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო) უფროსი ვალტერ შელენბერგი – ერთ-ერთი მაღალი რანგის ნაცისტი იყო, ვინც სიკვდილით დასჯას და ხანგრძლივ თავისუფლების აღკვეთას გადაურჩა და ომის შემდეგ, მშვიდად ცხოვრობდა. თუმცა, ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა: 1952 წელს, ის იტალიის ერთ–ერთ კლინიკაში, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური მიზეზი – თირკმელების უკმარისობა იყო.


image


ადრეულ ასაკში გარდაცვალების მიუხედავად, შელებერგმა მემუარების დაწერა მაინც მოასწრო, რომელიც ძალიან საინტერესო ჯაშუშური ისტორიების ნაკრებს წარმოადგენს. თუმცა, უცნობია, თუ რამდენად შეესაბამება იქ აღწერილი მოვლენები სიმართლეს. წიგნი შვეიცარიაში დაიბეჭდა და ავტორის გარდაცვალებამდე, 1 წლით ადრე გამოვიდა. მასში ყველა ისტორია დასათაურებულია და ერთ–ერთში, «სტალინის ეშმაკური გეგმაზეც» არის საუბარი:

როგორც მემუარებიდან ირკვევა, ვალტერ შელენბერგმა თავის უფროსს, რაინჰარდ ჰაიდრიხს აზრი გაუზიარა, რომელიც მას, ტყვედ ჩავარდნილი საბჭოთა გენერლების დაკითხვის შემდეგ გაუჩნდა. შელენბერგის თქმით, ის რაც დასავლეთის ფრონტზე ხდებოდა (1942 წლის დასაწყისი იყო) – «სტალინის ეშმაკური გეგმა» იყო...

მისი აზრით, საბჭოთა კავშირის ლიდერი, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მტერი ქვეყანაში, რაც შეიძლება ღრმად «შეეტყუებინა». ხოლო, როდესაც, ამის გამო, გერმანელების შეტევითი იმპულსი ამოეწურებოდათ – ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლები გაემართა და კარგად ორგანიზებული საბჭოთა ჯარები, კონტრშეტევაზე გადაეყვანა, რითაც მტერს საბოლოოდ დაამარცხებდა... ამიტომ, შელენბერგის აზრით, ანგლო-ამერიკელებთან, სეპარატული ზავის გაფორმება იყო საჭირო.

ჰაიდრიხმა აღნიშნული ვერსია ჰიმლერთან განიხილა და შელენბერგს, ჰიტლერისთვის, მოხსენების მომზადება სთხოვა. ფიურერმა მოხსენება წაიკითხა და მოკლე ვერდიქტი გამოუტანა: «სისულელე!» – დააწერა მან მოხსენებას ზემოდან... და ეს მისი, კიდევ ერთი, სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება იყო.*

შელენბერგის თქმით, 1943 წ. იმავე დასკვნამდე მივიდა ჰენრიხ მიულერიც. მაგრამ, მისგან განსხვავებით, მან კონტაქტების მოძიება ანგლო-ამერიკელებთან კი არა, რუსებთან დაიწყო... და იპოვა კიდეც. შელენბერგს თუ დავუჯერებთ, მიულერი მოსკოვზე მუშაობდა და ომის ბოლო დღეებში, ალყაშემორტყმული ბერლინიდან, სსრ კავშირში გაიქცა.

თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...


* ადოლფ ჰიტლერი ისტორიაში ფანატიკოს დიქტატორად შევიდა, რომელიც ხშირად დაუფიქრებელ, სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებდა. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ის ნარკომანი და მთელ რიგ პრეპარატებზე (კოკაინი, მორფინი, ამფეტამინი...), წამალდამოკიდებული იყო.

ის რომ ჰიტლერს პრობლემა ჰქონდა ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გერმანიაში ნორმან ოლერის (Norman Ohler) წიგნი «ნარკოტიკების გამოყენება ნაცისტურ გერმანიაში» გამოიცა. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ფიურერს კი არა, მთელი III რაიხი და ვერმახტი ნარკოტიკებზე «იჯდა». გერმანიის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გამუდმებით მოიხმარდნენ ნარკოტიკებს, განსაკუთრებით II მსოფლიო ომის წლებში. გაგრძელება >>>


image

სხვა სიახლეები:


* სიცოცხლე დედამიწაზე ხელოვნურადაა შექმნილი – ახალი მტკიცებულება

* გოგონებმა სახის მხოლოდ ერთ მხარეს გაიკეთეს მაკიაჟი, რომ ეჩვენებინათ, თუ როგორ ცვლის ის გარეგნობას

* ამ ფოტოებზე რა ხდება? – სახალისო სურათები (IV ნაწილი)

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



1
676
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
676
  
2023, 19 დეკემბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1