x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ქართული კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორი ოთარ იოსელიანი
image89 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა.


დაიბადა თბილისში, 1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრებით. 1953 წელს მოსკოვში მიემგზავრება, სადაც ორი წელი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1961 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი (რუს. ВГИК), სადაც უშუალოდ ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის მოსწავლე იყო.


image

1962 წელს დადგა მცირემეტრაჟიან ფილმი „აპრილი“. 1964 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი „თუჯი“, რომელშიც აღწერა მეტალურგიული კომბინატის მუშაობის ერთი დღე. უკვე ამ ფილმებში გამოჩნდა რეჟისორის ორიგინალური სტილი, რომელიც აშკარა იყო მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „გიორგობისთვე“ (1966-კადრი ფილმიდან). ამ ფილმისთვის მან კანის კინოფესტივალზე ფიპრესისა და ჟორჟ სადულის პრემიები დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის.


image


1971 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“, (კადრი ფილმიდან)რომელმაც მრავალი საერთაშორისო პრიზი აიღო, ხოლო 1976 წელს კი რეჟისორმა დადგა „პასტორალი“, რომელმაც ბერლინის ფესტივალის კინო-პრესის ჯილდო დაიმსახურა.

image


1984 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც ემიგრაციაში წავიდა საბჭოთა ცენზურასთან პრობლემების გამო. აქ გადაიღო დოკუმენტური და მცირემეტრაჟიანი ფილმები: 1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა“(კადრი ფილმიდან) ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

image

იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც — „და იყო სინათლე“ (1989) და „ყაჩაღები. თავი VII“ (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი „In vino veritas!“, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“.



0
225
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0